HAMATSKUI

ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურობაში დიზაინია, შესაბამისად ინსპირაციის მიღებაც ძალიან მიმარტივდება - ანა ჩხეიძე

ძირითადი,რამაც დიზაინის არჩევა გადამაწყვეტინა არის ის (ისაა), რომ სულ ვგრძნობდი რაღაც უნდა შემექმნა და შემოქმედებით სფეროში ვყოფილიყავი.ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურობაში დიზაინია, შესაბამისად ინსპირაციის მიღებაც ძალიან მიმარტივდება, ყველაფრიდან შემიძლია ინსპირაცია მივიღო, შესაბამისად ჩემთვის გრაფიკული დიზაინი განვითარების და ახალი რაღაცების გატესტვის ამოუწურავი შესაძლებლობაა.



 არ ვიცი რამდენად შემიძლია კონკრეტულად რამე უნარის გამოყოფა,რადგან  მთავარი მაინც ინტერესია და სიახლის მიღების უნარი. მზადყოფნა იმისთვის,რომ უწყვეტ პროცესში ხარ ჩართული და  ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ. როცა დიზაინერი გავხდი, პირველ პერიოდში ჩემთვის რთული იყო ინსპირაციის მიღება, მითუმეტეს რომ პანდემიის დასაწყისს დაემთხვა. ნელ-ნელა,ეტაპობრივად ვისწავლე გარემოდან ინსპირაციის მიღება. პირველი ეტაპი მაინც სხვა არტისტების ნამუშევრების დათვალიერება იყო ხოლმე, ინსპირაციასაც ეგ მაძლევდა. მაგრამ ამ ეტაპზე, გარემო რომელშიც მიწევს ყოველდღიურსდ ცხოვრება, ყველაზე დიდი ინსპირაციაა.



პირველად ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონსტრუქტივიზმის და ბაუჰაუსის დროინდელმა არტისტებმა, Wasilly kansinsky და Alexander Rodchenko. ამ ეტაპზე არტ ნუვოს movement-ით ვარ გატაცებული, ამიტომ ვიტყვი ილუსტრატორი Aubrey Breadsley.
რადგან ციფრულ ერაში გვიწევს ცხოვრება, ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ გრფიკულ დიზაინერებს , თავიანთი ნამუშევრებით საზოგადოებაზე, მითუმეტეს რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენთან უფრო საჭიროცაა და მარტივიც.


“303” -მა და აქ გავლილმა კურსმა ჩემი ცოდნა სისრულეში მოიყვანა, რა გამოცდილება და ცოდნაც მქონდა, რაღაცნაირად კარგად მოუყარა ყველაფერს თავი. მითუმეტეს რომ სხვა კურსებთანაც მქონია შეხება მანამდე და ვიტყოდი რომ მართლა გამორჩეული აქ ყოფნა, როგორც გარემოთი, ისე ლექტორებით და კურსელებით, რომლებთანაც მქონდა შეხება.
ყველაზე დიდი პროექტი,რაზეც მიმუშავია ალბათ MOMA-ს რებრენდინგია, რომელიც 303-ის კურსის ფინალური ნამუშევარია .ჩემი ნამუშევრებიდან ამას გამოვარჩევდი.

იხილეთ ანას ფინალური ნამუშევარი Behance-ზე
 

თეგები:

ინტერვიუ

advanced graphic design

კურსის განმავლობაში, დაეუფლები და პრაქტიკულად გექნება შეხება ყველაზე გავრცელებულ და გამოსადექ . . .

Photoshop / Illustrator -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი და არ გააჩნია არანაირი . . .