HAMATSKUI

MIXING IN A BOX-With RYDEEN - ღია კარის დღე 303Hz

2024-06-19 19:00:00

ოთხშაბათს, 19 ივნისს, საღამოს 7 საათზე , თანამედროვე მუსიკის სკოლა 303Hz წარმოგიდგენთ მუსიკალური წარმოების მიქსინგისა და post production - ის ღია კარის დღეს.  სადაც განხილული იქნება Mixing In a Box - ის ტექნიკური და კრეატიული ასპექტები, რაც გულისხმობს: სიგნალის როუთინგს, მიქსინგს, კომპოზიციის სტრუქტურას, არქიტექტურას, მათ ანალიზს და სხვა.

✦ ღია კარის დღეს წარუძღვება ჩვენი სკოლის მენტორი Datuna Dgebuadze ,სასცენო სახელით Rydeen
 

ჩვენს სკოლაში ამ კურსს დათუნა დგებუაძე, იგივე Rydeen ხელმძღვანელობს. დათუნამ მუსიკის კეთება ადრეული ასაკიდან
დაიწყო, როცა აკუსტიკური მუსიკიდან (ელექტრო გიტარა), ელექტრონულში გადმოერთო. სხვადასხვა ჟანრში თავის მოსინჯვის შემდეგ მან დაიწყო პროექტი Rydeen, რომელიც თავიდან მხოლოდ პროდაქშენზე იყო ორიენტირებული, 2 წლის შემდეგ კი დიჯეი და ლაივ სეტების დაკვრაც დაიწყო. მას შესწავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულებები,როგორიცაა Sound Engineering, Songwriting, Music Theory და უკვე მესამე წელია, რაც 303Hz-ის ოჯახის წევრია.


 "დამწყები პროდუსერები ხშირად ვერ ხვდებიან მიქსინგის ცოდნის აუცილებლობას; Ableton Live-ის, ანუ მუსიკის წარმოების კურსის გავლის შემდეგ, მიქსინგის შესწავლა საშუალებას მოგცემს შენს მიერ გაკეთებული ტრეკი კარგად, დაბალანსებულად ჟღერდეს სხვადასხვა საუნდ სისტემაში.
თუ სტუდენტს სურვილი აქვს, რომ ეს სფერო სრულყოფილად აითვისოს და კონკრეტული ნაბიჯები თამამად გადადგას, უნდა იცოდეს, რომ ეს კურსი, მიქსინგის პროცესი, ამისათვის ერთ-ერთი განუყოფელი ნაბიჯი და ეტაპია."
- დათუნა დგებუაძე , 303Hz ში, კურსის "Mixing in a box" , მენტორი. პროდიუსერი და დიჯეი


რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://shorturl.at/n5iF6

თეგები:

მიქსინგი

მუსიკალური სტუდია

დამწყები მუსიკოსებისთვის

პროდიუსერები

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

mixing - post production

-5%

კურსის განმავლობაში აითვისებ მიქსინგისა და ინჟინერიის ტექნიკებს და შეძლებ საკუთარი კომპოზიციის . . .

რა არის და რისთვის გამოიყენება მიქსინგი - კურსი" Mixing In a Box "

303Hz-ის ერთ-ერთი მენტორი დათუნა დგებუაძე,იგივე RYDEEN მოგიყვებათ რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი მიქსინგი და მისი კურსი - "Mixing In a Box"

303Hz Merch - პირველი კოლექცია

303Hz Merch ის პირველი კოლექცია ბრენდ "Miller" - თან კოლაბორაციით შეიქმნა.