ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია, სასცენო სახელით - “Audio Space” ქართველი DJ, პროდუსერი, საუნდ დიზაინერი და საუნდ ინჟინერია. ის 2012 წლიდან მოღვაწეობს თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ელექტრონულ მუსიკასთან გადაკვეთისთანავე, განსაკუთრებით, ხმის დიზაინით და სინთესიზით დაინტერესდა და იქედან მოყოლებული, მისი ეს გატაცება სულ უფრო ღრმავდება. სტუდიურ შემოქმედებაში ის მუდვივად არის უნიკალური და ავთენტური საუნდის ძიებაში, რისთვისაც მრავალფეროვან ანალოგ ჰარდვერს იყვენებს. როგორც DJ, Audio Space წლებია ადგილობრივი და ევროპული წამყვანი ანდერგრაუნდ კლუბების და ფესტივალების ხშირი მასპინძელია. მუსიკალური განათლება: Berklee - Sound Design and Production CES - აუდიო ინჟინერია.