იკა ბერძენიშვილი

იკა ბერძენიშვილი, დიჯეი და პროდიუსერია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ელექტრონული მუსიკის განვითარებში. იკა არის “Small Moves” ლეიბლის და ვინილ შოპის დამფუძნებელი, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ადგილოვბრივი მუსიკის განვითარებაში. მისი მუსიკალური სტილი ინსპირირებულია 2000-იანი წლების პროგრესული ჟღერადობით. იკას დაუკრავს ისეთ გამორჩეულ ადგილებში,  როგორიცაა Fabric, Public Records, Tresor, Resolute, Sisyphos , Mtkvarze, Bassiani, Club Der Visionaere, Oven Club, Radio Pirate, Les Enfants Brilliants, Gewolbe და სხვა მსოფლიო სცენებზე.

იკა Trommel-მა დაასახელა 2025 წლის 10 საუკეთესო დიჯეის შორის, რაც თავისთავად ხელს უწყობს მის განვითარებას და ზრდის გავლენას ელექტრონული მუსიკის სცენაზე. Small Moves-ის როგორც ლეიბლის და რექორდ შოფის შეტანილი წვლილი და ხელოვნებისადმი ერთგულება მტკიცედ დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ელექტრონული მუსიკის სამყაროში.