ვფიქრობ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ დიზაინერებს საზოგადოებაზე - მარიამ ნინოშვილი
გრაფიკული დიზაინი არის დაწყებული Research-ით და Design thinking-ით , დამთავრებული დამკვეთისთვის ან ამ შემთხვევაში ლექტორისთვის პროექტის ჩაბარებით ერთი ძაალიან დიდი და საინტერესო თავგადასავალი, ჩემთვის ,თავდაპირველად იყო ძალიან ქაოსური ,რადგან თავიდან თუ ქაოსი არ შევქმენი და მთელ board-ზე ყველაფერი ერთად არ დავყარე და 1000 ტაბი არ გავხსენი ისე ვერ ვიწყებ მუშაობას და ზუსტად ეს მომწონს დიზაინის კეთებაში რომ ეტაპებს გადიხარ, ეს ეტაპები ძალიან აზარტული და სასიამოვნოა, არაფერს ვიტყვი მიღებული შედეგით ტკბობაზე .
ვფიქრობ, დიზაინერისთვის მთავარია საკუთარი მხატვრული იდენტობის არსებობა და შენარჩუნება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ საკუთარი სტილის ქონა, თუმცა ამ სტილსა და ზოგად ტრენდებს შორის ლავირება მისაღებია.დიზაინის შეფასების დროს ყოველთვის მეტ ყურადღებას ვაქცევ კონცეფციას, ვიდრე კონკრეტულად ნამუშევარის ვიზუალს, სხვა შემთხვევაში ვფიქრობ ნამუშევარს ფასი ეკარგება
ინსპირაციას ძირითადად ყოველდღიური ისტორიული მოვლენები მძლევს, რომლის ეპოქაში ცხოვრებაც გვიწევს (ჯერ კორონა ,ახლა ომი) ამით განებივრებულები ვართ, ძირითადად როდესაც შეკვეთაზე არა და უბრალოდ ჩემი სურვილით დიზაინს ვქმნი, ამ დროს ან ასეთ ზოგადი ფაქტორები არ მაძლევს საშუალებას რომ არ შევქმნა რამე ან ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე რაიმე კონკრეტულ ემოციაზე ან მოვლენაზე.რომ არა დიზაინი ისევ ხელოვნებაში ვიქნებოდი, მუსიკაში ალბათ.
კიდევ განვმეორდები რომ დიზაინშიც და ზოგადად ხელოვნებაში ვაფასებ შინაარს და კონცეპციას ამიტომ გამორჩეული დიზაინერი როგორც ასეთი რომელიც ინსპირაციის წყარო გახდა დიზაინის გამო არ არსებობს რადგან დიზაინი იმდენად მრავალფროვანი და ამ დროს სუბიექტურია რომ არც მაქვს სურვილი შთაგონება მქონდეს, პირიქით დიზაინის კეთების დროს ინდივიდუალიზმს ვაფასებ, თუმცა ალბათ გამოვყოფდი მაინც stefan sagmeister-ს რადგან მისი ნამუშევრებიარა მხოლოდ ძალიან ეფექტური და შესანიშნავი არამედ გაჯერებულია ნარატივებით