ui / ux design ინტენსიური კურსი

თუ გსურს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და საინტერესო პროფესიას დიზაინის სფეროში, მაშინ ჩვენი UI/UX კურსი შენთვისაა!

ტრენერები

ნიკა ოსიპოვი

ლიკა ვადაჭკორია

ნატა ნოზაძე

კურსის სრული ღირებულება

900.00

კურსის ხანგრძლივობა

2 თვე

ლექციების რაოდენობა

12 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა

2 საათი

მენტორების რაოდენობა

3 მენტორი

კურსის აღწერა

UX და UI დიზაინი არის ტერმინები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთად გვხვდება და ხანდახან დაბნეულობასაც იწვევს მათი რაობა და ურთიერთდამოკიდებულება.

რა არის UX დიზაინი?
UX  ნიშნავს "სამომხმარებლო გამოცდილებას“ და განისაზღვრება იმით თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები პროდუქტთან. UX დიზაინი აისბერგის წყალში დამალული ნაწილივითაა, რომელიც არ ჩანს, თუმცა უზარმაზარ და საინტერესო პროცესებს მოიცავს. UX სწავლობს მომხმარებლებს, ბიზნესის საჭიროებებს და ბაზარს, შემდეგ კი ქმნის პროდუქტის მოდელს, რომელიც ნელ-ნელა UI პროცესებში გადაიზრდება. UX მიზანია, რომ პლატფორმა იყოს ინტუიციური, ლოგიკური და გასაგები.

რა არის UI დიზაინი? UI დიზაინი არის სამომხმარებლო ინტერფეისი ანუ ის, რასაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და გამოცდის. UI არის გრაფიკული ელემენტების ერთობლიობა: ღილაკები, ტექსტები, სურათები, შესავსები ველები და სხვა. UI-ის პროცესი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფერები, კონტრასტი, ტიპოგრაფია, განლაგება, გადასვლები თუ ანიმაცია. UI დიზაინის საშუალებით ხდება პროდუქტის ერთიანობამდე მიყვანა და ბრენდის ხასიათის პოზიციონირება. 

კურსის განმავლობაში, საშუალება გექნება აითვისო UI/UX დიზაინის პრინციპები, ისწავლო Figma და ამ ხელსაწყოს დახმარებით დამოუკიდებლად შექმნა Web და Mobile პროდუქტის დიზაინი. კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემა სერთიფიკატი, გექნება საპორტფოლიე ნამუშევარი და შეძლებ დასაქმდე ან დაიწყო Freelance კარიერა.


 

სილაბუსი

მოდული 1 - ლიკა ვადაჭკორია

ლექცია 1 
Introduction

• გაცნობა, კურსის მიმოხილვა
• რა არის UX/UI დიზაინი?
• UX. სამუშაო პროცესი
• დიზაინ სინქინგის მიმოხილვა
• 5 planes მეთოდი

ლექცია 2
Strategy

• Research ფაზის გაცნობა
• მიზნები, მეტრიკები
• ემპათია (Personas, User stories, Customer journey)
• Competitive analyse

ლექცია 3
Define (Workshop)

• შესავალი (რა არის MVP, რა მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტიზაციას და ზოგადად რა შედეგს დავდებთ დღის ბოლოს)
• ბრეინშტორმინგი
• Scope-ის გაკეთება (პრობლემის განსაზღვრა)
• სტრატეგიის შეკვრა (დოკუმენტიზაცია)

 

ლექცია 4
Structure

• ინფორმაციული არქიტექტურა
• ნავიგაცია, იერარქია
• Interaction design - მიმოხილვა
• User flows

ლექცია 5
Wireframes

• რა არის პროტოტიპირება
• Low-fidelity wireframes
• High-fidelity

ლექცია 6
Test

• ტესტირების მიმოხილვა
• ევრისტიკები
• პრეზენტაციები


მოდული 2 - ნიკა ოსიპოვი

ლექცია 7

• ინტერფეისის ისტორია და წყაროები
• ჩვევა
• კომპოზიცია
• ფერი
• ფორმა
• ინსპირაცია
პრაქტიკული დავალება: ღილაკების აგება, აიქონების მოძიება და შერჩევა, პოპ-აპ შეტყობინების აწყობა

ლექცია 8

• ფოტო
• კონტრასტი
• იერარქია
• ბალანსი
• ქოლორ ბლაინდნეს
• ინკლუზიური დიზაინი
• ახალი 1 მილიარდი

 

ლექცია 9 

• Მოსალოდნელი UX ტრენდები
• Ფაილის მომზადება
• Dribbble-ზე და Behance-ზე დიზაინების განთავსება

მოდული 3 - ნატა ნოზაძე

ლექცია 10 
Interaction

• HCI (human-computer interaction) გაგება
• Რას ნიშნავს და როგორ შევქმნათ User-centered დიზაინი
• Რა არის ინტერაქციის დიზაინი
• Ინტერაქციის დიზაინის 5 განზომილება

ლექცია 11
Animation

• Ანიმაცია ინტერაქციის დიზაინში
• Loading
• Ნავიგაცია და მენიუ
• Hover (mouse over) ეფექტი და მნიშვნელობა
• Სლაიდშოუ, სლაიდერი
• Ყურადგების დაჭერა
• Სქროლი

ლექცია 12
Presentation, feedback

• Მოსალოდნელი UX ტრენდები
• Ფაილის მომზადება დეველოპერისთვის
• Dribbble-ზე და Behance-ზე დიზაინების განთავსება



 

სერტიფიკატი

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

film photography

-5%

კურსის განმავლობაში ისწავლით ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის . . .

photoshop for begginers

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროფესია და კურსის მიზანია , გადაადგმევინის . . .

Adobe Premiere Pro -ს ინტენსიური კურსი

კურსს გაუძღვება სანდრო ღაღანიძე, რომელიც 2 თვის განმავლობაში, საფუძვლიანად აგათვისებინებს ფილმის, . . .