HAMATSKUI

როგორ დავაყენოთ VST Plugin-ები Ableton Live-ში ?

2022-01-28 19:02:49

გთავაზობთ მარტივ მეთოდს VST პლაგინების დასაყენებლად Ableton Live-ში. შევეცდებით დეტალურად გაჩვენოთ, თუ როგორ დააინსტალიროთ VST პლაგინები, იმისთვის, რომ ისარგებლოთ უფასო და ფასიანი სინთებით, ეფექტებით და ინსტრუმენტებით.

რა არის VST მოდული, ანუ VST Plugin?

ვირტუალური სტუდიის ტექნოლოგია (VST) არის აუდიო დანამატი, რომელიც აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის სინთეზატორს ან ეფექტს ციფრულ აუდიო სამუშაო სადგურთან, მაგალითად Ableton Live-თან. VST პლაგინებს შეუძლიათ გაზარდონ თქვენი სამუშაო პროგრამის ფუნქციონირება, რაც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ახალი, განსხვავებული და უფრო მეტი ინსტრუმენტები, ეფექტები ან საზომები, ვიდრე ამ შემთხვევაში Ableton Live გთავაზობთ. არსებობს ათასობით VST მოდული, როგორც უფასო, ისე ფასიანი.

32-ბიტი და 64-ბიტი

VST-ის შეძენამდე ან ჩამოტვირთვამდე უმჯობესია იცოდეთ თუ რას ნიშნავს 32-ბიტი და 64-ბიტი. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ორს შორის განსხვავება არის ის, თუ კომპიუტერის რა მეხსიერება შეიძლება გამოიყენოს პლაგინმა. მაშინ როცა VST პლაგინის 32-ბიტიან ვერსიას წვდომა მხოლოდ 4 გბ კომპიუტერის მეხსიერებაზე შეუძლია, 64-ბიტიან ვერსიას შეუძლია წვდომა 1 ეგზაბაიტზე ანუ 1 000 000 000 გიგაბაიტ კომპიუტერის მეხსიერებაზე. მოკლედ, 4 GB მეხსიერება არ არის საკმარისი, როდესაც მუშაობთ დატვირთულ CPU-ზე და Live პროექტებზე. როგორც კი მიაღწევთ ზღვარს, Ableton იშლება. მეორეს მხრივ, 64-ბიტიანს შეუძლია ტრეკების, პლაგინების და ეფექტების თითქმის შეუზღუდავი რაოდენობის ჩატვირთვა (რა თქმა უნდა, თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობიდან გამომდინარე). შედეგად, თქვენ მიიღებთ ნაკლებ Crash-ებს. Ableton-მა შეწყვიტა მისი ძველი 32-ბიტიანი ვერსიის გამოშვება და დარჩა მხოლოდ ახალი 64-ბიტიანი ვერსია: Live 10 (და ზემოთ).

ებლტონი და ბიტები:

Live 9.7.7 და ქვემოთ არის 32-ბიტიანი და შეუძლია მხოლოდ 32-ბიტიანი VST დანამატების გაშვება.
Live 10 და ზემოთ არის 64-ბიტიანი და შეუძლია მხოლოდ 64-ბიტიანი VST დანამატების გაშვება.

ასე რომ, თუ თქვენ იყენებთ Ableton Live-ის ძველ ვერსიას, თქვენი VST მოდულები უნდა იყოს 32 ბიტიანი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ იყენებთ Ableton Live 10-ს და ზემოთ – გჭირდებათ 64-ბიტიანი პლაგინები. 32-ბიტიანი პლაგინების გაშვება Ableton Live 10-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე, არ არის შესაძლებელი, არც 64-ბიტიანი პლაგინების გაშვება მოხერხდება Ableton 9.7.7-ზე და უფრო ძველ ვერსიებზე. 
ასე რომ, დარწმუნდით, რომ თქვენი VST პლაგინები არის სწორი ბიტის ფორმატში და ემთხვევა თქვენს ამჟამინდელ სამუშაო პროგრამის ვერსიას. 


