ლიკა ვადაჭკორია

ლიკა ვადაჭკორია საქართველოს ბანკის UI/UX დიზაინერია. პარალელურად მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 2021 წლის სექტემბერში, თანაგუნდელებთან ერთად მოიპოვა პირველი ადგილი UX ჰაკათონში, კიევში. ლიკა მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის ვორქშოფებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. UX დიზაინში გამორჩეული ფიგურა Don Norman-ი საკუთარ თავს “Design thinker”-ს უწოდებს. ლიკაც იზიარებს ასეთი წოდების მნიშვნელობას და ფიქრობს, რომ დიზაინ ფიქრი არის დიზაინერის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც დროსთან ერთად ყალიბდება. ლიკას დიზაინ აზროვნება ჩამოაყალიბა რამდენიმეწლიანმა კარიერულმა თუ სასწავლო გამოცდილებებმა ისეთ სფეროებში როგორიცაა: არქიტექტურა, კონცეპტუალური ხელოვნება და გრაფიკული დიზაინი. საბოლოოდ კი საკუთარ ინტერესებსა და დიზაინ გამოცდილებებს თავი მოუკრა ციფრული პროდუქტის დიზაინში, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში.