საიდან დაიწყო შენი ელექტრონული მუსიკით გატაცება და როგორ გახდი 303 ჰერცის გუნდის წევრი.
ელექტრონული მუსიკით დაახლოებით 2011-2012 წლებში დავინტერესდი. ისე მიყვარდა ეს სფერო, ღამეებს ვათენებდი და ერთ დღესაც მივხვდი, რომ უბრალოდ მოსმენა აღარ მყოფნიდა და უნდა მეცადა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, ბავშვობაში მუსიკალურ განათლებას მაქსიმალურად ვარიდებდი თავს. მთელს ჩემს დროს ფეხბურთს ვუთმობდი. თუმცა, ინტერესმა მაინც თავისი გაიტანა. დამოუკიდებლად, ინტერნეტში ნაპოვნი ტუტორიალებით დავიწყე სწავლა ჯერ FL Studio-ში. მალევე მივხვდი, რომ ეს გატაცება ჰობიზე მეტი იყო და დავინტერესდი, Ableton-ით, რადგან მსოფლიოს წამყვანი პროდუსერები სწორედ ამ პროგრამაში მუშაობდნენ. მას შემდეგ ამ Ableton-ის ერთგული დავრჩი. ვფიქრობ, რომ დღემდე ყველაზე მარტივი, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული სამუშაო სივრცეა. რაც შეეხება სამას სამს, უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ამ გუნდის წევრი ვარ. თავიდან სხვადასხვა პროექტებს ვხელმძღვანელობდი, მათ შორის კოლაბორაციებს რადიოსთან და სტრიმებს, თუმცა მალევე მენტორობაზე გადავედი. ამ ხნის განმავლობაში 40-მდე ჯგუფთან მქონდა მუშაობის გამოცდილება, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ცოდნის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. დღეს უამრავი დაგროვილი პროექტი მაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად გამოვცემ. მუსიკა ჩემთვის ცოცხალი პროცესია, რომელიც არასდროს ჩერდება.
რა არის ის უნარი, რასაც შენი აზრით კარგი პროდიუსერი აუცილებლად უნდა ფლობდეს?
შეუფასებელი უნარია პუნქტუალურობა, ეს არის საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა. რადგან მუსიკაა არ ნიშნავს რომ როცა “გაგისწორდება” მაშინ გააკეთებ, რეალურად ეს ასე არ მუშაობს. მუსიკას ისევე როგორც სხვა საქმიანობას სჭირდება პროფესიონალური მიდგომა, დისციპლინა და კონკრეტული ჩარჩოები. ხშირად საუბრობენ ნიჭზე, მაგრამ მე ნიჭიერებას ვერ გამოვყოფ მთავარ ფაქტორად. ყველა ადამიანს აქვს რაღაც პოტენციალი, უბრალოდ აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. რაც მართლა განასხვავებს ადამიანებს, არის დისციპლინა და ამ საქმის მიმართ სიყვარული. რადგან თუ არ გიყვარს ის რასაც აკეთებ, მხოლოდ ფულის საშოვნელად, ან სახელისთვის აკეთებ - დიდხანს ვერ გაძლებ რადგან ეს საერთოდ არ არის ამ პროცესის არსი. და კიდევ ერთი, პერფექციონიზმი რეალურად გბლოკავს. არ არსებობს ტრეკი, რომელიც “სრულყოფილია”. ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც მუდმივად ავითარებ. მთავარია, არ გაჩერდე.
შენი გამოცდილებით, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ტექნიკური ცოდნა თუ კრეატიული ხედვა?
ყოველთვის შეგიძლია ტექნიკური ცოდნა მიიღო ეს პრობლემა არ არის. მთავარი არის იდეები, კრეატიული აზროვნება და საინტერესო ხედვა. ვისაც ეს აქვს, ბუნებრივად უფრო წინ მიდის. ჩემთვისაც, როგორც მენტორისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ ტექნიკურ ცოდნას ვაძლევ და ვხედავ, როგორ იწყებს ადამიანი თავისი იდეების განვითარებას. მყოლია სტუდენტები, რომლებსაც ოც წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია გაუჭირდათ. არ ვამბობ, რომ ეს ყველას ეხება, მაგრამ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, რაღაც ეტაპზე გაჩერდნენ. და პირიქით, მყოლია სტუდენტები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება მუსიკასთან და საოცრებები გაუკეთებიათ. მაგალითად, პროფესიონალი მორაგბე იყო ჩემი სტუდენტი,პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო და ძალიან მაგარი შედეგები დადო. ეს ჩემთვის, როგორც მენტორისთვის, სწავლების ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. როგორც ზემოთ აღვნიშნე ორმოცამდე ჯგუფი მყავდა, ეს მინიმუმ 350 სტუდენტია და ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შემიძლია. საბოლოოდ, იდეა და ხედვაა მთავარი. ტექნიკა ისწავლება, მაგრამ რას აკეთებ ამ ცოდნით, ეგ უკვე შენზეა.
