HAMATSKUI

ვფიქრობ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ დიზაინერებს საზოგადოებაზე - მარიამ ნინოშვილი

გრაფიკული დიზაინი არის დაწყებული Research-ით და Design thinking-ით , დამთავრებული დამკვეთისთვის ან ამ შემთხვევაში ლექტორისთვის პროექტის ჩაბარებით ერთი ძაალიან დიდი და საინტერესო თავგადასავალი, ჩემთვის ,თავდაპირველად იყო ძალიან ქაოსური ,რადგან თავიდან თუ ქაოსი არ შევქმენი და მთელ board-ზე ყველაფერი ერთად არ დავყარე და 1000 ტაბი არ გავხსენი ისე ვერ ვიწყებ მუშაობას  და ზუსტად ეს მომწონს დიზაინის კეთებაში რომ ეტაპებს გადიხარ, ეს ეტაპები ძალიან აზარტული და სასიამოვნოა, არაფერს ვიტყვი მიღებული შედეგით ტკბობაზე .



ვფიქრობ,  დიზაინერისთვის მთავარია საკუთარი მხატვრული იდენტობის არსებობა და შენარჩუნება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ საკუთარი სტილის ქონა, თუმცა ამ სტილსა და ზოგად ტრენდებს შორის ლავირება მისაღებია.დიზაინის შეფასების დროს ყოველთვის მეტ ყურადღებას ვაქცევ კონცეფციას, ვიდრე კონკრეტულად ნამუშევარის ვიზუალს, სხვა შემთხვევაში ვფიქრობ ნამუშევარს ფასი ეკარგება

ინსპირაციას ძირითადად ყოველდღიური ისტორიული მოვლენები მძლევს,  რომლის ეპოქაში ცხოვრებაც გვიწევს (ჯერ კორონა ,ახლა ომი) ამით განებივრებულები ვართ, ძირითადად როდესაც შეკვეთაზე არა და უბრალოდ ჩემი სურვილით დიზაინს ვქმნი, ამ დროს ან ასეთ ზოგადი ფაქტორები  არ მაძლევს საშუალებას რომ არ შევქმნა რამე ან ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე რაიმე კონკრეტულ ემოციაზე ან მოვლენაზე.რომ არა დიზაინი ისევ ხელოვნებაში ვიქნებოდი, მუსიკაში ალბათ.

კიდევ განვმეორდები რომ დიზაინშიც და ზოგადად ხელოვნებაში ვაფასებ შინაარს და კონცეპციას ამიტომ გამორჩეული დიზაინერი როგორც ასეთი რომელიც ინსპირაციის წყარო გახდა დიზაინის გამო არ არსებობს რადგან დიზაინი იმდენად მრავალფროვანი და ამ დროს სუბიექტურია რომ არც მაქვს სურვილი შთაგონება მქონდეს, პირიქით დიზაინის კეთების დროს ინდივიდუალიზმს ვაფასებ, თუმცა ალბათ გამოვყოფდი მაინც stefan sagmeister-ს  რადგან მისი ნამუშევრებიარა მხოლოდ ძალიან ეფექტური და შესანიშნავი არამედ გაჯერებულია ნარატივებით




ვფიქრობ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ დიზაინერებს საზოგადოებაზე. ჯერ მხოლოდ ფერები უკვე საკმაო ემოციების გამომწვევი შეიძლება იყოს და ადამიანის განწყობაზე იმოქმედოს, ჩემზე ძალიან მოქმედებს თუნდაც უშნო ბანერები ან ძალიან ცუდად გადმოქართულებული ლოგოების ნახვა .მით უმეტეს პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ვაკვირდებ

ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებული შეცდომა არ მახსენდება, რამე თუ მეშლება რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით იქ Ctr+Z გვაქვს :))
როგორც ნამუშევარი ტექნიკურად შესაძლოა ბრენდინგები მოვიყვანო, ღვინის ან სხვა შეფუთვის დიზაინები, მაგრამ ბოლო დროს ჩემი საყვარელი და საამაყო ნამუშევარი არის უკრაინის თემატიკაზე შექმნილი პროექტი ბიჰენსზე, რომელსაც ცხელ გულზე მთელი  მონდომებით ვაკეთებდი 


ფინალური ნამუშევარი



ფინალური ნამუშევარი


ზოგადად ,ხატვით და ხელოვნებით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული, გრაფიკული დიზაინი ძალიან კარგი თულია საკუთარი ხედვის ან ემოცების მატერიალიზებისთვის (მატერიალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბეჭდავ დიზაინს)

303 მა ალბათ დამარწმუნა საკუთარ შრომისმოყვარეობაში და კიდევ სხვა მხრივ ჩემი ინდივიდუალიზმი აღმომაჩენინ. აქ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფია, ძალიან სასიამოვნო გარემო და ენერგია, თან ეს ყველაფერი ძალიან კარგი მუსიკის ფონზე .



იხილეთ მარიამ ნინოშვილის ფინალკური ნამუშევარი Behance-ზე 

ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე

თეგები:

Interview

გრაფიკული დიზაინი

დიზაინი

სტუდენტები

advanced graphic design

კურსის განმავლობაში, დაეუფლები და პრაქტიკულად გექნება შეხება ყველაზე გავრცელებულ და გამოსადექ . . .

Photoshop / Illustrator -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი და არ გააჩნია არანაირი . . .

Strategic Marketing Communications

ინტენსიური კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ან ჰქონია მინიმალური შეხება . . .