photoshop / graphic design / ui ux design

303 პიქსელი გთავაზობთ ფოტოშოპის / გრაფიკული დიზაინის და ui / ux დიზაინის გაერთიანებულ პაკეტს ...

ტრენერები

Nick Osipov

Lika Vadatchkoria

Nata Nozadze

Meko Tchikadze

Tako Kostava

კურსის სრული ღირებულება

1900.00

1,615.00

კურსის ხანგრძლივობა

4 Month

ლექციების რაოდენობა

28 Lectures

ლექციების ხანგრძლივობა

2 საათი

მენტორების რაოდენობა

5 Mentor(s)

შეთავაზებაში შემავალი კურსები

advanced graphic design

photoshop for begginers

UI / UX Design

კურსის აღწერა

Adobe Photoshop 
Photoshop არის პროგრამული აპლიკაცია ფოტოების დამუშავებისთვის და გადაკეთებისთვის. ის გამოყენებადია Windows და Mac -ზე. 
ფოტოშოპი მის მომხმარებლებს აძლევს შანსს შექმნან და ცვლილებები შეიტანონ სხვადასხვა გამოსახულებებში, ილუსტრაციებსა თუ ნახატებში. 
Adobe Photoshop -ის საშუალებით შესაძლებელია უკანა ფონის ალტერაციები, ნამდვილი ნახატის სიმულირება ან გალაქტიკის განსხვავებული ვერსიის წარმოდგენა.ფოტოშოპი ყველაზე ფართომაშტაბურად გამოყენებადი პროგრამაა ფოტო ედიტინგისთვის, სხვადასხვა ფოტო თუ ვიდეო ფორმატის ფაილების გარდასაქმნელად. 

არსებობს ფოტოშოპის რამდენიმე ვერსია: 

Photoshop CC, Photoshop Elements, Photoshop Lightroom and Photoshop Express. 

როგორ გამოიყენება ფოტოშოპი?

Adobe Photoshop -ი კრიტიკული იარაღია დიზაინერებისთვის, ვებ დეველოპერებისთვის, გრაფიკული არტისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და კრეატიული პროფესიონალებისთვის. ის ფართოდ გამოყენებადია გამოსახულებების დასაედიტებლად, შესაცვლელად, კომპოზიციების შესაქმნელად, ვებგვერდ მოქაფების შესაქმნელად და გრაფიკული ეფექტების დასადებად.

Graphic Design
გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური კომუნიკაციის ენა რომელიც ბევრ მედიაში იშლება და მისი ცოდნა საჭიროა შემდეგი მატერიალების მოსამზადებლად : ბანერები, ინფოგრაფიკა, წიგნების ყდა, პროდუქტის ეტიკეტები, ლოგოები, ბრენდბუქები, სავიზიტო ბარათები, ნიშნები, აიკონები, ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ვიზუალიზაცია, პროგრამული ინტერფეისების აწყობა და მრავალი სხვა.

Მთელი კურსის განმავლობაში, დაეუფლები დიზაინის ძირითად პრინციპებს, ისწავლი დიზაინ პროცესების სწორად დაგეგმვას, იმისათვის რომ საბოლოო პროდუქტი სწორად და ეფექტურად შექმნა,პრაქტიკულად გექნება შეხება ყველაზე გავრცელებულ და გამოსადექ ხელსაწყოებთან, როგორებიცაა: Adobe Photoshop და Adobe Illustrator.

დამოუკიდებლად შეძლებ შექმნა ნებისმიერი ტიპის გრაფიკული ვიზუალი და პროფესიონალების დახმარებით, თავადაც გახდე პროფესიონალი. კურსის ბოლოს, დამოუკიდებლად შექმნი საკუთარ პროექტს პორტფოლიოსთვის. კურსის დასრულების შემდეგ კი გადმოგეცემა სერთიფიკატი. 

UI/UX Design
UX და UI დიზაინი არის ტერმინები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთად გვხვდება და ხანდახან დაბნეულობასაც იწვევს მათი რაობა და ურთიერთდამოკიდებულება.

რა არის UX დიზაინი? „UX" ნიშნავს "სამომხმარებლო გამოცდილებას“ და განისაზღვრება იმით თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები პროდუქტთან. UX დიზაინი აისბერგის წყალში დამალული ნაწილივითაა, რომელიც არ ჩანს, თუმცა უზარმაზარ და საინტერესო პროცესებს მოიცავს. UX სწავლობს მომხმარებლებს, ბიზნესის საჭიროებებს და ბაზარს, შემდეგ კი ქმნის პროდუქტის მოდელს, რომელიც ნელ-ნელა UI პროცესებში გადაიზრდება. UX მიზანია, რომ პლატფორმა იყოს ინტუიციური, ლოგიკური და გასაგები.

