Street Art

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ქუჩის მხატვრობის სხვადასხვა მიმდიანრეობებს, მათ ისტორიას, სპეციფიკებს და ტექნიკებს. კურსის განმავლობაში მოხდება როგორც კონცეფტუალური და თეორიული, ასევე ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოების გაწევა

ტრენერები

მუსია ქებურია

კურსის სრული ღირებულება

900.00

კურსის ხანგრძლივობა

2 თვე

ლექციების რაოდენობა

16 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა

2 საათი

მენტორების რაოდენობა

1 მენტორი

პერიოდი: 23.01.2023 - 23.03.2023

მენტორები:

მუსია ქებურია

განრიგი:

ორშაბათი (19:00-21:00)
ხუთშაბათი (19:00-21:00)


ჯგუფში დარჩენილია 8 ადგილი


ჯგუფის სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციოს ფორმის შევსების დაგიკავშირდება სკოლის წარმომადგენელი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაცაის კურის შესახებ...

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ქუჩის მხატვრობის სხვადასხვა მიმდიანრეობებს, მათ ისტორიას, სპეციფიკებს და ტექნიკებს. კურსის განმავლობაში მოხდება როგორც კონცეფტუალური და თეორიული, ასევე ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოების გაწევა. სტუდენტები გაეცნობიან სამუშაო და სახატავ მასალებს, ისწავლიან ფერებზე და სკეჩებზე მუშაობას, კლიენტთან ურთიერთობას და ბრიფის მომზადებას.  კურსის პირველი თვე დაეთმობა გრაფიტზე, სტენსილზე და ვითფეისთზე მუშაობას, ხოლო მეორე თვე კი სრულად დაეთმობა ფართოფორმატიან მურალზე მუშაობას. 

კურსი განკუთვნილია:

  • დამწყები ქუჩის და კედლის მხატვრებისთვის
  • კედლის მხატვრობით დაინტერესებული პირებისთვის
  • არაპროფესიონალი მხატვრებისთვის და მოყვარულებისთვის
  • 15 წლიდან ზევით ასაკის ადამიანებისთვის
     

კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ როგორ მოამზადოთ გრაფიტის, ვითფეისთის და სტენსილის ესკიზები და როგორ გადაიტანონ ისინი კედელზე. ასევე, ისინი გაეცნობიან კლიენტთან ურთიერთობის დეტალებს და ბრიფის შედგენას, ისევე როგორც მის პრეზენტაციას. სტუდენტი შექმნის კედლის მურალს და მიიღებს პრაქტიკული სამუშაოს და ხატვის გამოცდილებას. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია იმუშაოს პორტფოლიოს გამდიდრებაზე, შეკვეთების მიღებაზე როგორც ფრილანსერმა.

პრერეკვიზიტი:  
➊  სწორი ხაზის გავლების უნარი ☺
➋  კომპიუტერთან მუშაობის უნარები
➌  სასურველია იცოდეს ფოტოშოფის ბაზისური გამოყენება
➍  სასურველია ჰქონდეს გავარჯიშებული ხელის მოტორიკა

სილაბუსი

გაკვეთილი 1
შესავალი

1. საკუთარი თავის გაცნობა
2. კურსის მიზანის და ამოცანების გაცნობა
3. ჯგუფური ინტერაქცია: გაცნობა, მოლოდინები, სფეროში გამოცდილება
4. დავალების მიცემა

გაკვეთლი 2
ნამუშევრების გაცვლა და პრეზენტაცია

1. დავალების პრეზენტაციები
2. საკუთარი პორტფოლიოს წარდგენა და განხილვა
3. სამუშაო ინსპირაციები, მუშაობის სტრუქტურა და გამოცდილება
4. ავალების მიცემა

გაკვეთილი 3
ისტორიული კონტექსტი და ის, რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ ქუჩაში ხატვას დავიწყებთ

