მარიამ მაღრაძე
მარიამ მაღრაძე, სასცენო სახელით MAGRRA არის ელექტრონული მუსიკის არტისტი, რომელიც ქმნის უნიკალურ მუსიკალურ სამყაროს ჰაუსისა და ტრანსის სინთეზით. მისი კარიერა 2021 წელს დაიწყო, და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს თბილისის ელექტრონულ სცენაზე, სადაც თავისი ემოციური და ენერგიული სეტებით მსმენელს ყოველთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.
“თავდაპირველად ჩემი გატაცება მხოლოდ ჰაუსს უკავშირდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემი მუსიკალური გემოვნება განვითარდა და დაიხვეწა. ექსპერიმენტებისა და ახალი ჟღერადობების აღმოჩენის პროცესში გავაცნობიერე, რომ ჩემთვის ჰაუსისა და ტრანსის სინთეზი იდეალური კომბინაციაა. ეს ორი ჟანრი მაძლევს შესაძლებლობას , ერთდროულად შევქმნა ენერგიული, დინამიკური და ამავე დროს ემოციურად ღრმა მუსიკა, რომელიც მსმენელს სრულიად ახალ განზომილებაში ამოგზაურებს”