რა არის UI დიზაინი? UI დიზაინი არის სამომხმარებლო ინტერფეისი ანუ ის, რასაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და გამოცდის. UI არის გრაფიკული ელემენტების ერთობლიობა: ღილაკები, ტექსტები, სურათები, შესავსები ველები და სხვა. UI-ის პროცესი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფერები, კონტრასტი, ტიპოგრაფია, განლაგება, გადასვლები თუ ანიმაცია. UI დიზაინის საშუალებით ხდება პროდუქტის ერთიანობამდე მიყვანა და ბრენდის ხასიათის პოზიციონირება. 

კურსის განმავლობაში, საშუალება გექნება აითვისო UI/UX დიზაინის პრინციპები, ისწავლო Figma და ამ ხელსაწყოს დახმარებით დამოუკიდებლად შექმნა Web და Mobile პროდუქტის დიზაინი. კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემა სერთიფიკატი, გექნება საპორტფოლიე ნამუშევარი და შეძლებ დასაქმდე ან დაიწყო Freelance კარიერა.

 

სილაბუსი

Photoshop 

ლექცია 1

• გაცნობითი ლექცია - როგორც სტუდენტების და მათი მიზნების , ასევე დიზაინის სფეროს და პროგრამის მოკლე მიმოხილვა
• abc of PS - რა განასხვავებს ფოტოშოპს ილუსტრატორისგან
• ვექტორისა და რასტრის მნიშვნელობა
• მომხმარებლისთვის სამუშაო სივრცის ინტერფეისის მოწყობა
• სხვადასხვა დოკუმენტისთვის კონკრეტული ზომების პარამეტრები , განსხვავებული ფორმატების გაცნობა.

ლექცია  2

• კომპოზიციის მნიშვნელობა , სიმეტრია , ბალანსი.
• იმიჯზე მუშაობით , ფოტშოპის ინსტრუმენტების სწავლა.
• ამოჭრა, ლეიერებზე მუშაობა , ობიექტების შექმნა.
• კლონირება , დაჯგუფება , რამდენიმე ობიექტის ერთ ელემენტად გადაქცევა.
• სახაზავის გამოყენება, ობიექტის გაზომვის ხერხები.

ლექცია 3

• სწორი Png ფაილების არჩევა და მათი გამოყენება
• ამოჭრილი ობიექტის კომპოზიციაში ჩასმა
• ჩრდილები
• Blending option
• Filters

ლექცია 4

• ფერის თეორიის საბაზისო ცოდნა
• გრადიენტის პრინციპი
• ფერების და ობიექტების დახამრებით პოსტერის შექმნა
• Shortcuts
• რეტუშის ინსტრუმენტები

ლექცია 5

• ტექსტზე მუშაობა
• ფონტის მნიშვნელობა
• ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნა
• ტექსტის განაწილება, სიმძიმეების შერჩევა, კითხვადობა

ლექცია 6

• პოსტერის მნიშვნელობა, იდეა და მისი განხორციელება
• ფოტომანიპულაციის შექმნა
• შექმნილი პოსტერების გამოყენებით , Gif-ის შექმნა


Advanced Graphic Design 

გაკვეთლი 1 

შესავალი გრაფიკულ დიზაინში

• გრაფიკული დიზაინის ისტორია
• დიზაინის ძირითადი პრინციპები
• დიზაინის მიმართულებები
• დიზაინ პროცესის  საფეხურების მიმოხილვა

გაკვეთლი 2 

საბაზისო დიზაინი

 

• დიზაინის ელემენტები
• ფერთა თეორია
• ფოტოსტილი
• კომპოზიციის სახეები
• იერარქია კომპოზიციაში
• ბადეხაზები

გაკვეთლი 3 

ტიპოგრაფია

• ტიპოგრაფიის ევოლუცია
• ტიპოგრაფიის როლი დიზაინში
• ფონტის ტიპები და ანატომია
• ტიპოგრაფიის პრინციპები
• ხელსაწყოების განხილვა

გაკვეთლი 4 

დიზაინ პროცესი

• ბრიფის განხილვა და ანალიზი
• ვიზუალური კონცეფციის შექმნა
• კონცეფციის მუდბორდის მომზადება
• Case study

