HAMATSKUI

თავისუფლება რომელიც შენშია - ირაკლი კუპრეიშვილი

2025-05-01 20:38:10

19-20 წლის ვიყავი, როდესაც უფრო სიღრმისეული ინტერესი გამიჩნდა კლუბის სცენის და იქ მყოფი არტისტების მიმართ. დავიწყე ისეთი ადგილის ძებნა, სადაც შევძლებდი DJing-ის და Music Production-ის შესწავლას. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე 303 და აღმოვჩნდი აქ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი დაიწყო და ჩავიკეტეთ 303-მა მომცა ის სტიმული და ენთუზიაზმი, რომელიც ხუთი წლის შემდეგაც ისევ მაქვს. ვთვლი რომ მელომანი ვარ, პატივს ვცემ ყველა ჟანრის მუსიკას, ის ქმნის განწყობას, გარემოს, მოაქვს ემოცია. წარმოგიდგენიათ ფილმის კადრი მუსიკის გარეშე? მაგრამ ელექტრონულ მუსიკას, ყველაზე მეტად შეუძლია ჩემს განწყობაზე იმოქმედოს. ეს არის თავისუფლება, რომელიც შენშია. 

მუსიკას თავისი მასშტაბურობის მიუხედავად აქვს უნარი იყოს ძალიან პირადული, ბოლოს და ბოლოს რასაც უსმენ მარტო შენ უსმენ, შენია და შენ გრძნობ. საოცარი უნარი აქვს დაგავიწყოს არსებული რეალობა და გამოგზაუროს შენს სამყაროში. ერთადერთი ნარკოტიკია რომელსაც არ სჭირდება მიღება. მუსიკა არის შესაძლებლობა, რომელსაც მივყავართ ადამიანის ემოციამდე. ტექნიკურად შესაძლებლობები უსასრულოა, მთავარია როგორ გამოიყენებ. დრაივს 303 Hz გაძლევს, და შანსსაც ფართო აუდიტორიის წინაშე აღმოჩნდე. სწორედ ასეთი შანსი მომეცა წელს, plus one-ში, დიდად საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ეს ნაწილია ჩემი გზის და მთავარია ვიცი, რა და როგორ უნდა გამოვასწორო. ვაგრძელებ ჩემს თავზე მუშაობას, რომ მივიღო ის შედეგი რაც ტექნიკურად მჭირდება. 

ჩემი სურვილია საქართველოს ფარგლებს გავცდე. ბავშვობიდან ხშირი შეხება მქოონდა  უცხოელ არტისტებთან, მომწონდა მათი ცხოვრების სტილი, რაც შემდეგ ჩემს ინსპირაციად იქცა. მემუშავა და მეკეთიბინა ის საქმე, რომელსაც ისედაც, სიამოვნებით გავაკეთებდი.

303-დან ჩემმა ინტერესებმა ამსტერდამში წამიყვანა, სიახლეებს ვეძებდი, ახალ გამოცდილებებს. ჰოლანდიაში ცხოვრება დამეხმარა მთელი ჩემი დრო მუსიკისთვის დამეთმო. ქუჩაში ვხედავდი ადამიანებს რომლებიც მიღიმოდნენ, არ განმსჯიდნენ, ეს ყველაფერი გავდა ტრეკს რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შენთვის. ვფიქრობ ვიპოვე გზა მუსიკისკენ, რომელსაც არასდროს გადავუხვევ. ყოველთვის ღია ვარ სიახლეებისთვის. ჩემთვის 303 Hz ის ადგილია, სადაც მუდმივად ვვითარდები.

 

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

hip-hop / beatmaking -ის ორ თვიანი ინტენსიური კურსი

-3%

Hip-Hop/Beatmaking ის კურსის დანიშნულება მსურველთათვის ინსტრუმენტალური მუსიკის შექმნის სწავლება ჰიპ ჰოპ-ის . . .

Music Production - 3 თვიანი ინტენსიური კურსი

-5%

303 Hz გთავაზობთ ახალ 3 თვიან კურსს, რომელიც აერთიანებს: Ableton Live / Music Theory .

Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე

გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One

განსაკუთრებული კავშირი მუსიკასთან - ხატია იობაძე

თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ამიმაღლეს. დავამარცხე შიში, როცა რაღაცას ვერ ბედავ, ვერ წყვეტ, მერყეობ.

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - გიორგი დარსალია

კონკრეტულად  არ მახსოვს როდის დავინტერესდი მუსიკით. სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის

ცხოვრების ახალი ეტაპი - ნიკოლოზ კვიტატიანი

როდესაც  ელექტრონული მუსიკით დავინტერესდი კლუბები და მითუმეტეს ფესტივალები არ იყო.