როდესაც ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი კლუბები და მითუმეტეს ფესტივალები არ იყო. ინტერნეტიც არ გვქონდა, რადიოთი 12 საათის შემდეგ ვისმენდი ელექტრონულ მუსიკას. ახლა ვხვდები პროგრესივი და ტრანსი იყო, მაშინ სახელიც არ ვიცოდი. 2000-იანებში ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად ყველაფერი უფრო ხელშესახები გახდა. დავიწყე არტისტების, ჟანრების მოძიება და მერე ჩემსავით დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი აღმოვაჩინე. ერთ-ერთს სიდიჯეი ორასი გამოუგზავნეს, მასზე ექსპერიმენტებით ვისწავლე დაკვრა. პატარა ჯგუფად ჩამოვყალიბდით, არტისტებს ვუკავშირდებოდით და ჩამოგვყავდა. ისეთი დრო იყო კომპიუტერი ყველას არ გვქონდა, ინტერნეტ კაფეში დავდიოდით, სიდი დისკზე მუსიკის გადმოსაწერად. 18 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ და ინდუსტრია მთლიანად შეიცვალა. არამხოლოდ ტექნიკური კუთხით, ადამიანების ქცევაც განსხვავებულია, მაშინ ვინმესთვის მხარი რომ გაგეკრა შეიძლება დანაც დაერტყათ. მერე როგორც ხდება, სამსახურზე გადავერთე. პარალელურად სულ ვცდილობდი მუსიკასთან კავშირი არ გამეწყვიტა, ხანდახან ვუკრავდი კიდეც. თუმცა მაინც ძალიან ჩამოვშორდი ამ სფეროს.
სამი წლის წინ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი ღვალაძემ, ვიდეოგრაფია, იცოდა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულება, შემომთავაზე იდეა - გავაკეთოთ პროექტი და საქართველოს სხვა და სხვა ადგილებში ჩავწეროთ ვიდეო სეტებიო. ასე შეიქმნა სანსეტი. გამოვიყენებ ამ პლათფორმას და მადლობას გადავუხდი სპონსორებს, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოების ჩაწერის პროცესს - ჯერ მივდივართ ადგილის დასათვალიერებლად, ვცდილობთ უცხო ადგილები ვნახოთ და ამასთან აპარატურის ასატან გეგმასაც ვსახავთ. ხშირად ცხენით, ან ფეხით გვიწევს დანიშნულების წერტილადმდე მისვლა.
მეგობრების დახმარების გარეშე ეს პროექტი წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. წამყვან ლეიბლებთან ვთანამშრომლობთ, გვიგზავნიან პრომოებს, ხშირად ვუკრავ ისეთ ტრეკებს რომელიც ჯერ გამოსული არ არის. საქართველოშიც ნელ-ნელა გავზარდეთ ცნობადობა. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია პროგრესივ ჰაუსის პოპულარიზაცია, სამომავლოდ გვინდა უცხოელი არტისტების ჩამოყვანა სანსეტის იდეის ფარგლებში.
გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ 35 წლის ასაკში მეორედ დავიბადე, დავიწყე და დავუბრუნდი იმას რაც მიყვარს. რას ვიფიქრებდი 303 Hz-ში თუ დავიწყებდი სწავლას, ავსქროლავდი და ჩამოვსქროლავდი მაგრამ ვერ ვიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებას, დროის ფაქტორს და დიდ ხნიან პაუზას ვიმიზეზებდი. ახლა ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა, ამას მთელი გულით ვამბობ ჩემს მეგობრებთანაც.
იმის გარდა, რომ Ableton ვისწავლე და სწავლის პროცესში ვარ, აქ მოსვლის წამიდან დავძლიე შიში. იმ სახლურმა და მეგობრულმა გარემომ რაც დამხვდა, კობერამ რომელიც, გარდა იმისა რომ კარგად გადმოსცემს, ისე არ გაგიშვებს რომ არ გაიგო, გაადვილა ჩემი სწავლის პროცესი.
მაქსიმალურად მინდა რომ ჩემი ცხოვრება Music Production-ს დავუკავშირო, შენ დაწერილ მუსიკას რომ უკრავ ამაზე დიდი სიამოვნება არ წარმომიდგენია. ეს დაგროვილი ცოდნა მაძლევბს იმის შესაძლებლობას მუსიკა დავწერო. ბევრი არტისტის მოსმენა გეხმარება ინტერესების ჩამოყალიბებაში, დიდი არჩევანი გაქვს. ჩემი მიზანია, რომ Music Production-ით მიცნობდეს ხალხი, რადგან ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად ახალი ეტაპი დაიწყო.
თეგები:
hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი
-3%
Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .
Live performance -ის ინტენსიური კურსი
-5%
კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .
Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი
-5%
303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .
DJING -ის ინტენსიური კურსი
-2%
დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .
"დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად" - BONJOURLAN
ახლაც მახსოვს თითოეული დეტალი, როდესაც პირველად 303 Hz-დან დამირეკეს. მენტორმა რეკომენდაცია გაგიწიათ და ხომ არ დაუკრავდით Plus One-შიო.
Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე
გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One
"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე
რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.
"მუსიკა არის თავისუფლება"- ბუთა ფილია
DJ-ინგს, როგორც ნებისმიერ საქმიანობას, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება.
განსაკუთრებული კავშირი მუსიკასთან - ხატია იობაძე
თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ამიმაღლეს. დავამარცხე შიში, როცა რაღაცას ვერ ბედავ, ვერ წყვეტ, მერყეობ.
საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - გიორგი დარსალია
კონკრეტულად არ მახსოვს როდის დავინტერესდი მუსიკით. სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის