თაკო კოსტავა

თაკო კოსტავა გრაფიკული დიზაინერი/ილუსტრატორია და ის აჭარაბეთის დიზაინ თიმის წევრია. ამ სფეროში მისი გამოცდილება კი თითქმის ხუთ წელს შეადგენს. ამბობს რომ მისი ხედვა ბავშვობიდან ყალიბდებოდა და მუდმივად აინტერესებდა ფორმები თუ ფერები, რის გამოც ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. არქიტექტურა კი დაეხმარა იმის აღმოჩენაში, თუ რისი შექმნა სიამოვნებდა მას ყველაზე მეტად.

სამუშაო გამოცდილებიდან Connect, Vendoo, და Adjarabet ის კომპანიებია, რასაც სხვებისგან გამოარჩევს კრეატიულობის, სხარტი შესრულების და სხვა უნარჩვევების განვითარებისთის.

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღებაა. საკუთარი ილუსტრაციების ხატვისას და კომპანიის პროექტზე მუშაობის დროსაც, მთავარია ის საქმე სიამოვნებს, რასაც აკეთებს, რადგან მაშინ ქმნის ღირებულ ნამუშევარს და ვითარდება პროფესიულად