HAMATSKUI

"მუსიკა არის თავისუფლება"- ბუთა ფილია

2025-03-31 13:00:13

ბუთა ფილია ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს მუსიკა. პოზიტიური, ყურადღებიანი ადამიანი ვარ, ცოტა ნარცისიც. ვფიქრობ, პირველ რიგში შენი თავი უნდა გიყვარდეს და ამას მოაქვს  შენი საქმისადმი სიყვარულიც. ჩემთვის, მუსიკა არის თავისუფლება. როდესაც მუსიკას ვუსმენ, ვასელექცირებ ან ვცეკვავ - სრულიად თავისუფალი ვხდები. ელექტრონული მუსიკით დაახლოებით შვიდი წლის წინ დავინტერესდი. მეგობართან ერთად ივენთებს ვაკეთებდი ყაზბეგში. Hamatsuki და დათუნა კილაძე უკრავდნენ. მოგვწონდა მათი მუსიკა და გვინდოდა ხშირად ყოფილიყვნენ ჩვენთან. მახსოვს, როცა დათუნა უკრავდა, პროცესით ისე დავინტერესდი,  მივედი და დაკვირვება დავიწყე. მოკლედ ჩემი ინსპირაცია  მისი მუსიკა აღმოჩნდა, ეს იყო გადამწყვეტი წამი.

მანამდე ჩემებური ურთიერთობა მქონდა მუსიკასთან. ბავშვობაში სპორტის, მაშინ ფიზკულტურის, გაკვეთილიდან მუსიკის ოთახში უცნაურმა ხმამ მიმიყვანა. დრამი, გიტარა, კლავიში ყველაფერი ერთ სივრცეში დამხვდა, თუმცა ბონგოს ხმა აღმოჩნდა ის,  რამაც ჩემში ამხელა დაინტერესება გამოიწვია. სკოლის დასრულებისთანავე მივაკითხე მამიდაჩემს, ნუნუ ყველაფერს მისრულებდა და ჩემი ბონგოს გაკვეთილების სპონსორიც სწორედ ის აღმოჩნდა. საბოლოოდ მისი დამსახურებით ვისწავლე ბონგოზე დაკვრა, რისთვისაც მადლობა ჩემს უსაყვარლეს ნუნუკას. 

სანამ 303Hz-ში მოვხვდებოდი უკვე ვიცნობდი ამ გუნდის წევრებს, ძალიან მომწონდა ის, რასაც ეს სკოლა აკეთებს. DJ-ინგის გარდა Music production-ის და სხვა ბევრი საინტერესო კურსის შესწავლის შესაძლებლობა გაქვს. აქ მოსვლამდე უკვე ვუკრავდი, მაგრამ სიახლეების ძებნა მქონდა დაწყებული. 303 Hz-ში ფირსაკრავებზე დაკვრა შევისწავლე. მენტორებად მართლა ლეგენდები დამხვდნენ ვისთან ერთადაც სიამოვნებით ვიმუშავებდი.  გარემოც ისეთია, თითქოს სახლში ხარ. ეს იყო შესაძლებლობა უფრო მეტად განმევითარებინა ჩემი თავი. დღეს ფირსაკრავებზე დაკვრის გარდა, კოლექციის შეგროვებაც დავიწყე.

მომწონს ის, რასაც 303 Hz და Plus One აკეთებს. საერთოდ სტუდენტებს კურსის გავლის შემდეგ არ აქვთ შესაძლებლობა აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, აქ ყველაფერი სხვანაირადაა, რაც შენს კარიერაზე დადებითად მოქმედებს. შეგიძლია კურსი გაიარო, სეტი ჩაწერო, აქვეა +1-ის ორი სთეიჯი სადაც დაუკრავ, მეგობრებს დაპატიჟებ, ახალ ადამიანებს გაიცნობ. მეთვითონ ძალიან ბევრჯერ დავუკარი Plus One-ში. მიყვარს ეს სივრცე, ახალგაზრდული ბარ-კლუბია. ერთადერთი საშუალებაა სადაც სტუდენტებს აძლევენ შესაძლებლობას ვიქენდებზე დაუკრან, დაიგროვონ გამოცდილება და აუდიტორიას გააცნონ თავი.

