303 Hz – ელექტრონული მუსიკის სკოლა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გიორგი ათონელის 31 ნომერში ავითარებს ელექტრონული მუსიკის ხელოვნებას. 303 Hz არა მხოლოდ სასწავლო სივრცეა, არამედ კრეატიული ენერგიის ძიების ადგილიც. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი კარი ღია იყო პროფესიონალი ტრენერებისა და გამორჩეულად ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომლებმაც ჩვენთან ერთად როგორც ტექნიკური ასევე საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინეს.
მუდმივად ვგრძნობდით საჭიროებას – შეგვექმნა სივრცე, რომელიც მხოლოდ აკადემიური სწავლებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ გახდებოდა პლატფორმა შემოქმედებისთვის. ადგილი, სადაც სტუდენტები შეძლებდნენ საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას.
+1-ის გახსნა 303 Hz-ისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ყველა დეტალი ესთეტიკურად და ფუნქციურად სრულყოფილი ყოფილიყო. ახლა ეს სივრცე დიდ მოწონებას იმსახურებს, ჩვენთვის კი სასიხარულოა იმის დანახვა, რომ შრომამ და მონდომებამ ამ შედეგამდე მიგვიყვანა.
Plus One-ს ამჟამად აქვს ორი სცენა – Main Stage და Gossip Stage, სადაც დაახლოებით სამასი ადამიანი ეტევა. სივრცისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორ და გემოვნებიან აუდიტორიასთან ურთიერთობა, სადაც აქცენტი კეთდება ხარისხზე და დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე სცენაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის მუსიკას, რაც სტუმრების მაქსიმალურ სიამოვნებას უზრუნველყოფს. Plus One აღჭურვილია თანამედროვე DJ აპარატურით, მათ შორის Xone 92 მიქსერით და CDJ 2000 NEXUS 2 / CDJ 3000 პლეერებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც DJ-ებისთვის, ასევე მუსიკის მოყვარულებისთვის.
Plus One გიორგი ათონელის 29 ნომერში მდებარეობს (მშრალ ხიდთან) ამ შენობის ისტორია არსებობის დღიდანვე განსაკუთრებულია. 1875 წელს აშენდა როგორც - სასტუმრო "გრანდ ჰოტელი" მოგვიანებით კი - სასტუმრო "ბერლინი", ჩვენამდე ეს სივცრცე ეკუთნოდა ფილოსოფიის უნივერსიტეტს. ოდესღაც ამ კედლებში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი მუშაობდა. ჩვენი მიზანია, ამ შენობაში ახალი ისტორია დავწეროთ.
303 Hz არის სკოლა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ნიჭიერი სტუდენტების მოძიება. მენტორების რეკომენდაციის შემდეგ სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას დაუკრან Plus One-ში, ვწერთ მათზე ბლოგებს, ვუზრუნველყოფთ მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალით, ვაწერინებთ ფინალურ მიქსს, რომელსაც ვანთავსებთ ჩვენივე სკოლის Soundcloud-ზე. რა თქმა უნდა ხელს ვუწყობთ ჩვენი სტუდენტების და უკვე ცნობილი არტისტების კოლაბორაციას. ეს არის შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში თავი დაიმკვიდრო.
+1 არის სივრცე, სადაც 303Hz-ის სტუდენტების დიდი ნაწილი უკრავდა, ახლა კი მისი კარი (ორშაბათის გარდა) 18:00-დან 02:00 საათამდე ღიაა ნებისმიერი სტუმრისთვის.
ჩვენს სივრცეში ტარდება მასტერკლასები, Livestream-ები, Showcase-ები და სხვადასხვა ღონისძიებები. ჩვენი მიზანია შევქმნათ დიდი კომუნა, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლებენ თავის წარმოჩენას.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ჩვენი სკოლის ნებისმიერ კურსზე, მათ შორის მათაც, ვისაც არ აქვს მუსიკალური განათლება. კურსის დასრულების შემდეგ, მენტორის რეკომენდაციით მოგეცემათ შესაძლებლობა აღმოჩნდეთ Plus One-ის სცენაზე თქვრენი საყვარელი არტისტების გვერდით.
თეგები:
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
MIXING IN A BOX
-5%
კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .
Live performance -ის ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
ableton live -ის ინტენსიური კურსი
-5%
303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით.
ჩვენს . . .
Ableton Live Online
-5%
ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს ონლაინ გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების გაკვეთილები . . .
303hz-ის მენტორი SUMO ბერლინში ფესტივალ “მზესუმზირას” გუნდთან ერთად გაემგზავრა
20 სექტემბერს ბერლინში გაემგზავრა ფესტივალ “მზესუმზირას” გუნდი.
ამ კოლაბორაციის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, 303hz-ის Djing-ის მენტორი შოთიკო წვერავა, იგივე Sumo-ა.
ბევრი იმედგაცრუებაც მქონია, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა მომცა მოტივაცია გამეგრძელებინა მუშაობის პროცესი - საბა თურქაძე
არის მომენტები , როდესაც გგონია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე და მოწოდების სიმაღლეზე ხარ, თუმცა ამის შემდგომ ხვდები , რომ არ ხარ იქ, სადაც უნდა იყო და ამ ყველაფრის დასალაგებლად გჭირდება დრო.
LIVE PERFORMANCE WITH COBERT - ღია კარის დღე 303Hz
6 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე 303 hz-ში Live Performance-ის ღია კარის დღე გაიმართება, რომელსაც 303-ის მენტორი გიორგი კობერიძე,იგივე Cobert წაუძღვება.
303Hz X CAFE GALLERY [Episode3]
303 hz და Cafe Gallery -ის კოლაბორაციის მესამე ეპიზოდი 9 დეკემბერს გაიმართება
303Hz Merch - პირველი კოლექცია
303Hz Merch ის პირველი კოლექცია ბრენდ "Miller" - თან კოლაბორაციით შეიქმნა.