HAMATSKUI

მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ - სალი კიპაროიძე

2025-05-20 15:29:33

მნიშვნელოვანია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. პროფესიით ვიდეო პროდუსერი ვარ, მაქვს საკუთარი პატარა ფროდაქშენი და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. თუმცა პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ რაღაც კონკრეტული ტიპის ვიდეოების კეთება მიწევდა, ეს  რუტინა მღლიდა და არაფუნქციოურს მხიდა, ის სპონტანურობა და რიტმი რაც ცხოვრებაში მიყვარს თითქოს კომფორტის ზონამ ჩაანაცლა. მუდმივად ვეძებ მძაფრ ემოციებს, სიჩუმეშიც და ხმაურშიც. მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ხმა, ჟღერადობა არაა - ენაა, თავისუფლებაა , რაღაც რიტუალია, როგორ ვამუშავებ სამყაროს და გამოვხატავ იმას, რასაც სიტყვები არ ჰყოფნის. ჩვენ დიდი ხანია განუყოფლები ვართ. ის, რაც ყოველთვის მიყვარდა და მინდოდა დაკავშირებული ვყოფილიყავი, ცხოვრების ყველა ეტაპზე. ბავშვობაში მუსიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ სმენა და რიტმის შეგრძნება არ მქონდა, ვოკალიც არ შეესაბამება სტანდარტებს და დროთა განმავლობაში თითქოს ბედს შევეგუე.  სწორედ ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისა და რამოდენიმე მეგობრის მხარდაჭერა. 

ელექტრონული მუსიკა ძალიან მიყვარს, მიყვარდა ყოველთვის. მოსმენა, ცეკვა. დავდიოდი ყველგან. მაგრამ გაუთვიცნობიერებელი “არ შემიძლია” არ მაძლევდა ჩემი სურვილის რეალობად ქცევის შესაძლებლობას. მახსოვს პირველად 303Hz-ში რომ დავრეკე. ჩემს საყვარელ არტისტს შოთიკო წვერავას (სუმო) ორი თვე ველოდებოდი ჯიუტად. ვფიქრობ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ვარ და არ შევმცდარვარ. ჩემი მიზანი უბრალოდ დაკვრის სწავლა არ ყოფილა. ელექტრონული მუსიკის კულტურის გაცნობა იყო. შოთიკომ მასწავლა ყველაფერი, მუსიკა, კულტურა სად როგორ უნდა მოიქცე, მსმენელის როგორ გესმოდეს, რა არის მისაღები და ვიტყოდი სწორიც. ამის გამო დარწმუნებული ვარ უადგილოდ არასდროს დავუკრავ. ძალიან ბევრ დროს ვუთმობ მუსიკის ძიების პროცესს, თავისუფალი დრო ფაქტოვრივად აღარ მაქვს. თავიდანვე ვიცოდი, რომ თუ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს  და გამომივიდოდა ეს ჩემთვის უბრალოდ ჰობი არ იქნებოდა. როცა სუმომ მითხრა, რომ სმენაც მაქვს, რიტმის შეგრძნებაც და ყურიც ეს იყო  გადამწყვეტი წამი პროფესიონალურად, ხარისხიანად ბოლომდე მივყოლოდი ამ საქმეს, რომელიც უდიდეს სიამოვმებას მანიჭებს.

303 Hz არი ადგილი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვშორდები. ვაპირებ ცოდნის გაღრმავებას, მინდა  ძალიან სწრაფი  და  სუფთა ვიყო ფირფიტებთან  ურთიერთობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ახლა დავასრულე , მალევე მქონდა რამოდენიმე დეითი  მიყოლებით, უახლოესი პერიოდიც უკვე გაწერილი მაქვს. ეს არ არის მარტივი, თუ გავითვალისწინებთ კონკურენტულ გარემოსა და მოკლე დროს. მადლობა ამისთცის ჩემს გენიალურ მენტორს  და 303 Hz-ს, თითოეულ გუნდის წევრს რომლის არსებობაც გაგაბედნიერებთ როცა იქ მოხვდებით. ნახავთ, როგორია როცა ახალ გზაზე, ვიღაც მთელი გულით გვერდით გიდგათ და გეხმარებათ. 