რაც შეეხება ჩემს სტილს, ის იწყება ჰაუს დისკოთი, ფანქით, მხიარული 90-იანი წლებით. ექვსი წელი, ერთი და იგივე ჟანრით ვიყავი დაკავებული, კომფორტის ზონა იყო ჩემთვის. წლების განმავლობაში მეორე პროექტზეც დავფიქრდი და პროგრესივ ჰოუსზე გადავედი, ამას ტრანსკლასიკთანაც ვახამებდი და უფრო ემოციურ და თბილ მუსიკას ვუკრავდი. ჩემი სასცენო სახელიც შესაბამისად ორია BUTA.P/ BTX

DJ-ინგს, როგორც ნებისმიერ საქმიანობას, ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ბევრი ადამიანი შემხვედრია ვისაც DJ-ინგის სწავლა უნდა. მთავარია მზად იყვნენ ამისთვის. მხოლოდ აპარატურის სწორად გამოყენებას არ ვგულისხმობ. მე მიყვარს ჩემი საქმე, ყოველდღიურად ვჯდები, მუსიკას ვეძებ. დიჯეიმ ახალი ხარისხიანი მუსიკა უნდა მიიტანოს მსმენელამდე, უნდა შეეძლოს ლავირება და ჟანრების ჩანაცვლება. ადრე ასე არ ვფიქრობდი, ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის. 

ამ ეტაპზე ვარ ურბანის გუნდის წევრი, ბათუმში დაფუძნებული მუვმენთის, რომელიც ორგანიზებას უწევს ივენთების სხვადასხვა სერიას, რომლებიც ტარდება განსხვავებულ ლოკაციებზე.  ჩემი მიზანია, ძალიან კარგად ვისწავლო პროდუსინგი, რასაც უფრო მეტი ყოველდღიური მუშაობა სჭირდება,  რადგან ტრეკის დაწერა თუ შეგიძლია - არ ნიშნავს რომ იცი. ერთი წელი მაინც უნდა Ableton-ს, პროგრამას უნდა მიეჩვიო  და მერე უკვე ადამიანზეა, როგორ არის განწყობილი. მე პირადად, მუსიკის გარეშე ვერასდროს  დავინახავ საკუთარ თავს, ეს არის ის, სადაც სულ ვიქნები.

თეგები:

DJING -ის ინტენსიური კურსი

-2%

დიჯეინგის კურსი სამას სამ ჰერცსში 2019 წლის დასაწყისიდან არსებობს და მისი მიზანია ნებისმიერ დაინტერესებულ . . .

Live performance -ის ინტენსიური კურსი

-5%

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან ელექტრონული მუსიკის ლაივში დაკვრის სხვადასვა ტექნიკებსა . . .

Ableton Live / Mixing Post Production -ის ოთხ თვიანი ინტენსიური კურსი

-10%

303 ჰერცი გთავაზობთ Ableton Live და Mixing Post Production -ის გაერთიანებულ კურსების პაკეტს.

Ableton Live Online

-5%

ეს კურსი შედგენილია მათთვის ვისაც სურს ონლაინ გაიაროს ელექტრონული მუსიკის წარმოების გაკვეთილები . . .

"მუსიკა გარკვეულ წილად მოგზაურობაა ემოციებში." - ნიკა მიქავა

მუსიკა ყველასთვის გარკვეულ წილად მოგზაურობაა ემოციებში, სადაც შეგიძლია თავისუფლად გამოხატო საკუთარი თავი, მნიშვნელობა არ აქვს ბედნიერების თუ სევდის მომენტებში. მუსიკით გრძნობების გამოწვევისა და გადმოცემის ძალა შეუდარებელია და ამ ხელოვნების ფორმაში წვლილი შეიტანო პრივილეგიაა.

"დღეს არ ვყოფ მუსიკას ჟანრებად" - BONJOURLAN

ახლაც მახსოვს თითოეული დეტალი, როდესაც პირველად 303 Hz-დან დამირეკეს. მენტორმა რეკომენდაცია გაგიწიათ და ხომ არ დაუკრავდით Plus One-შიო. 

Plus One, 303 Hz-ის ალტერნატიული სივრცე

გამოწვევების წელი და 303Hz-ის ახალი სივრცე Plus One

"საბოლოოდ ყველაფერი მაინც შეგრძნებაა"- ერეკლე გეწაძე

რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს, ეს ყველაზე რთული კითხვაა. მე არასდროს მქონია გადაწყვეტილი მოდი დავუკრავ, ამას დავირქმევ ამას დავწერ, ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ის ვინც ვარ-ერეკლე გეწაძე.