HAMATSKUI

Mentor Session: BEQA

2025-10-21 22:09:37

– როგორ გამოცდილებად მიიჩნევ 303 Hz-ის გუნდთან მუშაობას?

უკვე ერთი წელია, რაც 303 Hz-ის გუნდს შემოვუერთდი, და ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება აღმოჩნდა. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა საკუთარ ცოდნას სტუდენტებს უზიარებ და ხედავ, როგორ ვითარდებიან ისინი.

სწავლების პროცესს სრულიად განსხვავებული სპეციფიკა აქვს - შეიძლება იყო შესანიშნავი არტისტი, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ გრძნობდე მასწავლებლის როლში. ეს სხვა ენერგიას, მოთმინებასა და ხედვას მოითხოვს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების შემოქმედებით პროცესში პირდაპირ არ ჩავერიო, რადგან ეს ძალიან სენსიტიური და ამავე დროს ინდივიდუალური საკითხია , რომელიც თავად უნდა აღმოაჩინონ. მე მათ ვაძლევ ტექნიკურ ცოდნას, რათა შეძლონ საკუთარი იდეების სრულყოფილი რეალიზება. ტექნიკური ცოდნა და შემოქმედებითი თავისუფლება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია - სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ნამდვილ მუსიკას.

– შენ, როგორც მენტორი, რას ურჩევდი დამწყებ არტისტებს?

პირველ რიგში, არ შეიზღუდონ - იყვნენ გულწრფელი და მართალი საკუთარ თავთან. მნიშვნელოვანია, მუსიკას მასშტაბურად შეხედონ და არ შეაფასონ მხოლოდ ჟანრის მიხედვით.

მიყვნენ საკუთარ ემოციებს, როგორც მუსიკის ძიებისას, ასევე დაკვრის დროს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მსმენელი ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად გულწრფელი ხარ სცენაზე.

ვინილზე დაკვრა შენს პრაქტიკაში ხშირია  - რამდენად განსხვავდება ის ციფრულ ფორმატში დაკვრისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მუსიკის ძებნა უფრო მარტივია, ვინილზე დაკვრის პროცესი ყოველთვის განსხვავებულ გამოცდილებას გვაძლევს. ვინილების შეგროვებამდე გიწევს სელექციის შექმნა, რაც საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯი, ისტორიასთან და ემოციასთან ერთად ამაში დიდი ესთეტიურობაცაა. იმდენად მიმზიდველი, რომ ბევრჯერ მოგზაურობის მიზეზი - ძველი ჩანაწერების მოძიება ყოფილა. ძიების დროს მნიშვნელოვანია შენი იმ დროინდელი ემოციური მდგომარეობაც - რომელმაც შეიძლება შეცდომაშიც შეგიყვანოს, ამიტომ წინასწარ უნდა გქონდეს გარკვეული წარმოდგენა, რას ეძებ.

თუმცა ამ პროცესის სირთულე და დროის დახარჯვა ერთგვარი ხიბლია - მთელი ეს გზა იმდენად საინტერესოა, რომ საბოლოოდ ბევრად ღირებულ შედეგამდე მიყავხარ.

შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეადარებდი ლოკალურ და უცხოურ დენსფლოს? რომელია შენთვის უფრო კომფორტული და რატომ?

ლოკალურ და უცხოურ დენს ფლორს შორის დიდი განსხვავება არ არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველგან ერთი ჭეშმარიტებაა. მაგრამ მიუხედავად ბევრი უცხოური გამოცდილებისა, მაინც მიმაჩნია, რომ ქართული დენსფლორი გამორჩეულია ჩემთვის და  ყველაზე კარგად ვურთიეორთობ. მზესუმზირას მაგალითზე რომ ვისაუბროთ, საუკეთესო სივრცა სამყაროში. ამ ფესტივალის თითოეული დღე არის სრული ზეიმი. იმ გასაოცარი სივრცით თუ კონცეფციით, რომელიც მორგებული იყო მუსიკის მოყვარულებზე.

– მოდი ვისაუბროთ ლეიბლზე Yoki Tomo - რა იყო შენი მთავარი მიზანი მისი დაფუძნებისას?

პირველ რიგში, მინდოდა ახალი, საინტერესო მუსიკის აღმოჩენა და გამოშვება, რომელიც ჩემს ხედვებს დაემთხვეოდა და წარმოდგენებთან ახლოს იქნებოდა.

ლეიბლი მე და ჩემმა მეგობარმა, ერთად დავაფუძნეთ საქართველოში. სახელიც Yoki Tomo- პირდაპირ არ ითარგმნება, თუმცა ორ კარგ მეგობარს ნიშნავს იაპონურ კულტურაში. სულ რაღაც ორი წელია ვარსებობთ, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე სამი ალბომი გამოვუშვით და ველოდებით რამოდენიმე ახალი ალბომის დარელიზებას.

 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

Skillshare

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ საწყისი ცოდნა მუსიკის წარმოების და რეალიზაციის . . .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ - სალი კიპაროიძე

მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ხმა, ჟღერადობა არაა - ენაა, თავისუფლებაა , რაღაც რიტუალია, როგორ ვამუშავებ სამყაროს და გამოვხატავ იმას, რასაც სიტყვები არ ჰყოფნის.

303 Hz X Tela

303 Hz პირველი ელექტრონული მუსიკის სკოლაა,

303 Hz და Plus One აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე

როგორც იცით, Plus One არის 303 Hz-is ალტერნატიული სივრცე, სადაც ჩვენი სტუდენტების შესაძლებლობების განვითარება და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გვინდა გამოვიყენოთ ჩვენი პლატფორმა და ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე

ჩვენ აღმოვაჩინეთ უნიკალური საშუალება ემოციების გამოსახატად- მია მიქელაძე & მარიამ ავალიანი

მაინც მუსიკამ დაგვაახლოვა