film photography

კურსის განმავლობაში ისწავლით ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის გამჟღავნებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიას.

ტრენერები

მარიამ სიჭინავა

კურსის სრული ღირებულება

900.00

855.00

კურსის ხანგრძლივობა

2 თვე

ლექციების რაოდენობა

12 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა

2 საათი

მენტორების რაოდენობა

1 მენტორი

კურსის აღწერა

303 პიქსელი ახალ და საინტერესო კურსს ამატებს - ფირის ფოტოგრაფია . კურსს გაუძღვება ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა , მარიამი 10 წელიწადზე მეტია აქტიურად იღებს ფოტოებს, მისი სტილი ნამდვილად გამორჩეული და შესამჩნევია. მას არაერთი დიდი კომერციული პროექტი აქვს შესრულებული და თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან და გამოცემებთან როგორებიცაა CHANEL, Sessùn, New York magazine, Vogue Australia და სხვა.

კურსის განმავლობაში ისწავლით ფირის კამერასთან მუშაობის სპეციფიკას, მოდელებთან მუშაობას, ფირის გამჟღავნებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიას. ასევე ბევრ სხვა ასპექტს, რომლის ცოდნა ფირზე გადაღებისთვის და ამ სფეროში შემდგომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კურსი მოიცავს როგორც გადაღების, ასევე Magnolia Film Lab ში ვორკშოპებს და როგორც თეორიულ, ისევე პრაქტიკულ მუშაობებს.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ფირის ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული.

სილაბუსი

ურსის განმავლობაში ისწავლი

ფოტოგრაფიის საფუძვლები
* მოდულის ფარგლებში ვისაუბრებთ ფოტოგრაფიის ძირითად ელემენტებზე.
* გავეცნობით კამერას და ლინზას.
* როგორ მუშაობს shutter.
* რა როლი აქვს სენსორს.
* რა ფაქტორები ახდენენ ექსპოზიციაზე გავლენას.
* დავფარავთ ფირის ფოტოგრაფიის სრულ სამუშაო პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ.
* შევისწავლით რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვფიქრობთ კამერის შეძენაზე.

კამერის გამოყენება და კონტროლი
* როგორ შევარჩიოთ სწორი ექსპოზიცია.
* ვისწავლით შუქის გაზომვას.
* რა არის focal length and depth of field.
* დამატებით გავივლით სხვადასხვა ტექნიკებს, როგორიც არის  stop action and camera blur.
* საბოლოოდ, მოდული დასრულდება ლინზის ტიპების და აქსესუარების გაცნობით.

კომპოზიციის შექმნა
* რა ფაქტორები ახდენს გავლენას კომპოზიციაზე, მაგალითად ფორმები, ტექსტურა, პატერნები, ფერები.
* როგორ გავაკეთოთ კადრის გადანაწილება ვიზუალური წონის მიხედვით, სიმეტრიით თუ ასიმეტრიით.
* რა იქნება ფოტოს content? ეს იქნება პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი თუ მანიპულაცია.
* საბოლოოდ გავივლით განათებას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი კომპოზიციის შექმნისას, განვიხილავთ რჩევებს და ტექნიკებს.
* გავივლით როგორ მუშაობს  ბუნებრივი შუქი.

ედიტინგი და ნამშევრის გაზიარება
* ამ მოდულში დავფრავთ ლაითრუმის მარტივ სამუშაო პროცეს სხვადასხვა რჩევებთან და ხრიკებთან ერთად
* ასევე ვისაუბრებთ რა შესაძლებლობები გვაქვს ბეჭდვის დროს
* როგორ გავაზიაროთ ნამუშევრები ონლაინ

ასევე ბევრ სხვა ასპექტს, რომლის ცოდნა ფირზე გადაღებისთვის და ამ სფეროში შემდგომ განვითარებისთვის აუცილებელია. კურსი მოიცავს ვორკშოპებს თბილისსა და თბილისს გარეთ, გაკვეთილებს @Magnolia film lab ში  და როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობებს.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

Street Art

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ქუჩის მხატვრობის სხვადასხვა მიმდიანრეობებს, მათ ისტორიას, . . .

photoshop for begginers

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი პროფესია და კურსის მიზანია , გადაადგმევინის . . .

advanced graphic design

კურსის განმავლობაში, დაეუფლები და პრაქტიკულად გექნება შეხება ყველაზე გავრცელებულ და გამოსადექ . . .