Photoshop / Illustrator -ის ინტენსიური კურსი
სრული კურსის ღირებულება: 855.00₾
Photoshop / Illustrator -ის ინტენსიური კურსი
კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი და არ გააჩნია არანაირი ცოდნა ამ მიმართულებით
კურსის სრული ღირებულება
900.00₾
855.00₾
კურსის აღწერა
გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროფესია და კურსის მიზანია , სტუდენტს გადაადგმევინოს პირველი ნაბიჯები ამ სფეროში მათ, ვინც ახლა გადაწყვიტა შესწავლა და არიან დამწყები დიზაინერები. კურსში ისწავლება ფოტოშოპის და ილუსტრატორის "abc", გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები, გამართული კომპოზიციის აწყობისთვის საჭირო პროგრამული ინსტრუმენტები და აძლევს იმ ცოდნას, რაც შემდგომში Advanced კურსისთვისაა საჭირო
Adobe Photoshop არის პროგრამული აპლიკაცია ფოტოების დამუშავებისთვის და გადაკეთებისთვის. ის გამოყენებადია Windows და Mac -ზე. ფოტოშოპი მის მომხმარებლებს აძლევს შანსს შექმნან და ცვლილებები შეიტანონ სხვადასხვა გამოსახულებებში, ილუსტრაციებსა თუ ნახატებში. Adobe Photoshop -ის საშუალებით შესაძლებელია უკანა ფონის ალტერაციები, ნამდვილი ნახატის სიმულირება ან გალაქტიკის განსხვავებული ვერსიის წარმოდგენა.ფოტოშოპი ყველაზე ფართომაშტაბურად გამოყენებადი პროგრამაა ფოტო ედიტინგისთვის, სხვადასხვა ფოტო თუ ვიდეო ფორმატის ფაილების გარდასაქმნელად.
არსებობს ფოტოშოპის რამდენიმე ვერსია:
Photoshop CC, Photoshop Elements, Photoshop Lightroom and Photoshop Express.
Adobe Illustrator-ი აპლიკაციაა, ნახატების და ილუსტრაციების შესაქმნელად. საწყის ეტაპზე ილუსტრატორი 1987 წელს გამოიცა და დღემდე განახლებების პროცესშია, რეგულარული ინტერვალებით.
ილუსტრატორი ფართო მაშტაბით გამოყენებადია გრაფიკული დიზაინერების მიერ, ასევე ვებ დიზაინერების, ვიზუალური არტისტების და პროფესიონალი ილუსტრატორების მიერ, მსოფლიოს მაშტაბით. ისინი ამ პროგრამით ქმნიან მაღალი ხარისხის მხატვრულ ნამუშევრებს. ილუსტრატორი მოიცავს მრავალ დახვეწილ სახატავ ხელსაწყოს, რომლებიც ხელს უწყობენ არტისტს რაც შეიძლება მცირე დროში შექმნან ილუსტრაციები.
სილაბუსი
გაკვეთილი 1
• გაცნობითი ლექცია - როგორც სტუდენტების და მათი მიზნების , ასევე დიზაინის სფეროს და პროგრამის მოკლე მიმოხილვა
• abc of PS - რა განასხვავებს ფოტოშოპს ილუსტრატორისგან
• ვექტორისა და რასტრის მნიშვნელობა
• მომხმარებლისთვის სამუშაო სივრცის ინტერფეისის მოწყობა
• სხვადასხვა დოკუმენტისთვის კონკრეტული ზომების პარამეტრები , განსხვავებული ფორმატების გაცნობა.
გაკვეთილი 2
• კომპოზიციის მნიშვნელობა , სიმეტრია , ბალანსი.
• იმიჯზე მუშაობით , ფოტშოპის ინსტრუმენტების სწავლა.
• ამოჭრა, ლეიერებზე მუშაობა , ობიექტების შექმნა.
• კლონირება , დაჯგუფება , რამდენიმე ობიექტის ერთ ელემენტად გადაქცევა.
• სახაზავის გამოყენება, ობიექტის გაზომვის ხერხები.
გაკვეთილი 3
• სწორი Png ფაილების არჩევა და მათი გამოყენება
• ამოჭრილი ობიექტის კომპოზიციაში ჩასმა
• ჩრდილები
• Blending option
• Filters
გაკვეთილი 4
• ფერის თეორიის საბაზისო ცოდნა
• გრადიენტის პრინციპი
• ფერების და ობიექტების დახამრებით პოსტერის შექმნა
• Shortcuts
• რეტუშის ინსტრუმენტები
გაკვეთილი 5
• ტექსტზე მუშაობა
• ფონტის მნიშვნელობა
• ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნა
• ტექსტის განაწილება, სიმძიმეების შერჩევა, კითხვადობა
გაკვეთილი 6
• პოსტერის მნიშვნელობა, იდეა და მისი განხორციელება
• ფოტომანიპულაციის შექმნა
• შექმნილი პოსტერების გამოყენებით , Gif-ის შექმნა
გაკვეთილი 7
• რა არის გრაფიკული დიზაინი
• გრაფიკული დიზაინერის როლი კომუნიკაციაში
• დიზაინის მიმართულებები და ვიზუალური ტენდენციები
• რასტრული და ვექტორული გრაფიკა
• გრაფიკული რედაქტორები
• ილუსტრატორის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები
• დიზაინი ჩვენს გარშემო
• კოპმოზიციის პრინციპები
გაკვეთილი 8
• რა არის ტიპოგრაფია
• დამწერლობის და ბეჭდური ალფავიტის ისტორია
• ქართული ტიპოგრაფია
• მარტივი და კომპლექსური ფორმების შექმნა/რედაქტირება
• ფერებთან და გრადიენტებთან მუშაობა
• ფერთა თეორიის შესავალი და გამოყენების პრაქტიკული მაგალითები
• მარტივი გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი მანიპულირება
• ტექსტის რედაქტირება
• დაკაბადონების პრინციპები
გაკვეთილი 9
• ფერის თეორია
• ფერების პროფილები (RGB და CMYK)
• Pen tool ხელსაწყოს გამოყენება
• ფონტის ტიპები
• შრიფტის აგებულება
• ფორმატირება უკეთესი კითხვადობისათვის
• ფონტების დაწყვილება
• ტიპოგრაფიული პოსტერები
• დავალება
გაკვეთილი 10
• ბადეების სისტემები და დაკაბადონების პრინციპები
• საბეჭდი ფაილის მომზადება
• ტექნიკური მოთხოვნები
• ბუკლეტის დაკაბადონება
გაკვეთილი 11
• აიდენტიკა და კორპორატიული სტილი
• ლოგო და ლოგოს შექმნის პრინციპები
• მაგალითების მიმოხილვა
გაკვეთილი 12
• მოქაფების გამოყენება
•მოქაფის შექმნა/რედაქტირება (photoshop-თან კოლაბორაცია)
•სოც. მედია მასალების მომზადება
• სოც. მედიის დაბრენდვა
• ტექნიკური მოთხოვნები
• პროცესების ავტომატიზაცია
• შაბლონების მომზადება
კურსის სარეგისტრაციო ფორმა