Skillshare

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ საწყისი ცოდნა მუსიკის წარმოების და რეალიზაციის სამყაროში, რომელიც მოიცავს თანამედროვე წარმოების პროცესში გამოყენებულ აუცილებელ უნარებს, ინფორმაციას, ხელსაწყოებს და ტექნიკას.

ტრენერები

ლადუკა ნინუა

კურსის სრული ღირებულება

1,200.00

კურსის ხანგრძლივობა

2 თვე

ლექციების რაოდენობა

16 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა

2

მენტორების რაოდენობა

1 მენტორი

პერიოდი: 02.02.2026 - 26.03.2026

მენტორები:

ლადუკა ნინუა

განრიგი:

ორშაბათი: (15:00 - 17:00)
ხუთშაბათი: (15:00 - 17:00)


ჯგუფში დარჩენილია 6 ადგილი


ჯგუფის სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებათ სკოლის წარმომადგენელი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაცაის კურსის შესახებ.

კურსის აღწერა

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ საწყისი ცოდნა მუსიკის წარმოების და რეალიზაციის სამყაროში, რომელიც მოიცავს თანამედროვე წარმოების პროცესში გამოყენებულ აუცილებელ უნარებს, ინფორმაციას, ხელსაწყოებს და ტექნიკას. 

სტუდენტები გიაფართოვებენ მათ ცოდნას მუსიკის წარმოების და პერფორმანსის შესახებ, უფრო ღრმად ჩაწვდებიან ინდივიდუალური თუ გუნდური მუსიკის წარმოების დეტალებს. ეს ყველაფერი ეხება მზა მიქსდაუნს, კრეატიულ ხმის დიზაინს, რითმული სექციის დეტალიზაციას, მუშაობის სხვადასხვა სტილის უნარების დაუფლებას და პერფორმანსისთვის მომზადებას. 

კურსი ხაზს უსვამს ექსპერიმენტებს, ხმის შესწავლას და ტექნოლოგიის შერწყმას მხატვრულობასთან, რათა გააძლიეროს კრეატიულობა მუსიკის წარმოება  და პერფორმანსში, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდური მუშაობის სტილით.
 

შედეგი : ამ კურსის ბოლოს სტუდენტები : 

1.  დაეუფლებიან წარმოების მოწინავე ტექნიკას, ხმის დიზაინს და მიქსს.
2.  შეისწავლიან ხმის სინთეზს, სემპლინგს და აუდიო მანიპულაციას.
3.  ისწავლიან კომპლექსური რითმების, მელოდიების და არანჟირების შექმნას.
4. შეისწავლიან ცოცხალი შესრულების დინამიურ პარამეტრებს, როგორც ანალოგ, ასევე ციფრული თუ პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით.
5.  გაეცნობიან კომპოზიციის დაბალანსების ტექნიკას და სტანდარტებს.
6.  გაეცნობიან მუსიკის რეალიზაციის პრინციპებს, სტანდარტებს და სხვადასხვა ხერხებს.
7.  მოისმენენ და განიხილავენ, ინდუსტრიაში არსებულ სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს და მათ დამახასიათებელ ჟღერადობრივ დეტალებს.
8.  გაეცნობიან მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა ცნობილ პროექტებს და არტისტებს,          მათ ისტორიას, ხელწერას და სპეციფიკას, მუსიკის წარმოებასა თუ პერფორმანსში.
9.  შეისწავლიან გუნდური მუსიკის წარმოების თუ პერფორმანსის ფუნდამენტურ დეტალებს.
 

