ივენთის სული ხარ და ამავდროულად იქ მყოფების გულისცემასაც შენ აკონტროლებ - ლევან გვენეტაძე
303 Hz-ში 2023 წელს ახალი კურსებით დავიწყეთ სასწავლო წელი. მათ შორის ერთ-ერთი არის ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო კურსი - “STAGE ANAGEMENT”
კურსის მენტორი ყველასთვის ცნობილი stage manager - ლევან გვენეტაძეა (Gveno).
ის უკვე 303 Hz-ის ოჯახის წევრია და მასთან ერთად შეძლებთ STAGE MANAGEMENT- ის მიმართულების შესწავლას.
მისი უნარები, რომლებზეც ვსაუბრობთ მოიცავს სცენის მენეჯმენტს და ხმის ინჟინერიას , რასაც ის მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. მისი კარიერა ინდუსტრიაში 2006 წლიდან დაიწყო და იგი აერთიანებს ხმას და კინოინდუსტრიას. მისი გამოცდილება როგორც ხმის ინჟინერს - GEM FEST 2015-2018 ; MZESUMZIRA 2016-2018 ; OPEN AIR ; SUMMER SET; GREEN SET; ECOWAVES; KHIDI, - GALLERY; MONOHALL; ILUZIA .
- წლების მანძილზე ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ბევრი გამოცდილების და პრაქტიკის შედეგად სულ ვფიქრობდი, გამეკეთებინა რაღაც საინტერესო, რითიც დავეხმარებოდი ბევრ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს და გადავცემდი ჩემს გამოცილებას ისე, როგორც წარმომიდგენია.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დავმეგობრდი კლუბ “ილუზიასთან”, რომელიც 303 Hz ის ალტერნატიული სივრცეა და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ერთად გაგვეკეთებინა კურსი, სადაც მთელ ჩემს იდეებს ჩავაქსოვდი და დაინტერესებულ ადამიანებს გადავცემდი ამ სფეროში ჩემს გამოცდილებას. გავუზიარებდი სხვადასხვა ხერხებს და ინფორმაციებს, რაც დაეხმარებოდათ ,თუ როგორ ააწყონ სცენა ნებისმიერ ღონისძიებაზე.

303Hz -ს შორიდან როდესაც ვუყურებდი, ბევრი არტისტისგან და ჩემი მეგობრისგან მსმენია, რომ ეს ადგილი ნამდვილად შემდგარი და კომფორტული გარემოა ნებისმიერი დამწყები თუ არადამწყები არტისტისთვის.
ეს არის სკოლა,სადაც ბევრი პროფესიონალი და წამყვანი არტისტი ერთად ქმნის იმ სასიამოვნო გარემოს, სადაც ხარისხი ნამდვილად პირველ ადგილზე დგას.
ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ვიყო ამ დიდი ოჯახის ნაწილი და პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩემი წილი ერთი აგური დავდო ინდუსტრიის განვითარებისთვის.
ჩემს კურსზე რომ ორი სიტყვა ვთქვა, ამ კურსის განმავლობაში, სულ რაღაც 12 გაკვეთილში ჩემთან ერთად შეძლებთ სინქრონიზებას აუდიო ინდუსტრიასთან. კურსის განმავლობაში თქვენ გექნებათ საშუალება დაეუფლოთ სცენის მოწყობის ელემენტებს , სცენის აღჭურვილობის ტექნიკურად გამართვას და ცოცხალ ინსტრუმენტებთან მუშაობას. ამ სფეროში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე გექნებათ შეხება როგორც ლოკალურ,ასევე უცხოელ წამყვან არტისტებთან.
როდესაც სთეიჯზე ვარ , ვგრძნობ რომ ყველაფერი ჩემს ირგვლივ ტრიალებს. ერთი პატარა ღილაკიც რომ შეგეშალოს, მთლიანი ღონისძიება შეიძლება ჩავარდეს და ყველაფერი აირიოს. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც არტისტისგან ნდობას გრძნობ და ხვდები რომ მათთვის მნიშვნელოვანი ტიპი ხარ, ვისაც ბოლომდე ეყრდნობა .
ეს პროფესია ჯადოსნურად საინტერესოა. ივენთის სული ხარ და ამავდროულად იქ მყოფების გულისცემასაც შენ აკონტროლებ.
ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე