HAMATSKUI

იყო მენტორი- არ არის მარტივი, ვალდებულებაა და სიზუსტის პოვნა - შოთიკო წვერავა

2022-07-07 17:30:13

2002 წლიდან იწყება ჩემი მოღვაწეობა ელექტრონულ მუსიკაში. არასდროს მიფიქრია, რომ მომავალში ვინმეს ვასწავლიდი. . ყველა მეუბნებოდა მესწავლებინა სხვებისთვისაც და მე ყოველთვის თავს ვიკავებდი. ძალიან საპასუხისმგებლოა,შესაბამისად ადრე მენტორობით სერიოზულად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ. 303 რადგან არის სკოლა , ამიტომ უფრო დავთანხმდი. მირჩევნია პროფესიონალურ დონეზე მქონდეს შეხება ადამიანებთან, ეს სკოლაა და მოსულ სტუდენტებთან კი უფრო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა, რომ ასწავლო და ისწავლონ.

იყო მენტორი- არ არის მარტივი, ვალდებულებაა და სიზუსტის პოვნა, თუ როგორ გადმოსცე სწორად შენი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა, პრაქტიკა მათთვის , ვინც გულწრფელად დაინტერესებულები არიან.
ყველა არ უნდა სწავლობდეს, აქ საქმის სიყვარულს უნდა მოჰყავდე , მუსიკის სიყვარულს. სასიამოვნოა, როცა გრძნობ სტუდენტს გულსით უნდა ისწავლოს და დაეუფლოს ამ სფეროს.თითოეული გაკვეთილი უფრო ღრმაა ვიდრე ზედაპირულად მოძრაობების დაზეპირება.

დაკვრის დროს შეგრძნებების გადმოცემა რთულია, ამაზე ვერასდროს ვილაპარაკებ.
ყველა ღონისძიებას სხვადსხვანაირი გრძნობა და ემოცია აქვს.

როდესაც ჩემი სტუდენტები ამთავრებენ კურსს და შემდეგ სადმე უკრავენ, ვისაც ნამდვილად უყვარს ეს სფერო ეტყობათ. დაძაბული ვუსმენ, ვნერვიულობ. მიხარია,როცა ვუსმენ და სასიამოვნოა როდესაც შენგან ნასწავლს სწორად გადმოცემს და ხალხის წინაშე წარსდგება.

303 - არის ადგილი, სადაც მუსიკისადმი დაინტერესებული ადამიანები თავს იყრიან და მენტორებთან ერთად საფუძვლიანად იღრმავებენ ცოდნას.
ყოველდღიურად სხვადასხვა ემოცია მოდის სკოლიდან. თითოეულთან კომუნიკაცია გაკვეთილის პროცესში ბევრ ემოციას მიტოვებს მეც და ალბათ სტუდენტებსაც, რაც ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.



ბლოგის ავტორი: ქეთა ჟინჭარაძე

თეგები:

დიჯეინგი

CDJ

დიჯეი

მიქსინგი

DJING -ის ინტენსიური კურსი

-5%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Ableton Live-ის საზაფხულო 1 თვიანი კურსი

-5%

ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს მოკლე პერიოდში გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების . . .

რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?

გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ თანამდეროვე მუსიკის, კერძოდ ელექტრონული მუსიკის ოჯახის მნიშნველოვანი წევრის, დიჯეის და ზოგადად დიჯეინგის ანუ მიქსინგის შესახებ.

ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული - ლუკა დავითაძე

ალბათ ყველაზე მთავარია გიყვარდეს შენი საქმე . თუ არ ზრუნავ შენს თავზე, არ ზრუნავ მსმენელზე. შენი ხელწერა უნდა გქონდეს, რაღაც განმასხვავებელი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან. იყო მომენტი, როცა მეგონა იმით იფარგლებოდა ეს სფერო, რაც ვიცოდი, მაგრამ ამბიციების და ახალი აფეთქებების მომენტი იყო 303ში მოსვლა . გასაქანი მომცა აქ მიღებულმა ცოდნამ , გამოცდილებამ და ურთიერთობებმა.