DJing with Beqa – ღია კარის დღე 303Hz-ში
პარასკევს, 27 მარტს, 20:00 საათზე, ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz წარმოგიდგენთ DJing-ის კურსის ღია კარის დღეს, რომელიც ფოკუსირებულია ანდერგრაუნდ საკლუბო კულტურაზე, ვინილზე და თანამედროვე ციფრულ დიჯეინგზე.
ღია კარის დღის ფარგლებში განხილული იქნება DJ-ინგის როგორც ტექნიკური, ასევე კულტურული და თეორიული ასპექტები.
ღია კარის დღეს წარუძღვება 303Hz-ის მენტორი ბექა პაიკიძე სასცენო სახელით Beqa.
კურსის განმავლობაში სტუდენტი ეტაპობრივად სწავლობს, როგორ მოამზადოს აპარატურა სამუშაოდ, როგორ შეასრულოს სრულფასოვანი DJ სეტი როგორც ფირსაკრავებზე, ასევე CDJ-ებისა და ციფრული აუდიო ფორმატების გამოყენებით.
კურსის ფინალურ ეტაპზე სტუდენტი ჩაწერს 1 საათიან DJ სეტს, რაც წარმოადგენს მის პირველ სრულყოფილ ნამუშევარს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://shorturl.at/rhS8k