ეს მხოლოდ დასაწყისია - სალომე გოგრიჭიანი
მიყვარს 303 Hz, ეს კედლებიც კი, თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. არ მახსოვს როდის მოვედი აქ პირველად, მგონია რომ სულ აქ ვიყავი. Ableton live-ის და DJing-ის კურსი გავიარე. Ableton-ის კურსი DJingis ათვისებაში დამეხმარა, უფრო მარტივად და სიღრმისეულად ვიგებდი. თანაც მე ვიყავი ის ადამიანი ვინც მართლა ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური საკრავები ძალიან მიყვარდა, ზოგიერთი მათგანის სახელიც არ ვიცოდი, თუმცა თითოეული მათგანი რაღაცნაირ მოწიწებას იწვევდა ჩემში. დაახლოებით 7 წელი მინდოდა ამ კურსის შესწავლა, თითქოს ვერ ვბედავდი. ძალიან არ მომწონდა ჩემი ვიდეოების ყურება და რომ წარმოვიდგენდი თავს დიდი აუდიტორიის წინაშე, რაღაც შიში მიპყრობდა. სასაცილოა, მაგრამ მთელი ბავშვობა, ძილის წინ ვოცნებობდი და ნათლადაც ვხედავდი ჩემს თავს სცენაზე, პატარა სალომე დარწმუნებული იყო რომ “სცენის ქალი” გავხდებოდი.
გავბედე და მოვედი.

ერთხელ სტაფის ოთახში ტირილით შევვარდი, მეგონა არაფერი გამომდიოდა და ახლაც მახსოვს სიტყვები, “ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, ბევრად დიდი დაბრკოლებები იქნება წინ და მაგარი მაშინ იქნები, როცა ბოლომდე შებერავო” და ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ალბათ პერიოდი იყო ასეთი და მეც სწორ დროს სწორ ასგილას აღმოვჩნდი.
პირველად Plus One-დან რომ დამირეკეს, მენტორმა რეკომენდაცია გაგიწია და დაუკრავო? ზუსტად მახსოვს სამშაბათი იყო, ახლაც პირი გამიშრა, რომ გამახსენდა. ტრეკი არ მქონია მოძიებული, თავში ყველაფერი ერთად ტრიალებდა, რასაც ვუსმენ და მომისმენია მგონი ერთად ჩამესმოდა, ვიცოდი მზად არ ვიყავი. ვეღარ ვიძინებდი ისე მეშინოდა, აღფრთოვანება, შესაძლებლობა, ყველაფერი ერთად იყო. არ მახსოვს რა დავუკარი, მაგრამ მახსოვს ის მხარდაჭერა და ის ემოციები, ის სიმსუბიუქე რაც მაშინ ვიგრძენი. ახლაც, ყოველ ჯერზე მაქვს ეს განცდა. არ მახსოვს რას ვუკრავ, მაგრამ მახსოვს ემოცია. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ყველაფერი მომცა აქაურობამ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები უფრო მეტად დავაფასე, გავიცანი ადამიანები რომლებთანაც ვმეგობრობ.
ყველაფერთან ერთად, უკვე რიტუალადაც მექცა დაკვრამდე მამაჩემთან საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ მუსიკას შეიძლება სულაც არ უსმენდეს. მნიშვნელოვანია როდესაც შენი ოჯახის წევრები მხარს გიჭერენ. ჩემი დილა აუცილებლად იწყება მუსიკით, მაგრამ ხანდახან ქუჩის ხმაურის მოსმენაც მიყვარს, არ ვარ ადამიანი ვინც მუდმივად ყურსასმენით დადის. მუსიკა ბევრად მეტია ვიდრე სიტყვები რომლითაც მისი აღწერა შემიძლია, თითქოს ყველა სიტყვა პატარავდება და არ არის საკმარისი.
მე თვითონ საკმაოდ ჯიუტი ვარ, მიყვარს ჯანსაღი კრიტიკაც, თუმცა თუ მე არ მომწონს, ვერაფერს გავითვალისწინებ. ალბათ ესეც ჩემი ხასიათის ბრალია. ჩემი სასცენო სახელი Suzanne ciani-ია ესეც Ableton-ის გაკვეთილს უკავშირდება. ჩვენმა მენტორმა, სანდრო მიშელაშვილმა გაგვაცნო სუზანი, ელექტრონული მუსიკის დივა, რომლის საუნტრეკებიც საკმაოდ ცნობილია ფილმებში. მაშინ მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, თან ჩემი გვარის დაბოლოვებაც რაღაცნაირად მის გვარს მივამსგავსე და საბოლოოდ სასცენო სახელად ვაქციე.
მომწონს სადაც ვარ, ვინც ვარ. მართალია ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვარ. ალბათ ისევ ამიტომაც ვუკრავ.