HAMATSKUI

ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული - ლუკა დავითაძე

2022-06-11 11:22:03

303-დან საკმაოდ ბევრი კარი იხსნება ღრმა ინდუსტრიაში. ამ სკოლაში ისეთი სასიამოვნო გარემოა.. გამოცდილი პროფესიონალებით და ინდივიდუალური მიდგომებით.

ბებიაჩემი პიანისტი იყო . მახსოვს ღრმა ბავშვობაში , პირველად რომ მის ერთ-ერთ შესრულებას მოვუსმინე ბევრი კითხვა გამიჩნდა… როგორ იღებდნენ ამდენ კლავიშს და როგორ გამოდიოდა ჟღერადობა,რომელიც მთლიანობში მუსიკის ნაწილი იყო. ინტერესიც გამიჩნდა. მაინტერესებდა როგორ მუშაობდა, ფუნქციონირებდა ინსტრუმენტები. შემდეგ ცოტა წამოვიზარდე და მაინტერესებდა დასარტყამი ინსტრუმენტები, და საბოლოოდ აქ მოვედი..




ალბათ ყველაზე მთავარია გიყვარდეს შენი საქმე . თუ არ ზრუნავ შენს თავზე, არ ზრუნავ მსმენელზე. შენი ხელწერა უნდა გქონდეს, რაღაც განმასხვავებელი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან. იყო მომენტი, როცა მეგონა იმით იფარგლებოდა ეს სფერო, რაც ვიცოდი, მაგრამ ამბიციების და ახალი აფეთქებების მომენტი იყო 303ში მოსვლა . გასაქანი მომცა აქ მიღებულმა ცოდნამ , გამოცდილებამ და ურთიერთობებმა.

ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული. მხოლოდ მსგავს კომუნიკაციასთან დაკავშირებული მოგონებებია უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.
როგორც არტისტი, საკუთარი თავი ელექტრონულ მუსიკაში ვიპოვე.
მსმენლის წინაშე თავის წარდგენა -ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ისტორიას შენი თავი დაამახსოვრო. პროცესი შეუდარებელია. ვერაფერს შევადარებ ამ სიამოვნებას. თითქოს ხარ ხიდი ჟღერადობებსა და ადამიანებს შორის . მშვიდობის ხიდი ხარ, შენგან გაედინება მუსიკა და შენ რასაც ამაში დებ , გრძობს მსმენელი.როცა უკუკავშირის სახით გირუნდება უამრავი ემოცია, ეს კიდევ უფრო მეტი სიამოვნებაა. ეს ყველაფერი და ისევ მუსიკა მაძლევს უსაზღვრო ინსპირაციას. თუ რამეს აირჩევ ეს შენი ნაწილი უუნდა იყოს, ბოლომდე პროფესინალურად უნდა გაყვე მას. მგონია, რომ თბილისი კომუნისტური კლასიკური ჟანრის მუსიკაა.. თუმცა ევროპაში რომ ჩავდივარ, აშკარად დავეწიეთ და არანაირი ბარიერი აღარ არის თითქოს. ელექტრონულ მუსიკაში უკვე ისტორიას მივეკუთვენით.




მუსიკის საკეთებლად  ალბათ საუკეთესო გარემო იქ იქნება, სადაც დროის შეგრძნება იკარგება. ბუნებაში,ტყეში. დიდი სიამოვნებით შევსახლდებოდი მინიმუმ 2 წლით მსგავს ადგილას პატარა ხის სახლში. ვიცი, რომ იქიდან ის არტისტი გამოვალ, ვისზეც ვოცნებობ, რომ ვიყო. საუკეთესოა როცა ადამიანებს გულწრფელად სიამოვნებთ შენი მოსმენა და პატივისცემას იმსახურებ. ამას თუ მართლა გრძნობ შესანიშნავად სასიამოვნოა. ამდენი შრომის შემდეგ კმაყოფილების შეგრძნება გიჩნდება.

წინა თაობიდან ბევრი არ აღიქვამს ამ მიმართულებას მუსიკად. მიუხედავად ამისა ლიდერობს ელექტრონული მუსიკა დღეს. ბევრად მარტივი გახდა შენი შინაგანი სამყაროს გადმოცემა და ვფიქრობ, მომავალში ელქტრონული მუსიკისგან რადიკალურად განსხვავებული მუსიკა წამოვა, რომელიც შეიძლება იყოს ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩაწერილი ხმებით შეკრული კომპოზიცია. საინტერესოა.



