Live performance -ის ინტენსიური კურსი
სრული კურსის ღირებულება: 427.50₾
Live performance -ის ინტენსიური კურსი
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა და სტანდარტებს , კურსი დაეხმარება სტუდენტს გამოიმუშავოს დაკვრის ინდივიდლაური ტექნიკა , სწავლა მიმდინარეობს Ableton Live ის მეშვეობით.
კურსის სრული ღირებულება
450.00₾
427.50₾
კურსის აღწერა
რა არის Live Performance ⤵︎ ?
Live Set -ის დროს მუსიკოსი ცოცხლად ქმნის ელექტრონულ მუსიკას და ამისათვის იყენებს შერეულად როგორც ციფრულ ისე ანალოგურ ხელსაწყოებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს , მაგალითად ლეპტოპი, MIDI კონტროლერი, ანალოგური სინთეზატორი. ასევე Live Set ის დროს შეიძება გამოყენებული იქნას აკუსტიკური ინსტრუმენტები როგორიც არის; დასარტყამი საკრავები , სიმებიანი საკრავები , ვოკალი და მრავალი სხვა..
თანამედროვე სამყაროში სადაც ელექტრონული მუსიკა ასე პოპულარობით სარგებლობს რთულია რომ ყველამ იპოვოს საკუთარი ჟღერადობა და წარმოაჩინოს თავი ფართო აუდოტიასთან. Live პერფორმანსის ის შექმნა ხელს უწყობს მის გამომუშავებას და არტისტს ხდის უფრო გამორჩეულს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში.
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Ableton -ის მეშვეობით, ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასხვა ტექნიკებსა და სტანდარტებს. კურსი დაეხმარება სტუდენტს გამოიმუშავოს დაკვრის ინდივიდუალური ტექნიკა. მოსწავლეები დაეუფლებიან ლაივ პერფორმანსისთვის საჭირო ტექნიკებსა და ხელსაწყოებს საბაზისო დონეზე. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან როგორც დამოუკიდებლად ლაივშესრულებას ასევე კოლაბორაციას სხვა არტისტებთან. კურსი მოიცავს ვორქშოფ შეხვედრებს მოწვეულ ლაივ არტისტებთან , რომლის ფარგლებშიც არტისტები მოსწავლეებს გაუზიარებენ გამოცდილებას და ინდივიდუალურ ხედვებს.
კურსის მიზანია :
კურსის მიზანია სტუდენტმა დამოუკიდებლად შესძლოს საკუთარი Live სეტის შექმნა და შესრულება.
კურსის პრერეკვიზიტი:
Ableton Live ის საბაზისო დონეზე ცოდნა
სილაბუსი
გაკვეთილი 1
• გაცნობა Live სამყაროსთან და მის არტისტებთან
• Live -ის სხვადასხვა სახეობების ზოგადი მიმოხილვა
• მენტორის Live პროექტის პრეზენტაცია
გაკვეთილი 2
• Ableton -ში Live პროექტის განლაგება , არქიტექტურა და მათი სხვადასხვა სტანდარტების გაცნობა.
• სხვადასხვა აუდიო და MIDI მასალის ერთ პროექტში მობილიზება
• არანჟირებული ტრეკის ლაივისთვის რეორგანიზება
• სხვა DAW (Digital Audio Workstation) დან Ableton Live ში კომპოზიციების გადმოტანა
გაკვეთილი 3
• Live Set -ის კონტროლის სხვადასხვა მეთოდიკა
• MIDI კონტროლერების სახეობები და მათი გამოყენება
• Audio Interface -ის მიმოხილვა
• Audio Mixer -ის მიმოხილვა
გაკვეთილი 4
• Analog ინსტრუმენტები და მათი კომუნიკაცია Ableton Live თან
• MIDI In/Out
• AUDIO In/Out
• Ableton Sync ( ლეპტოპების ერთმანეთთან დაკავშირება )
გაკვეთილი 5
• ცოცხალი ინსტრუმენტების გამოუენება Live ში
• Live სეტისთვის განკუთნილი სხვადასხვა სახეობის MIDI და Audio ეფექტები.
• ვოკალის გამოყენება ლაივში
გაკვეთილი 6
• ვორკშოპი მოწვეულ ლაივ არტისტთან
გაკვეთილი 7
• ხმის ბალანსი
• "საუნდ ჩეკი"
გაკვეთილი 8
• საფინალო პროექტების პრეზენტაცია და განხილვა
სერტიფიკატი
კურსის სარეგისტრაციო ფორმა