
ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული - ლუკა დავითაძე
2022-06-11 11:22:03
303-დან საკმაოდ ბევრი კარი იხსნება ღრმა ინდუსტრიაში. ამ სკოლაში ისეთი სასიამოვნო გარემოა.. გამოცდილი პროფესიონალებით და ინდივიდუალური მიდგომებით.
ბებიაჩემი პიანისტი იყო . მახსოვს ღრმა ბავშვობაში , პირველად რომ მის ერთ-ერთ შესრულებას მოვუსმინე ბევრი კითხვა გამიჩნდა… როგორ იღებდნენ ამდენ კლავიშს და როგორ გამოდიოდა ჟღერადობა,რომელიც მთლიანობში მუსიკის ნაწილი იყო. ინტერესიც გამიჩნდა. მაინტერესებდა როგორ მუშაობდა, ფუნქციონირებდა ინსტრუმენტები. შემდეგ ცოტა წამოვიზარდე და მაინტერესებდა დასარტყამი ინსტრუმენტები, და საბოლოოდ აქ მოვედი..
ალბათ ყველაზე მთავარია გიყვარდეს შენი საქმე . თუ არ ზრუნავ შენს თავზე, არ ზრუნავ მსმენელზე. შენი ხელწერა უნდა გქონდეს, რაღაც განმასხვავებელი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან. იყო მომენტი, როცა მეგონა იმით იფარგლებოდა ეს სფერო, რაც ვიცოდი, მაგრამ ამბიციების და ახალი აფეთქებების მომენტი იყო 303ში მოსვლა . გასაქანი მომცა აქ მიღებულმა ცოდნამ , გამოცდილებამ და ურთიერთობებმა.
ხმა კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც ემოციებით და ენერგიითაა დატვირთული. მხოლოდ მსგავს კომუნიკაციასთან დაკავშირებული მოგონებებია უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.
როგორც არტისტი, საკუთარი თავი ელექტრონულ მუსიკაში ვიპოვე.
მსმენლის წინაშე თავის წარდგენა -ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ისტორიას შენი თავი დაამახსოვრო. პროცესი შეუდარებელია. ვერაფერს შევადარებ ამ სიამოვნებას. თითქოს ხარ ხიდი ჟღერადობებსა და ადამიანებს შორის . მშვიდობის ხიდი ხარ, შენგან გაედინება მუსიკა და შენ რასაც ამაში დებ , გრძობს მსმენელი.როცა უკუკავშირის სახით გირუნდება უამრავი ემოცია, ეს კიდევ უფრო მეტი სიამოვნებაა. ეს ყველაფერი და ისევ მუსიკა მაძლევს უსაზღვრო ინსპირაციას. თუ რამეს აირჩევ ეს შენი ნაწილი უუნდა იყოს, ბოლომდე პროფესინალურად უნდა გაყვე მას. მგონია, რომ თბილისი კომუნისტური კლასიკური ჟანრის მუსიკაა.. თუმცა ევროპაში რომ ჩავდივარ, აშკარად დავეწიეთ და არანაირი ბარიერი აღარ არის თითქოს. ელექტრონულ მუსიკაში უკვე ისტორიას მივეკუთვენით.
მუსიკის საკეთებლად ალბათ საუკეთესო გარემო იქ იქნება, სადაც დროის შეგრძნება იკარგება. ბუნებაში,ტყეში. დიდი სიამოვნებით შევსახლდებოდი მინიმუმ 2 წლით მსგავს ადგილას პატარა ხის სახლში. ვიცი, რომ იქიდან ის არტისტი გამოვალ, ვისზეც ვოცნებობ, რომ ვიყო. საუკეთესოა როცა ადამიანებს გულწრფელად სიამოვნებთ შენი მოსმენა და პატივისცემას იმსახურებ. ამას თუ მართლა გრძნობ შესანიშნავად სასიამოვნოა. ამდენი შრომის შემდეგ კმაყოფილების შეგრძნება გიჩნდება.
წინა თაობიდან ბევრი არ აღიქვამს ამ მიმართულებას მუსიკად. მიუხედავად ამისა ლიდერობს ელექტრონული მუსიკა დღეს. ბევრად მარტივი გახდა შენი შინაგანი სამყაროს გადმოცემა და ვფიქრობ, მომავალში ელქტრონული მუსიკისგან რადიკალურად განსხვავებული მუსიკა წამოვა, რომელიც შეიძლება იყოს ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩაწერილი ხმებით შეკრული კომპოზიცია. საინტერესოა.