”სტრატეგიული მარკტინგული კომუნიკაციები” - ეს ჩვენი ახალი კურსია
სიახლე 303 pxl-ში
”სტრატეგიული მარკტინგული კომუნიკაციები” - ეს ჩვენი ახალი კურსია, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებში. კურსის მიზანია, სტუდენტებს მივცეთ ფართო და ზოგადი ცოდნა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით. ლექციებს გაუძღვებიან,ჩვენი ტრენეტერები,სამი საოცრად მიზანდასახული და დიდი გამოცდილების მქონე ,”Upway”-ის დამფუძნებელი გოგოები: მარიშა გოგოლაური, მარიკა აბულაძე და მარიამ ცანავა.
კურსი , როგორც უკვე აღვნიშნეთ აფვეის თანადამფუძნებლების მიერ არის შექმნილი. კურსის თანაავტორებს მარკეტინგის და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით 6 წლიანი გამოციდილება აკავშირებთ, რაზე დაფუნძებითაც შექმნეს ედ-ტექ სტარტაპი - აფვეი, კურსების ყველაზე დიდი მარკეტფლეისი საქართველოში.
303px-ის და upway-ის კოლბორაცია გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ (2 თვიან სასწავლო პროგრამაში და მიიღოთ საინტერესო ადამიანებისგან ცოდნა და გამოცდილება.
მარკეტინგული კომუნიკაციები,მისი არსი და როლი ბიზნესში ; ბრენდის პლათფორმა,მისი შექმნა და გამოყენება;საკომუნიკაციო მიზნების განსაზღვრა- თუ ეს ყველაფერი გაინტერესებს , სწორედ ეს გოგოები მოგიყვებიან და შეგასწავლიან თითოეულ თემას და შეგასრულებინებენ თემის ირგვლივ პრაქტიკულ სამუშაოებს.
აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კი შეგიძლია გადმოიტანო 303 pixel-ში ან upway-ში სტაჟირების დროს . შიდა დასაქმება ჩვენთვის სტუდენტების წარმატებას და პირდაპირპროპორციულად ჩვენს წარმატებასაც ნიშნავს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანო და შენი თავი კონკრეტულ სფეროში სწორად აღმოაჩინო,წარმოაჩინო.
303-ის და upway-ის გუნდი კონცეტრირებულია სტუდენტებს სწორი კომუნიკაციის მეშვეობით მიაწოდოს ცოდნა და მაქსიმალურად სასურველი კადრი გახდეს თითოეული ჩვენი სტუდენტი,ნებისმიერი კომპანიისთვის.
კიდევ ერთხელ , გაიცანით ჩვენი ტრენერები:
Მარიშა გოგოლაური - ბიზნესის მართვის მიმართულება(ESM) თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა. ის თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარაჭერის გუნდში მუშაობდა 3 წელი,სადაც ქმნიდნენ როგორც თიბისის ბიზნესის და სტარტაპერის ბრენდებს, ისე თიბისის არაფინანსურ პროდუქტებს. მანამდე ის მუშაობდა როგორც რითეილ ისე მაღალშემოსავლიან სეგმენტებზე. Მარიშა ასევე 3 წლის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მარიშა თიბისი კაპიტალის და ველს მენეჯმენტის ბრენდს მართავდა. Მარიშა ასევე არის სტარტაპ აფვეის თანადამფუძნებელი და პასუხისმგებელია კურსების პროვაიდერების მოყვანაზე და სრულ პროცესზე, რაც მოიცავს მათი კმაყოფილების მართვას.
Მარიკა აბულაძე- ბაკლავრიატი ბიზნესის მიმართულებით აშშ-ში, Brandeis University ბოსტონში დაამთავრა.ის ამერიკაში მუშაობდა სააგენტოში Bank of America-ს ციფრული პროდუქტების გუნდში. მარიკა თითქმის 5 წელია მუშაობს თიბისიში პროექტების მართვის მიმართულებით, მის პორტფელშია თიბისის პერსონალური საბანკო ფლეგშიფ სივრცის პროექტი, სტატუს შეხვედრები და სხვა. მას აქვს საერთაშორიოს სააგენტოსთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. გარდა სტრატაპისა, ის თიბისის ტექ ტრანსფორმაციის გუნდში მუშაობს ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტების და პორცესების ტრაბსფორმაციის კომუნიკაციაზე.
არიამ ცანავა-მ მაგისტრის ხარისხი ბარსელონაში, გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით EAE Business School-ში მიიღო. Მარიამი თიბისიში სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის და მარკეტერის პოზიციას იკავებდა წლების განმავლობაში და Მისი როლი მოიცავს სარეკლამო და ბრენდ კამპანიების ორგანიზებას, ღონისძიებების დაგეგმვას და community მენეჯმენტს. Მარიამს არის ლექტორი მარკეტინგულ კვლევებსა და ბრენდინგში სხვადასხვა უნივერსიტეტებში (BTU, ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი) და მენტორი აქსელერატორებში (epam, spark). მარიამი არის სტარტაპ აფვეის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულება აბარია , ზრუნავს ბრენდის განვითარებაზე.
ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე