შოთიკო წვერავა
შოთიკო წვერავა, იგივე Sumo არის ელექტრონული მუსიკის (House, Disco) DJ. ამჟამად იგი არის კლუბი MTKVARZE - ს რეზიტენტი. შოთიკომ დიჯეინგის მიმართ ინტერესი ღრმა ბავშობიდან გამოიჩინა და სწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო. მას დაუკრავს ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან : Freq Nasty, Tayo, Tama Sumo, DJ Central, Lakuti, Sadar Bahar, Folamour, Zaltan და ასე შემდეგ. დასაწყისში მისი მიმდინარეობა Breakbeat და Dubstep იყო, მაგრამ მოგვიანებით იგი House და Disco ჟანრებში განვითარდა. მას დაუკრავს არაერთ ფესტივალზე : Mzesumzira, 4GB, Swing Festival და ა.შ. Sumo უკვე 17 წელიწადია ერთგულად ემსახურება მუსიკალური ინდუსტრიის დიჯეინგის სფეროს. მასზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ერთ-ერთი ქართველი პიონერი DJ.