პირველად როცა plus one-ში დვაუკარი ნერვიულობისგან ვეღარ ვხედავდი ვერაფერს. უდიდესი გამოცდილება მივიღე და ვისწავლე როგორ  მივიღო სიამოვმება დაკვრის დროს ისე,  როგორც ვარჯიშისას სკოლაში. დავიწყე ჩემი ინსტინქტების ნდობა. თავიდან ზედმეტად ვფიქრობდი ჩემს სეტებზე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საუკეთესო მომენტები მაშინ დგება, როდესაც მუსიკას სიტუაციის შესაბამისად, სპონტანურად ვუკრავ და ვგრძნობ. 

სასცენო სახელზე ბევრი არ მიფიქრია. ეს ჩემი ნამდვილი სახელისა და გვარის ნაზავია. მინდოდა, რომ ის პირადი და ავთენტური ყოფილიყო - მარტივი, მიმზიდველი და ჩემი ვინაობის შესაბამისი. როგორც არტისტი, მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ყველა სეტში უამრავ ემოციასა და ენერგიას ვდებ. აქ მხოლოდ მუსიკის დასაკრავად არ ვარ - აქ მოგზაურობის შესაქმნელად ვარ. იმისთვის, რომ რაღაც ღრმა, საინტერესო და დაუვიწყარი იგრძნოთ. ჟღერადობა მუდმივად ვითარდება. მჯერა, რომ საცეკვაო მოედანი ხალხისთვის წმინდა სივრცეა და მას დიდი პასუხისმგებლობიით, ინტუიციით, გრძნობით და ვნებით ვეპყრობი. არ ვაპირებ გაჩერებას, ფროდაქშენსაც ვისწავლი, მინდა გავაგრძელო საზღვრების გადალახვა და შევქმნა ჟღერადობა, რომელიც მე მგავს, რომელიც უდავოდ ჩემი იქნება. მინდა დავუკავშირდე ხალხს საცეკვაო მოედანზე და აღფრთოვანებული დავტოვო. 

ჩემი აზრით, მუსიკა არტისტზე მეტყველებს ისე, როგორც ხელწერა — უნიკალურია და ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ის ასახავს ჩვენს ემოციებს, გამოცდილებებს, ხედვასა და იმ ენერგიას, რაც ჩვენ სულში ცოცხლობს. იმ ჟღერადობაში რასაც ვუკრავთ  ვლინდება ჩვენი შიში, თავისუფლება, სიბნელე თუ სინათლე — ყველაფერი, რასაც  შეიძლება არ  ვამბობთ, მაგრამ ხმოვან ფორმაში გადმოვცემთ.  ძალიან თავდაჯერებული და ცოტა ამბიციური ვარ ალბათ, ჩემ თავს უკვე არტისტებში რომ მოვიხსენიებ ასე მარტივად და გულწრფელად. ეს მომწონს, მჯერა რომ კარგი არტისტი ვიქნები. მუსიკა რომელსაც ამ ეტაპზე ვუკრავ არ გავს ერთმანეთს, გააჩნია ადგილს სად მივდივარ.  ბედნიერი ჟღერადობა ჩემთვის ისევე სასიამოვნოა როგორც გრუვი ხმა, რომელიც დაუმთავრებელ სურვილებს, ღამის ქაოსს და ადამიანის შინაგან სიგიჟეს აღვიძებს. ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყვეალფერი დროთაგანმავლობაში - SALLY KIPA

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

"დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად" - BONJOURLAN

ახლაც მახსოვს თითოეული დეტალი, როდესაც პირველად 303 Hz-დან დამირეკეს. მენტორმა რეკომენდაცია გაგიწიათ და ხომ არ დაუკრავდით Plus One-შიო. 

Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე

გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One

"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე

რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - გიორგი დარსალია

კონკრეტულად  არ მახსოვს როდის დავინტერესდი მუსიკით. სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის

ცხოვრების ახალი ეტაპი - ნიკოლოზ კვიტატიანი

როდესაც  ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი კლუბები და მითუმეტეს ფესტივალები არ იყო.

ეს მხოლოდ დასაწყისია - სალომე გოგრიჭიანი

ში. არ მახსოვს როდის მოვედი აქ პირველად, მგონია რომ სულ აქ ვიყავი.