სანდრო მიშელაშვილი

სანდრო მიშელაშვილი აკადემიური მუსიკის წარმომადგენელია, იგი თითქმის 10 წელიწადია საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის, ეროვნული, სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსია. სანდრო მულტიინსტრუმენტალისტია, თუმცა მისი ძირითადი სპეციალობა დასარტყამი საკრავებია. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მან მესამე კურსი ნორვეგიაში, ოსლოს მუსიკალურ აკადემიაში გაიარა. იგი მოხვდა ოსლოს წამყვან პედაგოგებთან თავის დარგში, თუმცა ოსლოშივე მან საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა შეძლო და მუსიკის წარმოების მოწინავე პროგრამას, "Ableton Live" ს დაეუფლა. საქართველში დაბრუნებისთანავე სანდრომ გააგრძელა სიმფონიურ ორკესტრში მუშაობა და პარალელურად შექმნა ელექტრონული, ანდერგრაუნდ მუსიკის პროექტი "მარიხი" რაც ნიშნავს პლანეტა - მარსს. მისი მუსიკა მოიცავს ტექნო, ელექტრო და ტეხილი რითმების ესტეტიკას. სანდროს ტრეკები არაერთხელ გაჟღერებულა თბილისის კლუბებში და თავადაც მოქმედი დიჯეი და ლაივ პერფორმერია. ყველაფერთან ერთად, სანდრო 3 წელიწადზე მეტია 303-ჰერცის ერთგული ინსტრუქტორია და ასწავლის მუსიკის წარმოებას და მუსიკალურ ნიუანსებს Ableton Live ში.