DJING -ის ინტენსიური კურსი

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ეს იქნება უბრალოდ მუსიკის მოყვარული, დამწყები თუ უკვე ჩამოყალიბებული არტისტი, შეასწავლოს დიჯეინგის ხელოვნება, მისი პრინციპები და დარგის ისტორია.

ტრენერები

კოტე ჯაფარიძე

შოთიკო წვერავა

სანდრო ჯორბენაძე

თორნიკე კვანჭიანი

გიორგი ბირკაია

კურსის სრული ღირებულება

1300.00

1,235.00

კურსის ხანგრძლივობა

2 თვე

ლექციების რაოდენობა

16 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა

1 საათი

მენტორების რაოდენობა

1 მენტორი

პერიოდი: 30.09.2023 - 30.06.2024

მენტორები:

კოტე ჯაფარიძე,

თორნიკე კვანჭიანი,

შოთიკო წვერავა,

სანდრო ჯორბენაძე

განრიგი:

განრიგი არის ინდივიდუალური. გრაფიკის შეთანხმება ხდება მენეჯმენტის მხრიდან თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალურად.


ჯგუფში დარჩენილია 4 ადგილი


ჯგუფის სარეგისტრაციო ფორმა

სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებათ სკოლის წარმომადგენელი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაცაის კურსის შესახებ.

კურსის აღწერა

DJ ხელოვნების კურსის მანძილზე სტუდენტი დაეუფლება როგორც მისთვის საჭირო ტექნიკურ უნარებს, ასევე შეისწავლის თეორიულ ნაწილს და DJ-ინგის კულტურის ისტორიას. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული კურსი მოიცავს ანდერგრაუნდ  საკლუბო კულტურის მიმართულებას. სტუდენტი მიიღებს ცოდნას თუ როგორ მოემზადოს ივენთამდე, როგორ მოიძიოს და დაახარისხოს მუსიკა, რა ტექნიკური სირთულეები შეიძლება წარმოიშვას სეტის შესრულებისას და რა შეიძლება გაკეთდეს მის გამოსასწორებლად. ასევე კურსის მიზანია უშუალო გამოცდილებების და ახალი იდეების ურთიერთგაზიარება.

კურსის შედეგები:

კურსდამთავრებული შეძლებს დამოუკიდებლად სამუშაო მზადყოფნაში მოიყვანოს აპარატურა და შეასრულოს DJ-სეტი როგორც ფირსაკრავებზე ასევე ციფრული ფორმატების გამოყენებით.

პრერეკვიზიტი:
სასურველია, რომ კურსის გავლის მსურველი ერკვეოდეს მუსიკაში, მის ჟანრებსა და ქვეჟანრებში. კარგი იქნება თუ ექნება რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის გამოცდილება, გავარჯიშებული სმენა და რიტმის შეგრძნება.

სილაბუსი

გაკვეთლი 1 

•DJ კულტურა, მისი საწყისები და ისტორიული მიმოხილვა
•DJ მიქსერის მიმოხილვა
•კაბელების გარჩევა და მიქსერის შეერთება

გაკვეთლი 2

•ფირსაკრავის განხილვა, მისი სხვადასხვა სახეობების დადებითი და უარყოფითი მხარეები
•ნემსის განხილვა
•ფირფიტის განხილვა (ფირფიტაზე მუსიკის მოსმენა, მისი მოვლის და შენახვის წესები)

გაკვეთლი 3

•ბიტმეჩინგი
•ფიჩ ფეიდერი
•ქიუინგი
•ტრეკის სტრუქტურის განხილვა
•პრაქტიკული ნაწილი

გაკვეთლი 4

•მიქსინგი 2 ერთნაირი ფირფიტით
•Phrase მიქსინგი
•ეკუილაიზერის განხილვა
•ტრანზიცია
•პრაქტიკული ნაწილი

გაკვეთლი 5

•ტრანზიციის წერტილები და fade out მიქსინგი
•ფიჩ რაიდინგი
•პრაქტიკული ნაწილი

გაკვეთლი 6

•მიქსინგი 2 სხვადასხვა ფირფიტით
•მიქსერის ეფექტები და სხვა ფუნქციები
•ბპმ გამოცნობის ხერხები
•პრაქტიკული ნაწილი

გაკვეთლი 7
 
•დიგერობა
•ფირფიტის ონლაინ ყიდვა
•რექორდ შოპები
•დისკოგსის მიმოხილვა
•პრაქტიკული ნაწილი

გაკვეთლი 8
•პრაქტიკული ვარჯიში მხოლოს ფირფიტებზე

გაკვეთლი 9

•ციფრული დიჯეინგი
•CDJ-ის მიმოხილვა
•ციფრული აუდიო ფორმატები

გაკვეთლი 10

•მიქსინგი CDJ-ზე
•ლუპების განხილვა
•Hot cues
•პრაქტიკული ნაწილი (CDJ)

გაკვეთლი 11

•ციფრული მუსიკის არხები
•რეკორდბოქსის განხილვა
•პრაქტიკული ნაწილი (CDJ)

გაკვეთლი 12

•რა უნდა ვქნათ რომ არ დავიზიანოთ სმენა
•სხვადასხვა აქსესუარების განხილვა (რეკორდერი, ყურსასმენები, ეარპლაგები, რეკორდბეგები და სხვა.)
•პრაქტიკული ვარჯიში (CDJ + Records)

გაკვეთლი 13

•კლუბის სივრცე და DJ booth
•სხვადასხვა საუნდსისტემების მიმოხილვა
•პრაქტიკული ვარჯიში (CDJ + Records)

გაკვეთლი 14

•ბუქერებთან კომუნიკაცია და ტექნიკური რაიდერის შედგენა
•პრაქტიკული ვარჯიში (CDJ + Records)

გაკვეთლი 15

•პრაქტიკული ვარჯიში (CDJ + Records)

გაკვეთლი 16

•1 საათიანი დიჯეი სეტის ჩაწერა

სერტიფიკატი

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ სკოლის მენეჯერი და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას კურსის შესახებ

რეკომენდირებული კურსები

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .