რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?
გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ თანამდეროვე მუსიკის, კერძოდ ელექტრონული მუსიკის ოჯახის მნიშნველოვანი წევრის, დიჯეის და ზოგადად დიჯეინგის ანუ მიქსინგის
შესახებ.
რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?
მიქსინგი არის ორი ან მეტი ფირფიტსაკრავის ან/და ციფრული „დეკის“ საშუალებით მიღებული მუსიკალური უწყვეტობა.
ხშირად მიქსინგი და მუსიკის წარმოება (Music Production) ერთმანეთში ერევათ ხოლმე, ამიტომ მკაფიოდ განვსაზღვროთ მათი განსხვავებები. დიჯეინგი მოიცავს უკვე დაწერილი, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების (ტრეკის) ერთნამეთში რითმულ და დრამატურგიულ სინთეზს, მაშინ, როცა ფროდაქშენის პროცესში ხელოვანი ნულიდან ქმნის ანუ წერს "ტრეკს".
დღევანდელ საკლუბო სცენაზე მიქსინგი უცხო არ არის, თუმცა მისი განვითარება დიდ საინტერესო ისტორიას ინახავს.
დიჯეინგის მშობლიური გარემო არა კლუბი, არამედ რადიო გახლავთ მეოცე საკუნის პირველ ნახევარში, რადიოში მუსიკის უწყვეტობაზე სწორედ დიჯეები აგებდნენ პასუხს.
თვითონ სახელი - DJ იგივე, რაც Disk Jockey პირველად ამერიკელმა რადიოს კომენტატორმა უოლტერ ვინჩელმა (Walter Winchell) 1935 წელს გამოიყენა.
მაშინ მუსიკის და ზოგადად ნებისმიერი აუდიო ჩანაწერის შენახვისა თუ გავრცელების საშუალება ვინილის ფირფიტები და ფირები (ე.წ. ბაბინები) იყო.

პირველი წვეულება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1943 წელს ბრიტანეთში გაიმართა. ამ წვეულების მასპინძელი რადიო დიჯეი ჯიმი სავილი (Jimmy Savile) გახლდათ, დღეისთვის ის აღიარებულია, როგორც მსოფლიოში პირველი დიჯეი.
ჯიმიმ 1947 წელს პირველად გამოიყენა წყვილი ფირფიტსაკრავები უწყვეტი მუსიკალური წყვეულებისთვის. ამის შემდგომ მუსიკის კულტურამ განვითარება, ტენქოლოგიური რევოლუციის მხარდამხარ განაგრძო.
გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იამაიკაში საფუძველი ჩაეყარა საუნდ სისტემების განვითარებას.
იამაკის გეტოს ქუჩებში იმართებოდა წვეულებები, სადაც საუნდ სისტემებთან ერთად ასპარეზი სელექტორებსა და დიჯეებს ეთმობოდათ. მოგვიანებთ ამ ყველაფერს კომერციული ხასიათი მიეცა და დიჯეინგმა განვითარება ევროპასა და აშშ-ში განაგრძო.
თითქმის ყველა მუსიკალურ ნაწარმოებს გააჩნია ტემპი/რითმი, იგივე BPM (Beat Per Minute), ანუ რამდენი რითმული თვლა აქვს ამ მუსიკალურ ნაწარმოებს წუთის განმავლობაში. რითმის სინთეზი (Beat-Matching) 2 ან რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების რითმულ თანხვედრას მოიცავს. ეს ტექნიკა პირველად 70 იან წლებში ამერიკელმა დიჯეიმ ფრენსის გრასომ (Francis Grasso) გამოიყენა.
მიქსინგის ტექნიკების შესახებ ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებამ ხელი შეუწყო მიქსინგის სხვადასხვა მეთოდების ჩამოყალიბებას. მაგალითად ორ იდენტურ ფირფიტას შორის მიქსინგი, რაც მუსიკის განმეორებას, ტაქტის ან ბითის დრამატურგიას მოიცავდა. ჰიპ-ჰოპ დიჯეიმ, გრენდ უიზარდ თეოდორმა (Grand Wizard Theodore) 1975 წელს სქრეჩინგის ტექნიკა გამოიგონა და ასე დაიბადა თურნთეიბლიზმი (Turntablism), რაც ფირფიტაზე მანიპულაციით მუსიკის სახეცვლილებას გულისხმობს, დღეისთვის თურნთეიბლიზმი ვინილ დიჯეების პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს და ეს სტატუსი დიჯეინგში ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელი და საამაყოა.
დააკვირდი ლეგენდარული ჯეფ მილსის (Jeff Mills) და გრენდ უიზარდ თეოდორის (GrandWizard Theodore) ტექნიკებს: https://bit.ly/2ZMUF7M https://bit.ly/3bEXkTP
დღეს, ფირფიტსაკრავების გარდა დიჯეინგისთვის ბევრი ციფრული მოწყობილობა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია Pioner-ის წარმოების დიჯეი „დეკები“, რომლებიც ფირფიტსაკრავის გამარტივებული და მრავალფუნქციური ალტერნატივაა. „დეკების“ გარდა შეუცვლელი კომპონენტია „მიქსერი“, რომელიც თავს უყრის დეკებიდან წამოსულ ციფრულ ინფორმაციას, გარდაქმნის ანალოგურ სიგნალად და აუდიო სისტემაში ამისამართებს. და მაინც რა საჭიროა ყურსასმენი? ყურსასმენის საშუალებით დიჯეი ამუშავებს რითმულ სინთეზს (Beat-matching) და განზასღვრავს დრამატურგიას. მსმენელი კი უკვე კარგად დამუშავებულ ჰარმონიულ მუსიკას უსმენს.
ავტორი: მარიამ კვირიკაშვილი