ამ სფეროს აღქმა ძალიან მწირი მქონდა და 303hz-ის შემდეგ ბევრად გაფართოვდა ჩეი თვალსაწიერი და კრეატივიც მეტად გამნივითარდა,რაც მეხმარება მოღვაწეობის გაგრძელებაში. პირველად რომ მითხრეს 303-ის მასშტაბურ ღონისძიებაზე ვინილებზე უნდა დამეკრა,დაუჯერებელი იყო იმ მომენტში და დღემდე არ მჯერა… ყოველთვის ის დღე მახსენდება.. პირველი გამოწვევა იყო ჩემთვის. ისე უნდა შემესრულებინა უშეცდომოდ, როგორც პროფესიონალს შეეფერება. ღონისძიებამდე რომ აღვიქვი ამ ყველაფრის სერიოზულობა, ჯერ კიდევ 303 სკოლის  მოსწავლე  ვიყავი, იმ დღიდან ჩემი თავის მიმართ პასუხისმგებლობა მკაცრად მაქვს და ჩემი თავისთვის იმაზე მეტის მოთხოვნა დავიწყე ვიდრე შემიძლია, დღემდე.



“acid path”- ასე ჯქვია პროექტს, რაზეც ახლა ვმუშაობ..
hihat-ჩემთვის გამორჩეული თულია, ყველაზე მეტად მიზიდავს… დარბის და ქაოტურია,მაგრამ ძალიან მიმზიდვიდველია.


მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც ამ სფეროში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, რომ დაეყრდნონ გრძნობებს და არ დაიზეპირონ მოძრაობები..

ბლოგის ავტორი: ქეთა ჯინჭარაძე

თეგები:

დიჯეინგი

CDJ

დიჯეი

მიქსინგი

მიქსინგი

ableton live -ის ინტენსიური კურსი

-5%

303 ჰერცი - გთავაზობთ ნულიდან შეისწავლოთ მუსიკა და მუსიკის წარმოების საფუძვლები, Ableton Live - ის მეშვეობით. ჩვენს . . .

DJING -ის ინტენსიური კურსი

-5%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

რა არის მიქსნგი/დიჯეინგი?

გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ თანამდეროვე მუსიკის, კერძოდ ელექტრონული მუსიკის ოჯახის მნიშნველოვანი წევრის, დიჯეის და ზოგადად დიჯეინგის ანუ მიქსინგის შესახებ.

Dance Music არტისტის სახელმძღვანელო სტუდიის მოსაწყობად

თქვენ ხშირად გინახავთ სუპერ ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდიებშია, ეს ყველაფერი კი გიბიძგებთ მუსიკის წარმოებაზე უარის თქმისკენ, რადგან ფიქრობთ, რომ ვერასოდეს შეძლებთ მიაღწიოთ ამ "პროფესიონალურ ჟღერადობას". ეს ასე არ არის.

როგორც ამერიკაში არის Hip-Hop Battle, ჩვენთან არის ფუნაგორიები და შაირები - ერეკლე დეისაძე

ხელოვნება ჩემთვის კომფლიქტია და იმ პრობლემების ძიება, რომელიც ლანგარზე მორთმეული არ მოაქვთ, რომ ამაზე კომენტარი გააკეთო. ეს პრობლემა შენით უნდა ეძებო და იპოვო ის რაც არასდროს შემოუთავაზებიათ, ამოიყვანო დამალული სოროდან და დისკუსია აწარმოო.

მოუსმინეთ 303Hz ში ჩაწერი სეტს, რომელიც Toke - Kilsky - Mézigue მიერ არის შესრულებული.

მოუსმინეთ 303Hz ში ჩაწერი სეტს, რომელიც Toke - Kilsky - Mézigue მიერ არის შესრულებული.

იყო მენტორი- არ არის მარტივი, ვალდებულებაა და სიზუსტის პოვნა - შოთიკო წვერავა

იყო მენტორი- არ არის მარტივი, ვალდებულებაა და სიზუსტის პოვნა, თუ როგორ გადმოსცე სწორად შენი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა, პრაქტიკა მათთვის , ვინც გულწრფელად დაინტერესებულები არიან. ყველა არ უნდა სწავლობდეს, აქ საქმის სიყვარულს უნდა მოჰყავდე , მუსიკის სიყვარულს. სასიამოვნოა, როცა გრძნობ სტუდენტს გულსით უნდა ისწავლოს და დაეუფლოს ამ სფეროს.თითოეული გაკვეთილი უფრო ღრმაა ვიდრე ზედაპირულად მოძრაობების დაზეპირება.