  საჭირო მასალები

  • სავალდებულოა Ableton Live- ის ცოდნა
  • ლეპტოპი DAW-ით (Ableton Live) 
  • ყურსასმენები 
  • აუდიო ინტერფეისი (სურვილისამებრ, მაგრამ რეკომენდირებულია ჩასაწერად)
  • MIDI კონტროლერი (სურვილისამებრ, მაგრამ რეკომენდებულია პერფორმანსისთვის)

 

სილაბუსი

გაკვეთილი 1 

შესავალი წარმოების გაფართოებულ ტექნიკაში და სტუდენტების გაცნობა
კურსის სტრუქტურისა და მოლოდინების მიმოხილვა. 
სტუდენტების გაცნობა, მათი მუსიკალური მიმდინარეობის პრიორიტეტი და საწყისი ნამუშევრები.
ელექტრონული მუსიკის წარმოების ძირითადი კონცეფციების მიმოხილვა. 
სავალდებულო ციფრული ხელსაწყო / ინსტრუმენტები (Plugins) და მათი საწყისი განხილვა


გაკვეთილი 2  

ტალღის ფორმები, გაფართოებული ხმის დიზაინი და სინთეზი
ტალღის ფორმები : sine, triangle, square, sawtooth
აუდიო სინთეზის ტიპების სპექტრის შესწავლა subtractive, additive, FM, granular და მათი ციფრული ინსტრუმენტების ვერსიები.
ბგერების ფენა და ტექსტურების შექმნა რამოდენიმე სინთეზატორის გამოყენებით. 
სინთეზატორის სამართავი პანელი და მისი პროგრამირება : ოსილატორი, ფილტრი, LFO
მაგალითის შესწავლა: ელექტრონული ჟანრების დამახასიათებელი აუდიო სინთეზის (synthline/bassline) დეკონსტრუქცია და განხილვა.
 

გაკვეთილი 3

აუდიო ფორმატის მანიპულირება და რესემპლინგის ტექნიკა 
სემპლინგის დახელოვნების ტექნიკა.
კრეატიული აუდიო ფენების შექმნა სხვადასხვა ტონალობებით (pitch layering) 
ტემპის შეცვლა და აუდიო ჭრის სხვადასხვა ტექნიკები. 
აუდიო სემპლების პროცესინგი სხვადასხვა ეფექტების დახმარებით კრეატიული რიტმების შესაქმნელად. 
ადუიო სემპლების ინტეგრაცია მიდი ფორმატში. (მელოდია/ჰარმონია) Simpler
ციფრული ინსტრუმენტების აუდიოში კონვერტაცია და მათი პროცესინგი.
სემპლების ბიბლიოთეკის ორგანიზირება და მათი ფორმატები.


 

გაკვეთილი 4 

რითმის პროგრამირება და დრამის დიზაინი
ცნობილი დრამ მანქანები და მათი დამახასიათებელი ჟღერადობა
მონო-სტერეო დრამ ხმები და მათი ტექნიკურად სწორი ინტეგრაცია რითმში.
დრამის სინთეზის ტექნიკა: კრეატიული დრამის კომპონენტების შექმნა, სხვადასხვა პროცესინგის მეშვეობით. პერსონალური დრამ რეკი.
აკუსტიკური და სინთეტიკური ფენების გენერაცია, სრული და კრეატიული ხმის მისაღებად.
დრამ სემპლების ინტეგრაცია გრუვში და სწორი ბალანსი. 
კომპლექსური დრამის შაბლონები და გრუვის გენერაცია სხვადასხვა ჟანრში (ტექნო, ჰაუსი, ელექტო, ბრეიქბითი). 
რითმის ტექნიკები : ტემპი / თვლა / ტაქტი / სვინგი. 
2 ან 4 სტუდენტიანი ჯემინგ სესია - ტემპის, თვლის და ტაქტის ტექნიკის გამოყენებით, აუდიო ეფექტებთან ერთად


 

გაკვეთილი 5

ბას სექცია : ბასის სინთეზი და კრეატიული ტექნიკები
ბასის შესავალი და მნიშვნელობა ელექტრონულ მუსიკაში.
ბასის ბგერების სახეები: სუბბასი, შუა ბასი მათი ფენები და სინთეზი სხვადასხვა ეფექტების მეშვეობით.
ბასის რითმიკა, მიდი და აუდიო სექვენსინგი. ადუიო სემპლების ინტეგრაცია ბას სექციასთან, კრეატიული რითმების მისაღებად.
გამოყენებადი ციფრული ინსტრუმენტები.
ბასის დინამიკა და საიდჩეინის ტექნიკები, ინტეგრაცია გრუვში და სწორი ბალანსი.

