გიორგი აროშვილი
გიორგი აროშვილი - პროფესიით პიანისტი.
დაამთავრა ზ.ფალიაშვილის სახ. „ნიჭიერთა ათწლედი“, უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა ვ.სარაჯიშილის სახელობის სახ. კონსერვატორიაში (ბაკალავრი/მაგისტრი).
ქ. თბილისის მერის (გ.უგულავა) სტიპენდიანტი, როგორც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ტოპ-5 სტუდენტი.
მაგისტრის წოდების შემდეგ, სწავლა გააგრძელა Post Graduate Course –ზე
იტალიაში, ქ.ფლორენციის „Scuola di Musica di Fiesole”-აკადემიაში სრული დაფინანსებით პროფესორ Andrea Lucchesini-სთან.
აქტიურად თანამშრომლობდა იტალიის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან
„Orchestra Giovannile Italiana”, ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან.
სოლო კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს კონცერტები ევროპის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში და ფესტივალებზე:
“Palazzo Strozzi”(Italy,Florence), S.Cecilis Hall (Rome,Italy), KonzertHaus (Frakfurt,Germany), ElbPhilharmonie Concert Hall (Hamburg,Germany), Bomarzo Theatre (Bomarzo, Italy).
ფესტივალები: Ravello Festival, Kontrapunkt#5 გრემის ჯილდოს ფლობელ კიმ კაშკაშიანთან ერთად.
იგი ყოველთვის გატაცებული იყო ელექტრონული მუსიკით. უდიდესი აკადემიური/პროფესიული მუსიკის გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა ელექტრონული მუსიკის საფუძვლიანად შესწავლა, გაიარა 303ჰერცის- Ableton Live - ის კურსი.
ამჟამად, 303ჰერცის მუსიკის თეორიის მენტორია. მუსიკის თეორია - Ableton Live -ის გამოყენებით. მარტივი კურსი, რომელიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს ყველა თვითნასწავლ თუ პროფესიონალ მუსიკოსს, პროფესიულად/თეორიულად გამართული “Track”-ების და ნაწარმოებების შექმნაში.