დღეს YouTube-ზე ყველაფერი დევს. რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა კურსი და არა დამოუკიდებლად სწავლა?
სიმართლე გითხრათ, დღეს ინტერნეტით აბსოლუტურად ყველაფრის სწავლა შეიძლება, მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა: ინტერნეტი ქაოტურია. როცა დამოუკიდებლად ცდილობ სწავლას, უზარმაზარ ინფორმაციაში იკარგები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლას ვერ ახერხებ. ჩვენი კურსის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება დროის მენეჯმენტია. ის, რასაც ინტერნეტში ძიებითა და შეცდომებით შესაძლოა ორი წელი მოანდომო, აქ ორ თვეში გაქვს დალაგებული. მენტორი გაძლევს არა უბრალოდ მშრალ ინფორმაციას, არამედ თავის წლობით დაგროვილ გამოცდილებას გიზიარებს, იმ „მოკლე გზებს“, რომლებიც მხოლოდ პრაქტიკით მოდის. კურსის უდიდესი უპირატესობა გუნდურობა და ცოცხალი ინტერაქციაა. ფიზიკური კურსი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ეხმარებიან, ცვლიან იდეებს და ერთად იზრდებიან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუშაობის პროცესში ნებისმიერ შეკითხვაზე იმ წამსვე იღებ პასუხს, რაც სწავლის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს. საბოლოო ჯამში, შენ იღებ ცოდნას და ზოგავ დროს, რაც ამ სფეროში ყველაზე ძვირფასი რესურსია.
და ბოლოს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ დამწყებმა პროდუსერმა თავი იპოვოს?
ეს სფერო არ არის სტატიკური, ის ცოცხალი ორგანიზმია. გადამწყვეტი შრომისუნარიანობა და მუდმივი განვითარების სურვილია. ციფრული მუსიკა და ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ვიყენებთ, ამოუწურავია და ყოველდღიურად ვითარდება. როგორც კი იფიქრებ, რომ „ყველაფერი ისწავლე“ და გაჩერდები, იმ წამსვე ჩამორჩები ტემპს. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, რადგან მუსიკა დაუსრულებელი პროცესია. მთავარია, გქონდეთ იმის დისციპლინა, რომ ყოველდღე იჯდეთ მონიტორთან, განავითაროთ თქვენი ტექნიკური შესაძლებლობები და არ შეწყვიტოთ ძიება.
თეგები:
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
MIXING IN A BOX
-5%
კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .
Live performance -ის ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
ემს არტისტ მეგობრებს ხშირად დავყვებოდი იმ დროინდელ კლუბებში. ერთ-ერთი იყო კობერა, ჩვენი მენტორი. ჯერ კიდევ არასრულწლოვნები ვიყავით, თუმცა ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა.
Mentor Session: Giorgi Koberidze
თავიდან, რომ დავიწყე საცეკვაო მუსიკას არც ვაკეთებდი, დღევანდელი ენით ამას ექსპერიმენტალური მუსიკა ჰქვია, მაგრამ არ მიყვარს ამ ტერმინის ასე გამოყენება, უბრალოდ არასაკლუბო მუსიკა იყო.
MIXING IN A BOX-With RYDEEN - ღია კარის დღე 303Hz
ეს კურსი მოიცავს ელექტრონული მუსიკის აუდიო მიქსინგის სრულ საფუძვლებს, ტრეკების დაბალანსებას, ეფექტების სწორ გამოყენებას (EQ, კომპრესია, რივერბი, დილეი), ლეველინგს, ედითინგს და მიქსის საბოლოო მომზადებას მასტერინგამდე, პრაქტიკული მაგალით