 

გაკვეთილი 6

სინთეზირებული რითმები 
ცნობილი ანალოგ და ციფრული სინთეზატორები და მათი სპეციფიკაცია.
მონო/პარაფონული/პოლიფონიური სინთეზატორების სხვაობა.
სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის დამახასიათებელი სინთეზატორული ჟღერადობები და მათი დასახელება. (გაკვეთილი 2)
ანალოგ და ციგრული სექვენსერები და მათი მოხმარება.
სხვადასხვა სექვენსინგის მეთოდები კრეატიული რითმებისთვის.
როგორ გამოვიყენოთ ნაბიჯების თანმიმდევრობა რითმების დასაპროგრამებლად. 
როგორ შევქმნათ პოლირითმები, სინკოპაცია, ან გამორჩეული შაბლონები სეკვენსერის გამოყენებით.
რესემპლინგი და აუდიო პროცესინგი კრეატიული ფენების და რითმების მისაღებად.
LFO ავტომატიზაცია 
პრაქტიკული რჩევები კომპოზიციისთვის
მუსიკის თეორიის საწყისები და ჰარმონიული პროგრესიის მიგნების საშუალებები.


 

გაკვეთილი 7

ხმოვანი პეიზაჟები, ატმოსფეროები და FX ელემენტები
სხვადასხვა ტიპის FX ელემენტები და მათი როლი კომპოზიციის დინამიკაში.
ატმოსფერული ხმები და მათი თანხმობა/უთანხმოება კომპოზიციის ჰარმონიაში.
FX ფენები სინთეზატორულ და ბასს სექციაში.
ვოკალ სემპლები როგორც რითმული FX ელემენტი.
რითმსექციის FX ელემენტები.
სინთეზატორული სექციის ატმოსფერული/ტექსტურული FX ფენები.
FX ჯგუფის (group) ორგანიზირება პროექტში.

 

გაკვეთლი 8 

კომპოზიციის მიქსინგის სტანდარტები ნაწილი I 
მიქსინგისთვის აუცილებელი ციფრული ხელსაწყოები და მათი სპეციფიკაცია:
EQ / Span / Neutron / MB / Soothe / Trackspacer
პროექტის მომზადება მიქსინგისთვის.
დეტალიზირებული ეკვალაიზერის და კომპრესიის პრინციპები, (Voxengo Span-ით)
ქიქის სისუფთავე ბას სექციანსთან მიმართებაში.
დაბალანსების ტექნიკა: ბასი, პერკუსია, მელოდიური ფენები და ვოკალი.
კომპოზიციის მომზადება მასტერინგისთვის და მისი სტანდარტები.
ხშირად დაშვებული შეცდომები კომპოზიციის შექმნის დროს (პრობლემატური მიქსი).

 

გაკვეთილი 9 

კურსის შუალედური გამოცდა
კომპოზიციების მოსმენა და მიქსინგის პრინციპების ტექნიკური განხილვა 
15 წუთი სტუდენტზე
თითოეულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი მინიმუმ 2 წუთიანი ნამუშევარი,
ეს შეიძლება იყოს დასრულებული კომოზიცია ან მიმდინარე იდეის დონეზე მიყვანილი პროექტი.
ნამუშევარი განიხილება აუდიო მიქსინგის წესების დაცვის და წინა გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნის გამოყენების სიზუსტეზე და ტექნიკური დეტალიზაციის რაოდენობაზე.
სხვადასხვა სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალი მიქსინგის პროცესში.

