DJing with Mocongo – ღია კარის დღე 303Hz-ში
ოთხშაბათს, 21 იანვარს, 20:00 საათზე, ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz წარმოგიდგენთ DJing-ის კურსის ღია კარის დღეს, რომელიც ფოკუსირებულია ანდერგრაუნდ საკლუბო კულტურაზე, ვინილზე და თანამედროვე ციფრულ დიჯეინგზე.
ღია კარის დღის ფარგლებში განხილული იქნება DJ-ინგის როგორც ტექნიკური, ასევე კულტურული და თეორიული ასპექტები, რაც მოიცავს:
- DJ კულტურის მცირე ისტორიულ მიმოხილვას
- ფირსაკრავებთან მუშაობის საფუძვლებს და ვინილის კულტურას
- ბიტმეჩინგს
- მუსიკის მოძიებას, დიგერობას და არქივის სწორ ორგანიზებას
- ციფრულ დიჯეინგს (CDJ, Rekordbox, ლუპები, Hot Cues)
- ივენთამდე მომზადებას, ტექნიკური პრობლემების მართვას
- კლუბურ საუნდსისტემებთან ადაპტაციას და სმენაზე ზრუნვას
კურსი დაფუძნებულია პრაქტიკაზე, გამოცდილებების გაზიარებასა და ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებაზე. როგორ ჩამოაყალიბო საკუთარი თავი და სეტი.
ღია კარის დღეს წარუძღვება 303Hz-ის მენტორი მიშა ღვინაფერიძე სასცენო სახელით MOCONGO.
303Hz-ში DJ-ინგის კურსი აერთიანებს როგორც ვინილზე დაკვრას ასევე თანამედროვე ციფრულ ფორმატებს. კურსის განმავლობაში სტუდენტი ეტაპობრივად სწავლობს, როგორ მოამზადოს აპარატურა სამუშაოდ, როგორ შეასრულოს სრულფასოვანი DJ სეტი როგორც ფირსაკრავებზე, ასევე CDJ-ებისა და ციფრული აუდიო ფორმატების გამოყენებით.
კურსის ფინალურ ეტაპზე სტუდენტი ჩაწერს 1 საათიან DJ სეტს, რაც წარმოადგენს მის პირველ სრულყოფილ ნამუშევარს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://tinyurl.com/bddn2wyx