ნიკა ოსიპოვი

ნიკოლოზ ოსიპოვი, გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად დასაქმებულულია adjarabet.com’ის მარკეტინგის გუნდში, საერთაშორისო ბრენდის გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში, მათ შორის 7 წელი უშუალოდ გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე საქართველოს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, როგორიცაა Liderfood, Barambo, terabank. UI/UX დიზაინის გამოცდილება მიღებული აქვს adjarabet.com’ის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, ორიენტირებულია UI ელემენტების შექმნაზე და მათ დანერგვაზე ბაზარზე: აიქონების სისტემები და მიკრობრენდინგი. ასევე აქვს მენტორის 1 წლიანი გამოცდილება Walnut Training Market’თან თანამშრომლობით. პანდემიის პირობებში ჩატარებული აქვს რამდენიმე ონლაინ კურსი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მთავარი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს სამუშაო პროცესში არის ის, რომ გრაფიკულ დიზაინში არ არსებობს დეტალები, დეტალებია გრაფიკული დიზაინი.