Plugin-ების დაინსტალირება Ableton Live 10-ში

პირველად შესაძლოა რთული ჩანდეს VST პლაგინების დაინსტალირების პროცესი და ეს ტერმინები გაუგებარი იყოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მიყევით ინსტრუქციას და მარტივად მოახერხებთ VST პლაგინების დაყენებას.
უპირველეს ყოვლისა დააინსტალირეთ VST პლაგინი. იქნება ეს უფასო თუ ფასიანი VST მოდული, ყველას მოჰყვება საინსტალაციო. დააჭირეთ საინსტალაციოს და მიჰყევით ნაბიჯებს იქამდე, სანამ არ მიხვალთ იმ ეტაპამდე, როდესაც უნდა აირჩიოთ ინსტალაციის დანიშნულების გზა.თუ არ აქვს საინსტალაციო და პლაგინი არის zip-საქაღალდის სახით, მასში არსებული ".dll" ფაილი განათავსეთ თქვენს 64-ბიტიანი პლაგინის ფოლდერში. ინსტალაციის ფოლდერი შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, თუმცა Ableton Live გვთავაზობს გზას. 


C:\Program Files\VSTPlugins - 64-bit VST2 plug-ins.
C:\Program Files\Common Files\VST3 - 64-bit VST3 plug-ins. (Live 10.1 და მეტი).
C:\Program Files (x86)\VSTPlugins - 32-bit plug-ins.

მას შემდეგ, რაც VST პლაგინის შესაბამის ვერსიას შესაბამის ფოლდერში დააინტსალირებთ, შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გახსნათ Ableton Live და მიუთითოთ თქვენი VST ფოლდერი, რათა Ableton-ში შეძლოთ მისი გამოყენება. 
გადადით Preference-ში, დააჭირეთ “Plug-Ins” ჩანართს ჩამონათვალში, დააყენეთ On-ზე "Use VST2 Plug-In Custom Folder" და "Use VST3 Plug-In Custom Folder”, მათ გვერდით დააჭირეთ ღილაკზე “Browse” და მიუთითეთ VST პლაგინის ფოლდერი ორივეს შემთხვევაში VST2 და VST3. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ხელახლა სკანირების ფუნქცია “Rescan”, VST პლაგინის ფოლდერის ხელახლა მოსაძებნად.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც VST Plugin არ გამოჩნდება Ableton Live-ში?

იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციას მიჰყევით, მაგრამ მაინც არ გამოჩნდა VST პლაგინი ებლტონში, სავარაუდოდ მიზეზი არის თქვენს Ableton Live-ის ვერსიასა და VST პლაგინის ვერსიას შორის შეუთავსებლობა. მნიშვნელოვანია და ეს არ დაგავწყდეთ, რომ: Ableton Live 10-ს და ახალ ვერსიებს შეუძლიათ მხოლოდ 64-ბიტიან VST ვერსიებზე წვდომა, Ableton Live 9-ს და უფრო ძველ ვერსიებს კი მხოლოდ 32-ბიტიან VST ვერსიებზე წვდომა. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს, VST პლაგინის არასწორ ფოლდერში დაინსტალირება და მისი შეცდომით მითითება Ableton Live-ში. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და VST პლაგინები წარმატებით დააინსტალირეთ, მაშინ დროა Ableton Live-ში გახსნათ და დაიწყოთ მათი გამოყენება. როდესაც გახსნით Ableton Live-ს, მარცხენა მხარეს, კატეგორიებში, “Plug-Ins” განყოფილებაში ნახავთ თქვენს VST პლაგინებს. იმედია ოდნავ მაინც გაგიმარტივეთ VST პლაგინების დაინსტალირების პროცესი და დაგეხმარეთ. 

ნაყოფიერ შემოქმედებთ პროცესს გისურვებთ!

ავტორი: ნიკა ბაძაღუა

თეგები:

Ableton Live

მუსიკის წარმოება

მუსიკალური სტუდია

პროდიუსერები

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

Music Theory

კურსის განმავლობაში, თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებით ისწავლი მაჟორულ-მინორულ სისტემას, საბაზისო . . .