საუბრები კურსდამთავრებულთან საკუთარი შემოქმედების შესახებ - იულონ შარია (VIDEO)
2022-02-27 15:35:44
გამარჯობა მე ვარ ილონ შარია 30 წლის, სასცენო სახელით Julius MC. პროექტი არ არის დაფუძნებული რომელიმე კონკრეტულ ჟანრზე, მაქვს როგორც House ასევე Trance და ერთმანეთში შერწყმული სხვადასხვა ექსპერიმენტები.
პირველი შეხება მუსიკასთან? ეს იყო ალბათ 15-16 წლის წინ, პირველად როცა აღმოვაჩინე Traktor DJ პროგრამა, შემდეგი ნაბიჯი იყო FL Studio , მაგრამ გარდამტეხი მომენტი იყო , უნივერსიტეტის მე-4 კურსზე ვიყავი და დავიწყე Ableton-ის სწავლა.
როდის იქცა ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მუსიკის წერა Traktor DJ პროგრამის მერე, სულ თან დამყვებოდა ეს განცდა, მაგრამ ასე, რომ ვთქვათ, მივაწექი როცა Ableton შევისწავლე, მას შემდეგ რაც დავაგროვე ის ცოდნა თუ როგორ განმეხორციელებინა პროგრამაში სწორად ჩემი იდეები, რაშიც სანდრო მიშელაშვილს და ნინა ნოზაძეს დიდი წვლილი მიუძღვით, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.
რა არის შენი მთავარი ფილოსოფია, მუსიკის მიმართ? ნუ შეზღუდავ საკუთარ თავს, მიეცი საშუალება რასაც გრძნობ ის გამოხატო, მთავარი ზუსტად ეს არის, არ გაყვე ყველაფერს კლინიკური სიზუსტით
საყვარელი VST პლაგინები? Arturia SEM იყო თავდაპირველად ერთ-ერთი საყვარელი VST, მისი მრავალფეროვანი Sequencer ის გამო.
Native instruments reaktor რადგან ეს არ არის ერთი კონკრეტული VST, ეს არის ბევრი სხვადასხვა VST ების გაერთიანება და ძალიან მრავალფეროვანია
Ableton ის Analog, მისი სწორი გამოყენებით, შეგიძლია მიიღო Kick, Snare, Hi hat და ბევრი სხვადასხვა ძალიან კარგი ხმა.
Audiorealism bass line 3 იგივე ABL 3, მრავალფეროვანი Presets ების გამო, მაგრამ მთავარი დანიშნულება მაინც Acid ჟღერადობაა.
გეარი რომელიც გაქვს და რომელსაც ისურვებდი? ცოტა ხნის წინ შევიძინე ახალი ინსტრუმენტი THEREMIN, რომლის სრულ აღწერასაც ვიდეოს მეშვეობით გაგაცნობთ,
Akai MPK - ის , Midi keyboard მაქვს, რომელსაც 8 პადი და 8 ნობი, მაგრამ მინდა რომ გავაუმჯებესო და შევიძინო ისეთი Midi keyboard , რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს მომცემდა.
გაქვს თუ არა რამე სახის სისუსტე მუსიკის წერის მიმართ, რომელიც უნდა დაამარცხო? მიუხედავად იმისა რომ ვაცნობიერებ კრეატივისთვის ადგილის დატოვების საჭიროებას დღემდე ვებრძვი კლინიკურ მიდგომას, რომელიც ყველაფრის მაქსიმალური სიზუსტით გაკეთებას მთხოვს. ვფიქრობ რომ ისპირაციისთვის უნდა ეცნობოდე ბევრ სხვადასხვა ნამუშევარს, მაგრამ დღემდე მაინც მაქვს დაჟინებული სურვილი რომ ინსპირაცია სრულად ჩემი გონებიდან მოდიოდეს. ეს არის ის ორი სისუსტე რომლის დამარცხებაზეც ვმუშაობ.
მუსიკი მიღმა რომელი ჰობით ხარ დაკავებული და თუ არის ერთამანეთთან კავშირში ? კი რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ჰობია კოდების წერა, რომელიც ბევრჯერ დამხმარებია Ableton თან დაკავშირებით, იყო რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც ესე უბრალოდ არ ებმებოდა და Max for live ში ძრომიალის შედეგად და კოდების გამოყენებით, მოვახერხე და დავუკავშირე.
ჩემი ჰობების უმეტესი ნაწილი უკავშირდება ტექნოლოგიებს. ძალიან მიყვარს ე.წ პაიანიკით მუშაობა და მაქვს ჩემი პატარა სახელოსნო, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემით ავაწყო სხვადასხვა ინსტუმენტები.
რა არის მთავარი მიზანი შენთვის, როგორც მუსიკოსისთვის ? მთავარი მიზანი არის ყველანაირ ცოდნას თავი ისე მოვუყარო საბოლოოდ, რომ წინასწარ დალაგებული მინიმალური სამუშაოებით, სცენაზევე შევძლო სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მუსიკის შექმნა.
გვესაუბრე ამ კონკრეტულ ტრეკზე რომელსაც მსმენელს წარუდგენ პირველი ტრეკი რომელიც მინდა წარვადგინო არის Silence of the crowd, არ არის ახალი ნაწარომები მაგრამ, დროის ყველა მონაკვეთს ზუსტად ერგება, რადგან მთავარი ინსპირაცია იყო , როდესაც ბრბო არ იღებს ხმას უსამართლობაზე რომელიც ხდება და აშკარაა.
მეორე ტრეკი არის From good to evil, ტრეკის ინსპირაცია ჩემი გრძნობებიდან გამომდინარეობს. თავიდან იწყება ლაღი და სასიამოვნო ხმებით მაგრამ რაღაც დროის შემდეგ არის დემონის ხმა, რომელიც ასევე ჩემი ვოკალია და ის ცუდი განცდა რომელიც დღის განმავლობაში დამყვებოდა, გადმოიღვარა ტრეკში, ამ ნამუშევარს გამოვარჩევდი გრძნობების გულახდილობით, როცა არ უნდა მოვუსმინო, სულ იწვევს გრძნობებს რომელიც მანიშნებს, რომ ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული.
და ბოლოს, მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებზე? როგორც უკვე გითხარით, ბოლო პერიოდში შევიძინე ახალი ინსტუმენტი Theremin და მთავარი სამომავლო გეგმაა, წარვსდგე ლაივით ამ ინსტუმენტის გამოყენებით.
ავტორი: თამაზ კორაშვილი
თეგები:
Ableton Live
მუსიკის წარმოება
პროდიუსერები
MIDI კლავიში
ableton live -ის ინტენსიური კურსი
-5%
303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით.
ჩვენს . . .
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
მუსიკის კეთება ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებაა - გიორგი ლომთაძე
მუსიკის კეთება, ჩემთვის ყველაზე დიდი, განტვირთვის და საკუთარ თავთან დარჩენის საშუალებაა. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მუსიკის წერა, როცა ვუზიარებ ჩემს ნაშრომებს მსმენელს და მათგან ვგრძნობ ამ შრომის მოწონებას ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის
მოუსმინეთ 303Hz ში ჩაწერი სეტს, რომელიც Toke - Kilsky - Mézigue მიერ არის შესრულებული.
მოუსმინეთ 303Hz ში ჩაწერი სეტს, რომელიც Toke - Kilsky - Mézigue მიერ არის შესრულებული.