HAMATSKUI

კმაყოფილება მაქვს და სიამაყის გრძნობაც, როცა მომხმარებელს ცხოვრებას ვუმარტივებ - კახა ფიჩხაია

2022-06-20 20:28:28

303 არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი იპოვო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, 303-ში შევძელი UX/UI დიზაინის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ცოდნის დაგროვება, რამაც თავის მხრივ საშუალება მომცა აქ მიღებული ცოდნა თბს-ში გამომეყენებინა და ყოველდღიურად უამრავ საინტერესო პროექტზე მემუშავა. დიზაინ პროცესები ჩემთვის საინტერესო და აზარტულია,
კმაყოფილება  მაქვს და სიამაყის  გრძნობაც, როცა მომხმარებელს ცხოვრებას ვუმარტივებ.




ჩვენ ვცხოვრობთ გარშემორტყმული მომხმარებლის გამოცდილებით, როგორც ანალოგურ, ისე ციფრულ სამყაროში. ux დიზაინერის მოვალებაა პროდუქტი იყოს შექმნილი ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, ინფორმაციის მოძიების გზაზე ან ჩვენს აღქმაზე. ui  დიზაინერი კი ამ ყველაფრის ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.


​​ვფიქრობ, იმისათვის რომ კარგ დიზაინერად ჩამოყალიბდე აუცილებელია გქონდეს სწრაფვა მუდმივი განვითარებისთვის, ამასთან უნდა გქონდეს ინდივიდუალურობის შეგრძნება და გიყვარდეს შენი საქმე, ამ ყველაფერს დავამატებდი უმნიშვნელოვანესს- უნარს შეგეძლოს მშვიდი და ფაქტებით გამყარებული საუბარი, რათა მომხმარებელთან და დამკვეთებთან სწორი კომუნიკაცია აწარმოო.

 



ინსპირაცია წყარო ყველთვის ჩვენს გარშემოა, მთავარია სწორად დავაკვირდეთ დეტალებს, ხშირად ვსეირნობ და ვაკვირდები ადამიანებს, მათ ქცევებს, თუ როგორ იღებენ მარტივ გადაწყვეტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ყოველდღიურად ვათვალიერებ სხვა დიზაინერების ნამუშევრებს.

კარგი ციფრული პროდუქტი ცვლის მომხმარებლის ცხოვრებას, ამარტივებს მათ ქცევებს და ზრდის მოთხოვნებს. ალბათ წარმოუდგენელია წახვიდე სამოგზაუროდ და არ გამოიყენო airbnb ან გიყვარდეს მუსიკა და არ იყენებდე spotify-ის, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როცა მომხმარებლის ცხოვრება კარგმა ციფრულმა პროდუქტმა შეცვალა, ხოლო კარგი პროდუქტის შექმნა ux/ui დიზაინერის გარეშე შეუძლებელია.



უკუკავშირიც საკმაოდ  მნიშვნელოვანი ფაქტორია.ადრე ხშირად დამიშვია შეცდომა სტეიკჰოლდერებთან ურთერთობაში, ალბათ ყველა დიზაინერი დამეთანხმება, რომ მათთან ურთიერთობა არასდროს არის მარტივი, ამიტომ ვცდილობ მქონდეს ხშირი უკუკავშირი, მეტად გავიგო მათი მოთხოვნები და ერთად ვიპოვოთ გადაჭრის გზები, თუ სტეიქჰოლდერი ხედავს რომ პროცესებში მთლიანად ჩართულია აუცილებლად ჩვენი ურთიერთობა ჰარმონიული ხდება.



303მა აღმომაჩენინა ჩემს თავში და მასწავლა, თუ როგორ გავხდე მეტად პროდუქტიული. კვირის დასაწყისში ვადგენ ჩეკლისტს თუ რა მიზნები მაქ მთელი კვირის მანძილზე, თუ ამ გეგმას შევასრულებ კვირის ბოლოს საკუთარ თავს ვასაჩუქრებ. ამ სკოლაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დამეხმარა  ვყოფილიყავი მეტად თავდაჯერებული.

კახა ფიჩხაიას ფინალური ნამუშევარი:







ბლოგის ავტორი: ქეთა ჟინჭარაძე

თეგები:

ინტერვიუ

დიზაინი

სტუდენტები

ui / ux design ინტენსიური კურსი

თუ გსურს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და საინტერესო პროფესიას დიზაინის სფეროში, . . .

Street Art

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ქუჩის მხატვრობის სხვადასხვა მიმდიანრეობებს, მათ ისტორიას, . . .

Strategic Marketing Communications

ინტენსიური კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ან ჰქონია მინიმალური შეხება . . .

ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურობაში დიზაინია, შესაბამისად ინსპირაციის მიღებაც ძალიან მიმარტივდება - ანა ჩხეიძე

არ ვიცი რამდენად შემიძლია კონკრეტულად რამე უნარის გამოყოფა,რადგან მთავარი მაინც ინტერესია და სიახლის მიღების უნარი. მზადყოფნა იმისთვის,რომ უწყვეტ პროცესში ხარ ჩართული და ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ.

ვფიქრობ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ დიზაინერებს საზოგადოებაზე - მარიამ ნინოშვილი

ვფიქრობ, დიზაინერისთვის მთავარია საკუთარი მხატვრული იდენტობის არსებობა და შენარჩუნება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ საკუთარი სტილის ქონა, თუმცა ამ სტილსა და ზოგად ტრენდებს შორის ლავირება მისაღებია.დიზაინის შეფასების დროს ყოველთვის მეტ ყურადღებას ვაქცევ კონცეფციას, ვიდრე კონკრეტულად ნამუშევარის ვიზუალს, სხვა შემთხვევაში ვფიქრობ ნამუშევარს ფასი ეკარგება

303-ში მუსიკის ფონზე გვიწვდა მუშაობა, რაც უფრო გაფოკუსებს, პროცესს უხდება - ლუკა ზაალიშვილი

 ამ სფეროში მონდომება და ჟინი უნდა გქონდეს რომ მიხვიდე ბოლომდე. ბევრი დაუსრულებელი პროექტი არსებობს. უნდა გიყვარდეს პროცესი, პროცესი თუ გიყვარს წარმატებული იქნები (ეს ყველაფერში ასეა). არ უნდა იფრინო, უნდა აკეთო ის რაც ნამდვილად გიყვარს. საქმის სიყვარული მთავარია და ხედვა, ხედვა ინდივიდუალური საკითხია, თუმცა ყველას აქვს. უბრლაოდ უნდა იცოდე გზები რომ დაინახო დ ა მიაგნო მას.

ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო სრულიად ნულიდან დაწყება და საკმაო სირთულეების გადალახვა - მალი ხარებავა

303 px არის სკოლა, სადაც ნებისმიერ ადამიანს 0-დან შეუძლია პროფესიულ დონეზე შეისწავლოვს გრაფიკული დიზაინი და მისი სხვადახვა მიმდევრობა. ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო სრულიად 0 დან დაწყება და საკმაო სირთულეების გადალახვა . მთავარი მაინც ის იყო,რომ ხელით ვხატავ , მაგრამ ზოგჯერ საკმარისი არაა .