 

გაკვეთილი 10

ცოცხალი შესრულების სტილისტიკა და საწყისი სამუშაო პროცესი
ელექტრონული მუსიკის პერფორმანსის საფუძვლები და მისი როლი მუსიკალურ ინდუსტრიაში, ცნობილი ლაივ პერფორმერები. 
ჰიბრიდ და ლაივ პერფორმანსი
პერფორმანსის სტილისტიკის მიმოხილვა : Hardware - Software Setups და მათი სხვაობა.
სხვადასხვა ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი ტიპის მოწყობილობები,
ელექტრონული მუსიკის ცოცხალ პერფორმანში, მათი სპეციფიკაცია და განსხვავებები.
სწორი სეთაფის არჩევა შესრულების სტილზე დაყრდნობით.
კონტროლერების და სემპლერების დაყენება (Ableton Push, Novation Launchpad, Akai Force, MPC live და ა.შ.)
Ableton Live Session view - მომზადება პერფორმანსისთვის ნაწილი1 
სტემების გამოტანა და დახარისხება პროექტში, არხების დაჯგუფება, ეფექტები
 

გაკვეთილი 11


პერფორმანსის დრამატურგია, აუდიო სემპლების მანიპულაცია, და ინსტრუმენტები
პერფორმანსის დრამატურგიული სტრუქტურა, მისი დეტალიზაცია და ზემოქმედება მსმენელზე.
მაგალითის შესწავლა და განხილვა: ცნობილი ელექტრონული მუსიკოსების ცოცხალი პერფორმანსის ანალიზი, დრამატურგიული და ტექნიკური მხარე.
აუდიო სემპლების და სტემების გამოყენების სტილისტიკა, სპეციფიკაცია და მათი მართვა სხვადასხვა ხელსაწყოების მეშვეობით. 
აუდიო სემპლების რითმული ჭრა და მათი გამოყენება (Drum rack / Simpler)
Advance sequencing და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაცია პერფოსმანსში.
ცოცხალი ინსტრუმენტების ინტეგრაცია პერფორმანსში და მათი პროცესინგი.

 

გაკვეთილი 12

ჯემინგი, იმპროვიზაცია და გუნდური მუშაობა
Ableton Live Session view - მომზადება პერფორმანსისთვის ნაწილი2
სტემების დალაგების სტილისტიკა, სხვადასხვა ტექნიკური და დრამატურგიული წყობა, ციფრული და ანალოგ ინსტრუმენტების ინტეგრაცია სტემებთან, მათი სამუშაო მექანიზმი.
ორი ან რამოდენიმე DAW პროგრამის ერთმანეთთან დალინკვა (master / slave)
გუნდური მუშაობის პრინციპები, კრეატიული მეთოდები და პროექტის მართვის გადანაწილება. (20-25 წუთიანი დემონსტრაცია კლასში)
ჯემინგი, არსებულ დასრულებულ ან დაუსრულებელ ნამუშევარზე ან საწყისი იდეის შექმნა 
ცოცხალი პერფორმანსის მეშვეობით.
იმპროვიზაციის სხვადასხვა ტექნიკები, მონახაზის გაკეთება.
პერფორმანსის დროს ტექნიკური საკითხების მოგვარება (აუდიო ხარვეზები, გლიჩები, ტექნიკის გაუმართაობა და ა.შ.) Buffer size / in/out latency 
 

გაკვეთილი 13  

კომპოზიციის მიქსინგის სტანდარტები ნაწილი II პერფორმანსი
პერფორმანსის მიქსინგისთვის აუცილებელი ციფრული ხელსაწყოები და მათი სპეციფიკაცია: Span / Neutron / MB / Soothe2 / Trackspacer / iZotope ნაწილი II 
მოწინავე ინსტრუმენტების დაბალანსების ტექნიკა და მათი დანიშნულება.
ქიქის სისუფთავე ბას სექციანსთან მიმართებაში.
ხშირად დაშვებული შეცდომები კომპოზიციის შექმნის დროს (პრობლემატური მიქსი)
10 წუთი სტუდენტზე მათივე პროექტების ცოცხალი მიქსინგის და ბალანსის პროცესი.

 

გაკვეთილი 14
რემიქსი

გაკვეთილი 15
ტრეკის დარელიზება - კომუნიკაცია

 

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

Music Theory - 1 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს მუსიკის თეორიის საბაზისო ცოდნას. ამ კურსზე მიღებული ცოდნა, . . .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .