HAMATSKUI

Mentor Session: KOTE JAPARIDZE

2025-11-01 16:59:53

როგორ დაიწყო შენი დიჯეის კარიერა და რა იყო ის პირველი გამოცდილება, რომელმაც დაგარწმუნა, რომ ეს გზა შენია?

ჩემს არტისტ მეგობრებს ხშირად დავყვებოდი იმ დროინდელ კლუბებში. ერთ-ერთი იყო კობერა, ჩვენი მენტორი. ჯერ კიდევ არასრულწლოვნები ვიყავით, თუმცა ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდა. ვერ ვიტყვი,  მაშინ ყველაფერზე ვგიჟდებოდითქო, მაგრამ რაღაც ახალი სამყაროს ნაწილი ვიყავი და ეს მიზიდავდა. განსხვავებულად, მაგრამ ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი. საინტერესო ადამიანებს ვიცნობდი. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ  ის რეალობა თავისუფლების შეგრძნებას მიტოვებდა, სიმყუდროვე მოჰქონდა - არ იყავი ჩარჩოებში, მოჭიმული. ჩემზე მუსიკა მომენტალურად მოქმედებს და ყველაზე სწრაფად აღძრავს ემოციებს. თავისუფლების და მუსიკის სიყვარულმა საკუთარი თავი მაპოვნინა. დავიწყე იმ ტრეკების მოგროვება რასაც  მაშინ უკრავდნენ. შაზამი არ არსებობდა, მე ვიყავი “შაზამი”, ვეძებდი არტისტებს, ალბომებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა თითოეული აღმოჩენა. "სხვებმა თუ შეძლეს მეც შევძლებ" პრინციპით ისე შევყევი,  ქექვა ჰობად მექცა. მერე ფიზიკური ძიება და ვინილების შეგროვება დავიწყე. ჩემი პირველი სამსახურის (საგზაო ხარისხის კონტროლის სპეციალისტი ვიყავი)  ხელფასს მუსიკასა და ფირფიტებში ვხარჯავდი - საყვარელი საქმისთვის ვიყენებდი. მაშინ ეს უბრალოდ ჰობი იყო. არც ვუკრავდი, არც დიჯეი ვიყავი.  კლუბის წარმომადგენლებთან დიდად ურთიერთობაც არ გამომდიოდა, უფრო მეგობრებში ვტრიალებდი, მიჭირდა ხალხის ასე გაცნობა და ამ ნაცნობობის გამოყენება. გამოყენებასაც გააჩნია როგორ გავიგებთ, უფრო მორცხვი ვიყავი. დახმარების თხოვნა არ "ტეხავს", სადღაც ყველამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. მითუმეტეს ისეთ სოციალურ სფეროში, რომელიც ურთიერტობებსა და კონტაქტებს საჭიროებს. მერე ფირსაკრავები ვიყიდე და ორი წელი, მუდმივად, ალბათ ყოველ დღე ვვარჯიშობდი. ფეისბუქს ლაივის ფუნქცია რომ დაემატა, ტელეფონით ვსტრიმავდი ჩემს ოთახში რასაც ვუკრავდი. მახსოვს, ხიდის და ბასიანის რეზიდენტები მასაფორთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არცერთს არ ვიცნობდი. ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა - მთელი გულით და სულით ვუზიარებდი ადამიანებს ჩემს ახალ სიყვარულს. მერე იყო დეითები, პირველი ჰონორარი.  წამოვიდა კლუბები,  მტკვარი, გალერი, ხიდი, ბასიანი და მოვედი აქამდე.

შენი აზრით, რა ქმნის დიჯეის ნამდვილ იდენტობას?

დიჯეობა მხოლოდ ტექნიკურად კარგად დაკვრა, ქარიზმატული “ტიპობა” ან მაგარი სელექცია არ არის. დიჯეის ნამდვილ არტისტად აქცევს ამ ყველაფრის ერთობლიობა - ესაა დოგმა. უნდა შეგეძლოს ტექნიკურად ისე დაუკრა შენი სელექცია, რომ არ იგრძნობოდეს თითქოს ხალხს შენი ვალი აქვს. დიჯეინგი ცოცხალი პროცესია - ენერგია ხალხსა და დიჯეის შორის, უფრო სწორად , მუსიკასა და ადამიანებს შორის. დღეს ისე უღებენ დიჯეის გეგონება პეპერსების კონცერტზე არიან. მაგრამ დიჯეის მთავარი გამოწვევაა - შეგეძლოს იგრძნო სივრცე, აუდიტორიის განწყობა და მოარგო შენი მუსიკა გარემოს. იპოვო სწორი „გასაღები“.  მნიშვნელოვანია, გქონდეს არაორდინარული და საინტერესო სელექცია.  საბოლოოდ, დიჯეინგი მაინც პერფორმანსია - მნიშვნელოვანია, თავად მიიღო სიამოვნება პროცესისგან, რადგან ეს ენერგია ზუსტად ისე ბრუნდება უკან, როგორც მუსიკა ვრცელდება ადამიანებში.

ამ წლების მანძილზე, გქონია პერიოდი, როცა გიფიქრია დიჯეინგზე უარი გეთქვა? რა იყო ამ გზაზე შენი შთაგონება?

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა თითქოს აღარ გაქვს ძალა ან სურვილი გააგრძელო ის, რასაც აკეთებ. მაგრამ თუ ეს შენი საყვარელი საქმეა, მარტივად ვერ შეელევი. უკვე ათ წელზე მეტია ამ სივრცეში ვარ - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამ დროში გავიზარდე, ბევრ რამეს მივხვდი და უკვე ისე ემოციურად აღარ ვუყურებ ყველაფერს, როგორც ადრე. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც არტისტების ურთიერთობას ერთმანეთთან, ისე არტისტებსა და კლუბებს შორის კავშირს. ბევრჯერ მქონია იმედგაცრუების და გულისწყვეტის განცდა, მაგრამ ბოლოს იზრდები და ეს ყველაფერი შენზე აღარ მოქმედებს. ერთგვარი გამოცდილებაა - ბარიერებს გავს, რომლის გადმოლახვაც შეუძლებელი ხდება. შენი თავი მეტნაკლებად ნაპოვნი გაქვს, იცი რა როგორ მუშაობს,  შენს საქმეს აკეთებ და უკვე ეჭვებშიც აღარ ხარ - ეს არის მთავარი. ზრდის პროცესს ყველა გადის. ამ სცენას ახასიათებს ტოქსიკურობა, მთავარია მალევე მიხვდე არ აყვე და აკეთო შენი საქმე. მიიღო სწორი უკუკავშირი და გაანალიზო. თორემ ეს ტოქსიკურობა გაგანდგურებს და მერე ძნელია აღდგენა. ვისწავლე, რომ დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ უნდა გაჩერდე, მუდმივად წინსვლაზე უნდა ორიენტირდე. ცხოვრების რაღაც ეტაპზე, როცა თვითკმაყოფილება გიპყრობს და გგონია ყველაფერი შეასრულე, წლების შემდეგ აანალიზებ თურმე რამდენი რამე შეგეძლო. დღესაც ამ ზგაზე ვარ და ჩემი მიზნისკენ მივდივარ. დიჯეინგი ჩემთვის არის ხელოვნება და მერე უკვე პროფესია რომელსაც რასაკვირველია შთაგონების წყარო სჭირდება. ეს უკანასკნელი ჩემი მეგობრები, კოლეგები, საკუთარი თავია. დიდ პატივს ვცემ არტისტებს ვისი დამოკიდებულებაც დიჯეინგისადმი მუშაობაში აისახება. მანდ ჩანს ადამიანური ფაქტორები, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კოტე ჯაფარიძე და 303 Hz - როგორ დაიწყო შენი მენტორული კარიერა?

 303 Hz-ის ათონელზე არსებობის დღიდან, რაც დიჯეინგის კურსი გაიხსნა, ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც აქ მუშაობს. შვიდ წელზე მეტია რაც ვასწავლი და ვფიქრობ საქმე თუ არ გიყვარს შვიდი წელი ვერ შეძლებ მუშაობას. მითუმეტეს, როცა არსებობენ ადამიანები ვინც ამას დადებითად აფასებს, ეს კიდევ უფრო მეტად სასიხარულო ხდება. კურსის დაწყება ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. მაინტერესებდა, როგორ შემეძლო გამოცდილების სრულფასოვნად და გააზრებულად გადმოცემა მოსწავლეებისთვის. ეს მაძლევდა დრაივს და თვითკმაყოფილების შეგრძნებას. გარდა ამისა, სწავლება იყო შესაძლებლობა დავრჩენილიყავი მუსიკასთან ყოველდღიურ კავშირში. ამით მეც ვვითარდებოდი და სხვაც. მოსწავლეებთან ურთიერთობას რაც შეეხება - ეს არ არის ზედაპირული, უბრალოდ სილაბუსს გაჰყვე, ამოწურო და დაემშვიდობო. ეს არის იდეურად გადასცე, შინაარსობრივად ჩაწვდეს არსს. ჩემი მიზანი იყო და არის, მაქსიმალურად შევეცადო “მოვწამლო”  ელექტრონული მუსიკის სცენით, ისტორიით, ადამიანებით თუ სივრცეებით. შიგნიდან დავანახო და შევაყვარო რეალური დიჯეინგის არსი - და არა ეს უბრალოდ ჟურნალის ყდაზე გამოტანილი ლამაზი ფოტოები, რომელიც ნამდვილად მომხიბვლელად გამოიყურება. ეს არაა დიჯეინგი, დიჯეინგი არის სიყვარული მუსიკისადმი და იმ კულტურისადმი რაც ამ ყველაფრის უკან დგას და ამ ისტორიის ნაწილია.  ჩემი მიზანია, ბოლოწვეთამდე გადავცე პერსონალური გამოცდილება - მოვუყვე, ვაჩვენო. მოსწავლეები შემიკრიბავს და ორ ან სამ record shop-ში წამიყვანია. ეს ხდება ორგანულად, აქაც ორმხრივი კავშირი უნდა შედგეს. დიჯეინგი იმხელა ინდუსტრია გახდა, ხანდახან ძნელია ამ კავშირის პოვნაც. ძალიან ბევრია დაინტერესებული, სხვადასხვა მოტივები აქვთ. ხანდახან არაჯანსაღი დამოკიდებულებაც კი, რაც სამწუხაროა თუმცა ინდუსტრიიდან გამომდინარე გარდაუვალი.

როგორც არტისტი/მენტორი-  რჩევა, რომელსაც დამწყებ არტისტებს მისცემდი.
დამწყებთათვის ჩემი მთავარი რჩევა იქნება - არ იჩქარონ, take it slow. ყველაზე მნიშვნელოვანია გაერკვნენ, ვინ არიან და რაზე დგას თუნდაც ქართული სცენა, სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტენ არ დააზიანონ. ეს ეხება ყველაფერს - პატარა პროექტი იქნება თუ დიდი ფესტივალი. ეს უკანასკნელი - უნდა იყოს თავგადასავალი - ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ მაქსიმალურად განტვირთვას, დაივიწყებენ ყოველდღიურ რუტინას, მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარებენ დროს, შეიძენენ ახალ ნაცნობობებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და შეხვდებიან საყვარელ არტისტებს. ყველაფერი ნაჩქარევი უხარისხოა, ამიტომ ბევრი ეძებონ, ბევრი მუსიკა მოისმინონ, ფანტაზია გააამდიდრონ და მერე ივარჯიშონ ამის ტექნიკურად დახვეწაზე. ნელი ნაბიჯებით და ხარისხიანად აუცილებლად მიაღწევენ სასურველ მიზანს.

 

 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Ableton Live Online

-5%

ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს ონლაინ გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების გაკვეთილები . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

Skillshare

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ საწყისი ცოდნა მუსიკის წარმოების და რეალიზაციის . . .

MIXING IN A BOX

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე

რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.

მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ - სალი კიპაროიძე

მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ხმა, ჟღერადობა არაა - ენაა, თავისუფლებაა , რაღაც რიტუალია, როგორ ვამუშავებ სამყაროს და გამოვხატავ იმას, რასაც სიტყვები არ ჰყოფნის.

მე ვარ ის ნინია და ეს ამბავიც ჩემი გზის ნაწილია.

თვრამეტი წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ.

303 Hz X Tela

303 Hz პირველი ელექტრონული მუსიკის სკოლაა,

შემოქმედებითი გზა - რატი ლეჟავა

ბერლინში გატარებულმა პერიოდმა ჩემი შემოქმედება ახალი გზით წაიყვანა.

Mentor Session: BEQA

უკვე ერთი წელია, რაც 303 Hz-ის გუნდს შემოვუერთდი,