"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე
2025-03-24 13:00:00
ჩემი დილა ბავშვობიდან მუსიკით იწყებოდა. მამაჩემს და ბიძაჩემს ფირფიტების კოლექცია ჰქონდათ, და იძულებული ვიყავი, ჯაზისთვის მომესმინა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ თანდათან ჯაზი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. კლასიკურ მუსიკაში უკვე ინსტრუმენტებსაც კი ვარჩევდი. ეს არა მხოლოდ გავლენა იყო, არამედ ბიძგი აღმომეჩინა ჩემი მუსიკალური ინტერესები. შვიდწლედიც დავამთავრე, არ ვყოფილვარ ის ბავშვი ვინც ძალით დაჰყავთ მუსიკაზე. სამი წელი დრამზეც დავდიოდი. ვაფართოვებდი არეალს, მაგრამ ჯაზი პარალელურად სულ იყო. როცა გარშემო რეპსა და როკს შორის აკეთებდა ყველა არჩევანს, გაცნობიერებულად ვუსმენდი ჯაზს და ჰაუსს ჯაზის ელემენტებით. 2004 წელს უკვე ჩემი ფლეილისთები მქონდა, იმ დროს Desyn Masiello ჩემი ღმერთი იყო. რაც შეეხება Hip-Hop-ს როგორ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. ეს უფრო გაუცნობიერებელი მოწონება იყო.
სპონტანურად დაიწყო ჩემი ელექტრონული მუსიკით დაინტერესებაც. მახსოვს, ტაქსიში, ისეთ ცუდ სიმღერას ვუსმენდი, რომ ამის პაროდიის გაკეთება მომინდა. მინდოდა, გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი როგორ და ამ დროს აღმოვაჩინე Ableton live, მაშინ Ableton 8 იყო. ჩემი რაღაცები მინდოდა ჩემით დამეკრა, ამიტომ Live არ მერთულებოდა, ვინილებზეც მქონდა წარმოდგენა, მაგრამ პრაქტიკა წარმოუდგენელი მეჩვენებოდა. ამიტომ დამაინტერესა DJ-ინგის შესწავლამ. მეათე კლასში დაწყებული გატაცება დღეს ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა. როგორც დიჯეის, ჯერ იმხელა გამოცდილება არ მაქვს გამოწვევებზე ვისაუბრო, დიდი კონკურენციაა ამ სფეროში და თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. მე დემოკრატიულად ვუდგები ამ საკითხს, სეტებს ვწერ, ვუგზავნი კლუბებს და ისინი განხილვის შემდეგ გიკავშირდებიან. ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდაც გაგრძელდეს, ამიტომ თითოეული შემოთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია. დაკვრა სიამოვნებასთან, გამოცდილებასთან, ადამიანებთან მუსიკით კომუნიკაციასთანაა ჩემთვის დაკავშირებული და არა ფულის კეთებასთან.
+1 შემოთავაზება უცნაური და ამავე დროს საბედისწეროც იყო. გამოცდილებიდან გამომდინარე სცენის შიში არასდროს მქონია, ვიცი გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში ვიპოვი. Plus One-ში ორჯერ დავუკარი და ორივე განსხვავებული იყო. წინასწარ არასდროს იცი რა გელოდება, სასიამოვნო და მოულოდნელია პირველივე დაკვრისას ბევრი ხალხის დანახვა. კარგი გამოცდილებაა, რადგან +1 ეხმარება არტისტებს თავის დამკვიდრებაში.
ვალდებულების გამო არასდროს არ ვუკრავ, მინდოდა პროცესი მეტად საინტერესო გამეხადა, Live Performance-ის დროს ხმა შეიძლება არ იყოს ისე სუფთა თუმცა ცოცხალი პროცესის ნაწილი ხდები. სადღაც სოლოს ამატებ, რაღაცას ცვლი, შენ ამას სხვანაირად დაუკრავდი და სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც ბაზ გიტარა, კლავიში და დრამი, როგორც ცოცხალი ელემენტები ისე შემოვიყვანე.
წარმატებული მუსიკის შექმნისთვის ყველაზე მთავარ კომპონენტად მაინც გემოვნება მიმაჩნია. არ ვგულისხმობ, რომელი არტისტები მოგწონს და რა მიმდინარეობას უსმენს. შეიძლება ტრეკი მაგარი იყოს და სივრცეს ვერ მოარგო, ყველაფერი საბოლოოდ მაინც არის შეგრძნება, ვინ როგორ გრძნობს მსმენელს და სივრცეს. ეს არის ჩემთვის DJING-ში გემოვნება.
კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობა არ მაქვს, სამი წელი ვმუშაობდი კომპანიაში სადაც დღეში ორ-სამ ტრეკს ვაკეთებდი გასაყიდად. დილით შეიძლება Moby ან Coldplay გამერჩია, საღამოს Mac Miller და მეორე დღეს რეფერენსაც მოსულიყო რომელიმე რეპერი ან Morricone. თან სპეკტაკლებისთვისაც ვაკეთებ მუსიკას, ბოროკოს პერიოდის მუსიკაში შემომიმყვანია ელექტრონული ხმები. ამან ფანტაზია გამიფართოვა, ცუდი ისაა, რომ ვერ ჩამოვყალიბდი. ერთი კვირა ვიმუშავე ალბომზე, რომელიც არის Techno და მერე Underground Hip-Hop Trap არასტანდარტულ თვლებზე. ამას ემატება სპეკტაკლის სპეციფიური მიმდინარეობის მუსიკაც.
ერთი სპექტაკლია თუმანიშვილის თეატრში “Hamletmachine” სადაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვარ სცენაზე და ლაივში ვუკრავ, თან საუნდ დიზაინს ვაკეთებ. მეორე სპექტაკლი სადაც იგივე ფუნქცია მაქვს არის “სირანო უნდა მოკვდეს” ვასო აბაშიძის თეატრში, მაგრამ რეპრესიული რეჟიმის გამო და იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის 20 წლის ბავშვები ყავთ დატყვევებული, პროტესტის ნიშნად არ ვთამაშობთ არც ერთ სპექტაკლს. საერთოდ არ შემიძლია ესეთ დროს არც ივენთებზე დაკვრა და არც Live Performance-ის კეთება. გარდა იმისა, რომ მე პირადად ვარ მორალურად განადგურებული, ვფიქრობ, რომ რეჟიმის არ შემჩნევა დაუშვებელია. მიმაჩნია რომ არტისტებმა ყველანაირი რესურსი უნდა იპოვონ თავიან თავებში და რაიმე ფორმით გააპროტესტონ ეს ყველაფერი. ზუსტად ამ მიზეზით გამოვეცი ჩემი ახალი, საპროტესტო ალბომი “illegal album”, რომელიც ძირითადად ქართველი სამარცხვინო პოლიტიკოსების სფიჩებისგან მაქვს აწყობილი. როდესაც გავიგე, რომ ოლე ოლას გამო შეიძლება ციხეში მოხვდე, გამოვეცი EP ამ EP-ს ჰქვია სწორედ ole ola და შედის ამ სიმღერის 6 სხვადასხვანაირი ვარიაცია.
ვიცი და ვაცნობიერებ, რომ შეიძლება მეც დამიჭირონ ამ ყველაფრის გამო, რაც ნამდვილად მოსპობს ჩემს კარიერულ გეგმებს, მაგრამ ეს ჩემი დაუმორჩილებლობის, დაცინვის და პროტესტის გამოხატვის ფორმაა და ვფიქრობ, დღეს ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი მოღვაწეობა.
რაც შეეხება სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ, ამას დავწერ. ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.
თეგები:
ableton live -ის ინტენსიური კურსი
-5%
303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით.
ჩვენს . . .
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
Live performance -ის ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
Ableton Live Online
-5%
ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს ონლაინ გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების გაკვეთილები . . .
რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?
გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ თანამდეროვე მუსიკის, კერძოდ ელექტრონული მუსიკის
ოჯახის მნიშნველოვანი წევრის, დიჯეის და ზოგადად დიჯეინგის ანუ მიქსინგის
შესახებ.
ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz
სკოლის შექმნის მთავარი ბიძგი ქვეყნაში ახალი მუსიკალური სახეების აღმოჩენა და მათი განვითარება იყო. იდეის ჩანასახშივე გვქონდა სურვილი, რომ ქვეყნის კულტურულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა.
მუსიკის წარმოების 6 ეტაპი
თუ თქვენ ახალი ხართ იმ სამყაროში, რასაც მუსიკა და მისი შექმნა ჰქვია, მაშინ ეს სტატია გარკვევით აგიხსნით სხვადასხვა ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროთ მუსიკის შექმნისას და დაგეხმარებათ ამ პროცესის ორგანიზებაში.
"303Hz Stream Series" - ის შესახებ
წლებია ლაივ სტრიმები სკოლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა 6 თვეა უკვე სტრიმის სერიები ცალკე ბრენდად ვაქციეთ და პროექტის სახე მივეცით, რომელიც ბევრ ნიჭიერ არტისტს მასპინძლობს.
"დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად" - BONJOURLAN
ახლაც მახსოვს თითოეული დეტალი, როდესაც პირველად 303 Hz-დან დამირეკეს. მენტორმა რეკომენდაცია გაგიწიათ და ხომ არ დაუკრავდით Plus One-შიო.
Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე
გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One