გაკვეთლი 5 

ბრენდინგი

• სიმბოლო და მისი მნიშვნელობა
• სიმბოლოს არქიტექტურა
• ლოგოტიპი
• კონცეფციის მიხედვით სიმბოლოს შექმნა

გაკვეთილი 6

ვიზუალური აიდენტიკა

• ვიზაულური სტილის მნიშვნელობა
• ბრენდის ვიზუალური სახელმძღვანელო
• ბრენდბუქის სტრუქტურა

ლექცია 7

ბრენდის ვიზუალური სახლემძღვანელო (Brandbook)

• ბრენდის ვიზუალური სახელმძღვანელოს სტრუქტურა
• მასზე მუშაობის მეთოდები
• Brandbook მნიშვნელობა
• Case study

ლექცია 8

პრეზენტაცია

• პრეზენტაციის ტექნიკა
• ნამუშევრის საპრეზენტაციოდ მომზადება
• ფინალური ნამუშევრების პრეზენტაცია

Ui/Ux Design 

მოდული 1 - ლიკა ვადაჭკორია

ლექცია 1 
Introduction

• გაცნობა, კურსის მიმოხილვა
• რა არის UX/UI დიზაინი?
• UX. სამუშაო პროცესი
• დიზაინ სინქინგის მიმოხილვა
• 5 planes მეთოდი

ლექცია 2
Strategy

• Research ფაზის გაცნობა
• მიზნები, მეტრიკები
• ემპათია (Personas, User stories, Customer journey)
• Competitive analyse

ლექცია 3
Define (Workshop)

• შესავალი (რა არის MVP, რა მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტიზაციას და ზოგადად რა შედეგს დავდებთ დღის ბოლოს)
• ბრეინშტორმინგი
• Scope-ის გაკეთება (პრობლემის განსაზღვრა)
• სტრატეგიის შეკვრა (დოკუმენტიზაცია)

 

ლექცია 4
Structure

• ინფორმაციული არქიტექტურა
• ნავიგაცია, იერარქია
• Interaction design - მიმოხილვა
• User flows

ლექცია 5
Wireframes

• რა არის პროტოტიპირება
• Low-fidelity wireframes
• High-fidelity

ლექცია 6
Test

• ტესტირების მიმოხილვა
• ევრისტიკები
• პრეზენტაციები


მოდული 2 - ნიკა ოსიპოვი

ლექცია 7

• ინტერფეისის ისტორია და წყაროები
• ჩვევა
• კომპოზიცია
• ფერი
• ფორმა
• ინსპირაცია
პრაქტიკული დავალება: ღილაკების აგება, აიქონების მოძიება და შერჩევა, პოპ-აპ შეტყობინების აწყობა

ლექცია 8

• ფოტო
• კონტრასტი
• იერარქია
• ბალანსი
• ქოლორ ბლაინდნეს
• ინკლუზიური დიზაინი
• ახალი 1 მილიარდი

 

ლექცია 9 

• Მოსალოდნელი UX ტრენდები
• Ფაილის მომზადება
• Dribbble-ზე და Behance-ზე დიზაინების განთავსება

მოდული 3 - ნატა ნოზაძე

ლექცია 10 
Interaction

• HCI (human-computer interaction) გაგება
• Რას ნიშნავს და როგორ შევქმნათ User-centered დიზაინი
• Რა არის ინტერაქციის დიზაინი
• Ინტერაქციის დიზაინის 5 განზომილება

ლექცია 11
Animation

• Ანიმაცია ინტერაქციის დიზაინში
• Loading
• Ნავიგაცია და მენიუ
• Hover (mouse over) ეფექტი და მნიშვნელობა
• Სლაიდშოუ, სლაიდერი
• Ყურადგების დაჭერა
• Სქროლი

ლექცია 12
Presentation, feedback

• Მოსალოდნელი UX ტრენდები
• Ფაილის მომზადება დეველოპერისთვის
• Dribbble-ზე და Behance-ზე დიზაინების განთავსება


 

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

Adobe Illustrator

ილუტრატორი აპლიკაციაა, ნახატების და ილუსტრაციების შესაქმნელად. საწყის ეტაპზე ილუსტრატორი 1987 წელს . . .

film photography

-5%

კურსის განმავლობაში ისწავლით ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის . . .

street art

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ქუჩის მხატვრობის სხვადასხვა მიმდიანრეობებს, მათ ისტორიას, . . .