გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე ელექტრონული მუსიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და 14 წლიდან უკვე პროგრამა Ableton Live-ს დაეუფლა. მოგვიანებით მან კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად მაგისტრატურის საფეხურის კომპოზიციის სტუდენტია. გიორგი ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია მუსიკის პროგრამირების მიმართულებით. 303 ჰერცში კი ორ წელზე მეტია Ableton Live - ის კურსს უძღვება. გიორგის შემოქმედება ელკექტურია და მოიცავს როგორც ელექტრონულ საცეკვაო ჟანრებს, ასევე ექსპერიმენტალურსა და ინსტუმენტალურს. მას გამოშვებული აქვს 10 მდე სოლო ფირფიტა სხვადასხვა უცხოურ ლეიბლებზე და აქტიურადაა ჩართული ლოკალურ თუ საერთაშორისო სცენაზე როგორც ლაივ-არიტისტი.