303Hz-ში იქმნება ერთგვარი ქომუნითი, რაც საბოლოო ჯამში ქალაქისთვის კარგ საქმედ მიმაჩნია-KVANCHI
- დაახლოვებით 10 წელია,რაც დიჯეი ვარ. ივენთი,რომელზეც პირველად დავუკარი 2012 წელს ჩატარდა და მეც აქედან ვიწყებ ათვლას. შემდეგ იყო სხვადასხვა კლუბები ,სადაც ვუკრავდი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
ამჟამად ვარ კლუბ ბასიანის რეზიდენტი.
ზოგადი ცოდნის, საჭირო პროფესიული უნარების და გამოცდილების გაზიარება ეს არის ის, რისი გაკეთებაც შემიძლია დამწყები არტისტებისთვის და ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები.
თუმცა ეს ცალმხრივი პროცესი არ არის და ხშირად შეიძლება სტუდენტისგან ახალი და საინტერესო იდეა მოისმინო, რაც თავისთავად სამუშაო პროცესს საკმაოდ საინტერესოს ხდის.
ადრე, როცა მე დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა,მაშინდელ და ახლანდელ დამწყებ არტისტებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუმცა, როცა კონკრეტული სფეროთი სიამოვნებას იღებ ენთუზიაზმიც საკმარისი გაქვს რომ თავით გადაეშვა ახალ სამყაროში, ეს გამოცდილება მეც გამოვლილი მაქვს და ამას ვხედავ ახლანდელ სტუდენტებში.
თუმცა,თუ შევადარებთ გარემოს და ზოგადად საკლუბო კულტურის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, დღეს ბევრად მაღალ საფეხურზე ვართ. ათი წლის წინ ალბათ ვერც ვიფიქრებდი რომ დღეს თბილისში ასეთი სცენა გვექნებოდა.
ისეთი სივრცის არსებობას როგორი არის 303 ჰერცი ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი ქალაქის ელექტონული მუსიკის სცენის განვითარებისთვის. რადგან ეს სივრცე ქმნის იმის კომფორტს, რომ დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ საშუალება აითვისონ სრული სპექტრი .გარდა დიჯეინგისა, შესაძლებელია პროდუსინგის, მიქსინგის და პოსტ ფროდაქშენის სწავლა. ასევე მნიშვნელოვანია ,რომ აქ დამწყები არტისტები ხვდებიან ერთმანეთს , უზიარებენ აზრებს ერთმანეთს და იქმნება ერთგვარი ქომუნითი, რაც საბოლოო ჯამში ქალაქისთვის კარგ სამქედ მიმაჩნია.
- თორნიკე კვანჭიანი
ბლოგის ავტორი - ქეთა ჯინჭარაძე