1. გრაფიტის ისტორია საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტში;
2. ქუჩის მხარვრობის მიმდინარეობები და მათი მახასიათებლები;
3. გრაფიტი vs. მურალი
4. ფონტები და გრაფიტი
5. დავალების მიცემა

გაკვეთილი 4
სამუშაო მატერიალები და იარაღები

1. სახატავი მასალების და იარაღების გაცნობა
2. სპრეის გამოყენების ბაზისური პრინციპები და უსაფრთხოების წესები
3. პრაქტიკული სამუშაოსთვის მზადება
4. ფონტებზე დავალების მიცემა

გაკვეთილი 5
სკეჩბუქში მუშაობა

1. ესკიზების განხილვა, შენიშვნები და რეკომენდაციები
2. ფერებზე მუშაობა
3. ექსპერიმენტიწ
4. დავალება

გაკვეთლი 6
სტენსილი და ვითფეისთი

1. მოკლე მიმოხილვა
2. არსებული ნამუშევრების განხილვა
3. მუშაობის პრინციპები და მეთოდები
4. პრაქტიკული სამუშაო
5. დავალება

გაკვეთილი 7 
გარე სივრცეში პაქტიკული მუშაობა: გრაფიტი

გაკვეთლი 8
გარე სივრცეში პაქტიკული მუშაობა: სტენსილი და ვითფეისთი

გაკვეთილი 9 
მურალი: ფართო ფორმატიანი ხატვა

1. მურალის მოკლე მიმოხილვა და მაგალითები
2. ბრიფზე მუშაობა: კლიენტისთვის ბრიფის მომზადება და ინდივიდუალურად შემუშავება
3. კონცეფტუალური აზროვნება და იდეების გენერირება
4. დავალება

გაკვეთილი 10
მურალი: რეფერენსები, სთორითელინგი და კომპოზიცია

1. დავალების განხილვა
2. როგორ მოვიძიოთ რეფერენსები და ვეძებოთ ინსპირაცია
3. სკეჩზე მუშაობა

გაკვეთილი 11
მურალი: ფერები შერჩევა და დამუშავება

1. დავალების წარმოდგენა და განხილვა
2. ფერებზე მუშაობა
3. პალიტრის არჩევა
4. სკეჩის დაფერვა

გაკვეთილი 12 
მურალი: ‘კლიენტთან’ კომუნიკაცია და საბოლოო სკეჩის პრეზენტაცია

1. საბოლოო სკეჩების ინდივიდუალური პრეზენტაციები
2. დეტალური უკუკავშირის მიცემა და შესწორება
3. ესკიზების დამტკიცება

გაკვეთილი 13
მურალი: კედლისთვის და პრაქტიკული ხატვისთვის მზადება

1. საჭირო ინვენტარის სრულად მომზადება
2. პულივიზატორების და ფერების არჩევა
3. კედლის დამუშავება საჭიროების შემთხვევაში (დაგრუნტვა/დაფერვა)
4. ნამუშევრის მოხაზვა: ტექნიკის გაცნობა

გაკვეთილი 14 
მურალის ხატვა

გაკვეთილი 15
მურალის ხატვა

გაკვეთილი 16 
შეჯამება

1. დასრულებული ნამუშევრების განხილვა
2. კომენტარები და უკუკავშირი
3. მთლიანი კურსის შეჯამება
4. ზოგადი კომენტარები, რჩევები და უკუკავშირი

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

photoshop for begginers

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროფესია და კურსის მიზანია , გადაადგმევინის . . .

Adobe Illustrator

ილუტრატორი აპლიკაციაა, ნახატების და ილუსტრაციების შესაქმნელად. საწყის ეტაპზე ილუსტრატორი 1987 წელს . . .

advanced graphic design

კურსის განმავლობაში, დაეუფლები და პრაქტიკულად გექნება შეხება ყველაზე გავრცელებულ და გამოსადექ . . .