HAMATSKUI

303Hz არის აკადემიურობის და უშუალობის შერწყმა, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგის საწინდარია - ლაშა ნიკოლეიშვილი

2023-03-20 20:53:17

გაიცანით 303Hz-ის ოჯახის ერთგული წევრი - ლაშა ნიკოლეიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში 303 Hz–ის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ის პანდემიის პერიოდში სკოლის არაერთ პროეტს ხელმძღვანელობდა, ამის შემდეგ უკვე მეორე წელია, რაც Ableton Live -ის მენტორების სიაშია და უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 100 ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ლაშა ნიკოლეიშვილი 303 Hz ის არსებობის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული ახალი არტისტების აღმოჩენაში ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში. ის ხელმძღვანელობდა ჩვენი სკოლის ლაივ სტრიმებს, რომელსაც ყოველკვირეული სახე ჰქონდა , ასევე კოლაბორაციას რადიო ჯიპასთან და ა.შ.
გარკვეული ეტაპის შემდეგ, პანდემიის კრიტიკულ პერიოდში, როგორც ყველა სფერო ,ასევე ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაც დაზარალდა და ჩვენი სკოლის მთლიანი გუნდი ცდილობდა ამ პერიოდშიც  იგივე ენერგიით და მონდომებით  არმოეჩინათ ახალი ნიჭიერი არტისტები, რომლებიც დღეს წამყვანი ვენიუების ლაინაფებშიც კი გვხვდებიან.

ამ პერიოდში ლაშა ყველა მიმართულებით 303 Hz-ს გვერდში ედგა და მისი და სკოლის სხვა დანარჩენი მენტორების დიდი დამსახურებით , დღეს 303 Hz- ელექტრონული მუსიკის შემსწავლელ სკოლად ისევ პოზიციონირებს, მეტიც, ჩვენი გუნდი გაიზარდა და თითოეული მიმართულებით ყველა მენტორს სრულად აქვს ათვისებული აუდიტორიები-მოთხოვნის შესამაბისად.
ლაშას შემოქმედება პირველივე დღეებიდან საკმაოდ დიდ ყურადრებას იქცევს, მას ნიჭთან და გამოცდილებასთან ერთად აღმოაჩნდა იმის უნარიც, რომ პროდიუსინგის მიმართულებით სტუდენტებისთვის გადაეცა ის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც მომავალ პროდიუსერებს და არტისტებს გამოადგებოდათ და გაზრდიდათ პროფესიულად.





- ” მახსოვს, როდესაც 303 ის გუნდს შემოვუერთდი , მუსიკალური ინდუსტრიისტვის ურთულესი პერიოდი იყო, ამ პერიოდში თითოეულ გუნდის წევრს გვიწევდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მყარად დავმდგარიყავით და ერთად “გადაგვერჩინა” ის საყვარელი საქმე და ადგილი, რასაც დღეს 303Hz ჰქვია.
გვიწევდა ისეთი საქმის კეთება, რასაც იმ მომენტში ფინანსური კუთხით არაფერი მოქჰონდა სკოლისთვის. ფაქტობრივად უანგაროდ ვიდექით 303Hz ის გვერდით ვისაც რითი შეგვეძლო, ეს გულისხმობდა როგორც სკოლის ვიზუალურ რეკოსტურქციას, ისე შიდა განათლების სისტემის რეფრეშს, რებრენდინგს და ყველაფერს, რაშიც ყველა მეგობარი, მენტორი და სტუდენტი ჩართული იყო, რის შედეგადაც სკოლა დღეს საკმაოდ მაღალ საფეხურზეა.

მენტორობა ჩემთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო ყოველთვის და როდესაც შორიდან ვუყურებდი ამ ადამიანებს, მუდმივად მქონდა განცდა, რომ ის, რასაც აკეთებენ, რთული და ამავდროულად საინტერესოდ სასიამოვნო პროცესი იყო. წლებლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, მაძლევდა საშუალებას , მეხელმძღვანელა რამდენიმე ჯგუფისთვის, რაც თავიდან ჩემთვის მარტივად არ ჟღერდა, თუმცა ვცადე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესი.

ძალიან სასიამოვნოა , როდესაც კარგ უკუკავშირს ვისმენ ხოლმე ჩემს ლექციებთან დაკავშირებით. სტუდენტებთან ურთიერთობა რამდენადაც რთულია, იმდენად გრზდის პროფესიულად და მეტად თავდაჯერებული ხდები თითოეული ლექციის შემდეგაც. 
უკვე მეორე წელია რაც Production-ის მიმართულებით ლექციებს ვატარებ 303 Hz-ში და ეს გარემო, სტუდენტებთან ურთიერთობა და ინფორმაციების გაცვლა ფაქტობრივად შეუცვლელი გრძნობაა.

ამ ინდუსტრიაში შემიძლია ვთქვა, რომ 8 წელზე მეტია ვარ, თუმცა მენტორობა კიდევ უფრო განსხვავებული და სხვა შეგრძნებაა.

ჩემთვის უდიდესი წარმატებაა ვიყო ამ სკოლის ნაწილი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს დღევანდელი ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში.

ეს გარემო წარმოუდგენლად მეგობრული და პროდუქტიულია. აქ გატარებული თითოეული დღე, როგორც მენტორისთვის, ისე სტუდენტებისთვის არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ სოციალური ურთიერთობებისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. 

303Hz  არის აკადემიურობის და უშუალობის შერწყმა, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგის საწინდარია.


ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე

თეგები:

მიქსინგი

Ableton Live

მუსიკის წარმოება

დამწყები მუსიკოსებისთვის

პროდიუსერები

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

ableton live / music theory / djing კურსების სასწავლო პროგრამა

-15%

303 ჰერცი გთავაზობთ ableton live / music theory / djing -ის კურსების 6 თვიან სასწავლო პაკეტს...

ableton live / music theory - კურსის 4 თვიანი სასწავლო პროგრამა

-10%

303 ჰერცი გთავაზობთ Ableton Live / Music Theory კურსების გაერთიანებულ 4 თვიან სასწავლო კურსს..

ableton live / djing -ის ოთხ თვიანი ინტენსიური კურსი

-15%

გთავაზობთ Ableton Live ის და Dj-ინგის ოთხ თვიან ინტენსიურ კურსს , კურსი განკუთნილია მათთვის ვისაც სურს DJ-ინგის . . .

303Hz-ში იქმნება ერთგვარი ქომუნითი, რაც საბოლოო ჯამში ქალაქისთვის კარგ საქმედ მიმაჩნია-KVANCHI

ისეთი სივრცის არსებობას , როგორიც არის 303Hz,ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი ქალაქის ელექტონული მუსიკის სცენის განვითარებისთვის

მეტ-ნაკლებად  ვცდილობთ, სწორი ადამიანები შემოუერთდნენ ჩვენს დიდ ოჯახს, რაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია - კოტე ჯაფარიძე

ეს ქოლგა, რომლის ქვეშაც ვართ  ეს ადამიანები, მენტორები, კოლეგები თუ მეგობრები თავმოყრილი, 303 ჰერცად, ანუ ელექტრონული მუსიკის შემსწავლელ სკოლად არის ცნობილი.

გაიცანით 303Hz - ის გუნდის ახალი წევრები,მენტორები

სიხარულით გაცნობებთ, რომ 2023 წელს ჩვენს დიდ ოჯახს რამდენიმე ახალი წევრი შეემატა,მათ შორის არიან: ელენე საბიაშვილი,ბუბა მცხეთაძე და დიმიტრი გონგლიაშვილი, ისინი ამიერიდან საკუთარ გამოცდილებას, ჩვენს პიონერ მენტორებთან ერთად 303Hz-ის სტუდენტებს გაუზიარებენ სხვადასხვა მიმართულებებით.