HAMATSKUI

"მუსიკა გარკვეულ წილად მოგზაურობაა ემოციებში." - ნიკა მიქავა

2024-07-31 17:11:53

ნიკა მიქავა, სასცენო სახელით - MIKAWA, 303Hz - ის კურსდამთავრებულის.
კურსი - DJing
მენტორი - შოთიკო წვერავა (Sumo)


   - "მუსიკა ჩემთვის დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში, ყველა ეტაპს განსხვავებული ჟანრი და ჟღერადობა ჰქონდა. წლების განმავლობაში ვთამაშობდი კალათბურთს და დიდი დოზით იყო ჰიპ-ჰოპი ჩემს ფლეილისთში, შემდგომ ელექტრონული მუსიკის სივრცეები გაჩნდა და მანდ დაიწყო ჩემი ინტერესიც ამ ჟანრის მიმართ. ჩემი აზრით ელექტრონული მუსიკა თანამედროვე კლასიკაა, რომელსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს მსოფლიოს მაშტაბით.

საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რამაც გარკვეულ წილად ჩემს განვითარებაშიც დიდი როლი ითამაშა. გაჩნდა სივრცეები, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესოა, სადაც  ყოველკვირას უცხოელი თუ ლოკალური არტისტები განსხვავებულ ჟანრებს გაცნობენ.

წლებია სელექციით ვარ დაკავებული და  ჩემი მუსიკალური გემოვნებაც ბევრ ჟანრს მოიცავს, ყოველდღიურად უამრავ ჟღერადობას ვუსმენ, აქედან acid ჟღერადობა ყველაზე ახლოსაა ჩემს გემოვნებასთან. დიდი სურვილის მიუხედავად 2023 წლამდე ტექნიკურ მხარესთან არ მქონდა შეხება.

303Hz-ში ცხოვრების სწორ მომენტში აღმოვჩნდი, რა დროსაც შევისწავლე მიქსინგი და ამ პროცესმა საერთოდ სხვანაირად დამანახა მუსიკა. ამ წლების განმავლობაში ბევრი კითხვა მქონდა დაგროვილი, მენტორი შოთიკო წვერავა (Sumo) დამეხმარა ყველაფრის გარკვევაში, მან თავისი ცოდნა თუ ხედვები გამიზიარა, მასთან ერთად პრაქტიკულ გაკვეთილებზე საკმაოდ სწრაფად დიდი გამოცდილება მივიღე, რამაც მეტი თავდაჯერება მომცა.  303hz-ის მუსიკალური სკოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ განათლების მიღების საშუალება, დიდ მხარდაჭერას გრძნობ, როგორც მენტორისგან, ისე სტაფისგან.

მუსიკა ყველასთვის გარკვეულ წილად მოგზაურობაა ემოციებში, სადაც შეგიძლია თავისუფლად გამოხატო საკუთარი თავი, მნიშვნელობა არ აქვს ბედნიერების თუ სევდის მომენტებში. მუსიკით გრძნობების გამოწვევისა და გადმოცემის ძალა შეუდარებელია და ამ ხელოვნების ფორმაში წვლილი შეიტანო, პრივილეგიაა.
ვცდილობ სტუდიაში დიდი დრო გავატარო, საწყის ეტაპზე პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დროსაც ბევრ რამეს ხვდები და აღმოაჩენ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში პროდაქშენის მიმართულებითაც გავიღრმავებ ცოდნას და საინტერესო პროექტებზე დავიწყებ მუშაობას."

303_Hz · 303Hz X MIKAWA

თეგები:

დიჯეინგი

CDJ

დიჯეი

დამწყები მუსიკოსებისთვის

DJING -ის ინტენსიური კურსი

-5%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

გაიცანით 13 წლის პროდიუსერი - იკაკო რამინაშვილი, სასცენო სახელით "Chaoss"

შეგიძლია იმღერო, დაუკრა, და ათასი რამ გააკეთო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაში შრომა ჩადო და სიყვარული, შენ თუ დროს, ტვინს და სხეულს მიუძღვნი მას, შენ შეძლებ რომ მუსიკოსი იყო. - იკაკო რამინაშვილი

303Hz ჩემთვის რეალობისა და ჩემი ფანტაზიების გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდა - Glitz-N-Groove

303Hz ჩემთვის რეალობისა და ჩემი ფანტაზიების გადაკვეთის წერტილი აღმოჩნდა - აქ შევიძინე ის უნარები, რომელიც მუსიკასთან ფიზიკური შეხების საშუალებას მაძლევს, რაზეც, შეიძლება ითქვას, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა, ვოცნებობ. ეს ადრე ძალიან მიუწვდომელ და შორეულ მიზნად მიმაჩნდა, რადგან ძალიან დატვირთული ყოველდღიური რუტინის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი საქმის შესწავლისთვის დროის გამონახვას შევძლებდი. - Glitz-N-Groove

ნებისმიერ მედიას ხასიათს აძლევს ის მუსიკა, რომლითაც ვაფორმებ. - ანა ჭიჭინაძე

ჩემთვის 303Hz გახდა ადგილი, იმ შესაძლებლობებისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრებაა მუსიკაში ვეძებ. ჩემთვის მუსიკა არის ხელოვნების უნივერსალური ფორმა, რომელსაც ყველაზე ახლოს შეუძლია მიგიყვანოს საკუთარ თავთან ნებისმიერ მდგომარეობაში. დიდი ხანი ვფიქრობდი სასცენო სახელზე. “sparks” - ეს არის ნაპერწკალი, რომელსიც მუსიკოსსა და მსენელს შორის ჩნდება პერფორმანსის დროს. - ანა ჭიჭინაძე

"ახლა უფრო დახვეწილად აღვიქვამ ჟანრებსაც და თვითონ ტრეკებსაც" - KVALI

მუსიკა ჩემს გარემოცვაში სულ იყო ადრეული ასაკიდან სხვადასხვა ჟანრის, ახლა უფრო დახვეწილად აღვიქვამ ჯანრებსაც და თვითონ ტრეკებსაც, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. - KVALI

მუსიკა კვებავს ჩემს ემოციებს - გივი მუმლაძე (Obsqor)

მუსიკა მთელი ცხოვრების განმავლობაში კვებავს ჩემს ემოციებს და სულის იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკურ სხეულში ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნაში არის პასუხისმგებელი.