ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო სრულიად ნულიდან დაწყება და საკმაო სირთულეების გადალახვა - მალი ხარებავა
303 არის ჰარმონიულად დახვეწილი და მეგობრული სივრცე, სადაც საკმაოდ კარგი ხარისხით შეგიძლია მიიღო ცოდნა და სხვადასხვა მომავლის ფროფესიების ათვისება.
მე პირადად ყოველთვის ვხატავდი მაგრამ ეს საკმაოდ ჩემი ემოცია იყო,რაც ინდივიდუალურ ხასიათს მიქმნიდა. რაღაც მომენტში ფურცლები არაა საკმარისი ან რაღაც მომენტში ახლა ციფრული სივრცეც. გრაფიკული დიზაინი ჩემთვის საკუთარი თავის კრეატიულობის და ტექნიკური ბალანსის გამოხატვაა, რაც საკმაოდ მზარდი პროფესიაცაა და ყოველთვის იქნება .
საკუთარი სტილი ,ჩემი აზრით ყველა დიზაინერს უნდა გააჩნდეს, დამახასიათებელი ხასიათი და კრეატიული ხედვა , რაც განასხვავებს სხვა დიზაინერებისაგან.
მუშაობის დროს ინსპირაციას ყველაფრიდან ვიღებ, თუნდაც მუსიკიდან, წიგნებიდან ან ნანახი მომენტებიდან , რაც აკავშირებს ჩემს იდეებს და საბოლოო ჯამში კრეატიულად ვცდილობ გამოვხატო ის ,თუ რაზეც ვმუშაობ გავხადო მორგებული სხვადასხვა სეგმენტებზე და სხვადასხვა მომხმარებელზე.
ქართველი დიზაინერებიდან ჩვენი მენტორები საკმაოდ დიდ შთაგონების წყაროს მაძლევენ @meshgrafik @kvachi_art ,ასევე ქართველი @semichka გამოირჩევა განსხვავებული სტილით რაც საკმაოდ მომხიბვლელია ჩემთვის. ხოლო რაც შეეხება უცხოელდიზაინერებს, Paula Scher , Jacqueline Casey , Erte , Kiyoshi Awazu ...
დიზაინერს საკმაოდ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადმიანებზე , რათა თავიანთი პროდუქტი მარკეტინგულად ქმნიდეს ადამიანის გონებაში მიმზიდვენლდა ახალ შეხედულებებს კონკრეტულ პროდუქტზე. საკმაოდ დიდი კავშირი არსებობს დიზაინერსა და საზოგადოებაზე , რაც მეტად იხვეწება დიზაინი ,მით უფრო პოპულარული ხდება აქტიურად გამოყენება საზოგადოებისათვის.
ჯერჯერობით სწავლის პროცესსში ვარ, თუმცა ამ პროცესსაც ახლავს შეცდომები, ტექნიკურ დახვეწაში , ვცდილობ ყოველთვის დაკვირვებულად ვიმუშაო. ჯერ ჯერობით ახალი პროექტი დავაანონსე , tattoo art მიმდევრობით სადაც თითოული სკეჩი იქნება როგორც ჩემი ასევე ჩემი დამუშავებული , მომწონს როდესაც ამ გზით სამუდამო ემოციას გადავცემ ადამიანებს.
მიყვარს ის გარემო, რომელიც არ გაკომპლექსებს ,რადგან სახლში გრძნობ თავს. ადგილი,სადაც დიდი სტიმული გეძლევა და გამოცდილებებს აზიარებ. ყოველი სკოლაში გატარებული ,თუნდაც 10 წუთი , პროდუქტიულს გხდის,
303 pixel არის სკოლა, სადაც ნებისმიერ ადამიანს 0-დან შეუძლია პროფესიულ დონეზე შეისწავლოვს გრაფიკული დიზაინი და მისი სხვადახვა მიმდევრობა, (ასევე სხვა კურსებიც) .ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო სრულიად 0 დან დაწყება და საკმაო სირთულეების გადალახვა .
ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე