დათუნა დგებუაძე

დათუნა დგებუაძის მუსიკასთან შეხება აკუსტიკური ჟღერადობით იწყება, ის გიტარაზე უკრავდა 13 წლიდან და წლების განმავლობაში ქონია სხვადასხვა ბენდსა თუ  პროექტში დაკვრის გამოცდილება. დროთა განმავლობაში დათუნა დაინტერესდა ხმის ინჟინერიით, CES - ში, გიორგი გვაჯრალაძესთან, გაიარა აუდიოლოგიის კურსი,  რის შემდეგაც 2017 წელს  დაიბადა პირველი ელექტრონული სოლო პროექტი Rydeen, რომელიც თავიდან lo-fi ჟღერადობაზე ორიენტირდებოდა, თუმცა თანდათან ჟანრობრივი საზღვრები გაფართოვდა და დღეს ბევრ სხვადასხვა ჟღერადობას მოიცავს. პროექტის Rydeen ფარგლებში ის უკრავს როგორც დიჯეი, ასევე ლაივ სეტებს,  
დაუკრავს ისეთ ვენიუებზე, როგორებიც არის :Bassiani/Horoom, Khidi/G2, Cafe Gallery, Drama Bar, TES და სხვა. ასევე გამოშვებული აქვს არაერთი ტრეკი როგორც ქართულ, ასევე არაქართულ ლეიბლებზე.  303 Hz - ში, მისი კურსი მოიცავს აუდიო მიქსინგისთვის საჭირო Tool - ების მუშაობის პრინციპების გაცნობას და იმ ძირითად ტექნიკების გადმოცემას, რომლითაც შეძლებთ  თქვენი ტრეკი თუ სხვა აუდიო მასალა უკეთესად გააჟღეროთ.