ბუბა მცხეთაძე
ბუბა მცხეთაძე დიჯეი და პროდუსერია. ის 15 წლიდან აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ სამყაროში და ვითარდებოდა სხვადასხვა ჟანრში. 18 წლის ასაკში, ვილნიუსში ცხოვრებისას, საერთო საცხოვრებელში ქმნიდა მუსიკას, სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი და დაიბადა 666uba.
2018 წლიდან მან გამოაქვეყნა მრავალი რელიზი ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან: International Chromies, Pz Records, Mind Controlled Rectifier, Belek Records, Low Income Squad, Glispy Records. ასევე გამოსცა სამი დამოუკიდებელი EP.
ის არის Glispy Records-ის დამფუძნებელი, რომელმაც გასულ წელს გამოუშვა 5 უნიკალური რელიზი.
ბუბა 2 წელზე მეტია 303 Hz-ის გუნდის წევრია. მისი სეტები არის სხვადასხვა მუსიკალური სტილის კომბინაცია, რომელიც ერთად ერწყმის, დაწყებული მტკიცე და დაბალი ტემპით და დამთავრებული სწრაფი და ძლიერი ტექნო და ტრანსით.ბუბა არის თბილისის ელექტრონული სცენის მნიშვნელოვანი წევრი.