როგორც ამერიკაში არის Hip-Hop Battle, ჩვენთან არის ფუნაგორიები და შაირები - ერეკლე დეისაძე
ვინ არის ერეკლე დეისაძე? მუსიკოსი, მწერალი, აქტივისტი?
პოეტად ვთვლი ჩემს თავს და მუსიკა პოეზიის გამოთქმის ერთ-ერთი საშუალებაა.
სტატუსად ქუთაისელი.
რა როლი ითამაშა მუსიკამ შენთვის 90იანებში?
ქართულმა მუსიკამ განსაზღვრა ჩემთვის , მომავლის სამოძრაო არეალი იმიტომ, რომ ქართულ მუსიკაში გვქონდა, იდეალური ფოლკლორი, ფანოღი, ქალაქური სიმღერები
მაგრამ ალტერნატიული მუსიკის კერა იწყება 90იანების ბოლოდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მუსიკის ახალ პოლუსზე გადასვლას ეს განპირობებული იყო მსოფლიო ტენდენციიდან და ამ ტენდენციის მთავარი მედროშეები იყვნენ: ქიშო, ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული, რობი კუხიანიძე, შავი პრინცი და ბაჯო.

ქუთაისი ყოველთვის მუსიკალური მოძრაობის საწყისი იყო, თანამედროვე ქართულ კულტურაში. იყო როკის პერიოდი,რეპის პერიოდი რა როლი უჭირავს ქუთაისს ქართულ მუსიკაში?
ქუთაისმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმიტომ, რომ ქუთაისმა შეუქმნა ქართულ თანამედროვე მუსიკას ნიადაგი სადაც ახალი თესლი ჩავარდებოდა და ბევრ სხვა მიმართულებას შეიძენდა. ყველაფრის საწყისი იყო 90იანების ქუთაისი სადაც სხვა და სხვა კულტურებთან ერთად იყო კრიმინალური კულტურაც და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ ქალაქში ეს ყველაფერი და ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალა.
რას ნიშნავს ხელოვნება შენთვის?
ხელოვნება ჩემთვის კომფლიქტია და იმ პრობლემების ძიება, რომელიც ლანგარზე მორთმეული არ მოაქვთ, რომ ამაზე კომენტარი გააკეთო. ეს პრობლემა შენით უნდა ეძებო და იპოვო ის რაც არასდროს შემოუთავაზებიათ, ამოიყვანო დამალული სოროდან და დისკუსია აწარმოო.

პირველად ერეკლე დეისაძე გამოჩნდა, როგორ პოეტი და შემდეგ შეიძინა კიდევ ერთი სტატუსი რომელსაც მუსიკოსი ჰქვია. რამ გადაგაწყვეტინა, რომ შენი სათქმელი მუსიკითაც უნდა მიაწოდო ხალხს?
როგორც ამერიკაში არის Hip-Hop Battle, ჩვენთან არის ფუნაგორიები და შაირები, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს.
ამ გავლენის ქვეშ დავიწყე ლექსების წერა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, რომელსაც კონკრეტული ადრესატები ჰყავდა, მაგალითად მასწავლებელი რომელაც ცუდი ნიშანი დაგიწერა როგორ უნდა იძიო მასზე შური? ხომ არ გალახავ ეს არ შეიძლება. ამიტომ უნდა დაწერო მასზე ცუდი ლექსი რომელიც ნერვებს მოუშლის და მივხვდი რომ სწორად დალაგებულ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ვყოფილვარ პოეზიის საღამოზე სადაც მსმენელი ამთქნარებდა და მე არ მინდოდა მსგვასი რამ დამენახა, ჩემი ლექსის კითხვის დროს, ამიტომ გაჩნდა იდეა ხომ არ მოვძებნო სხვა ფორმები რომლებიც, პოეზიას სხვა პლათფორმაში გადამატანინებს და უფრო ადამიანთან მივიდეს ვიდრე ცალკეული ლექსის შემთხვევაში, რომელსაც კარგად ან ცუდად კითხულობდეს პოეტი. ამ იდეაზე დაყრდნობით დავიწყე ჩემი პოეზიის მუსიკაში გადატანა.
სანამ გამოვიდოდა ალბომი სახელად ‘’ ამ ენით ამენ ‘’, ერეკლე დეისაძე დიდი ხნის განმავლობაში იყო სიჩუმეში. რამ განაპირობა ეს და რამდენად მნიშვნელოვანია არტისტისთვის რაღაც დროის გატარება ჩუმად?
ასე ვიტყოდი, რომ არტისტისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენი დღის წესრიგი ყოველთვის გვთავაზობს თემას რომელზეც შეგიძლია, იყვირო და იყეფო.
მეორეა აქ შენი პოზიცია, თუ რამდენად თვლი, რომ ამ ყველაფერზე შენ სათქმელი გაქვს.
არსებობს ხელოვნება რომელიც კომენტირებს არსებულზე, მაგრამ არსებობს ხელოვნება რომელიც არსებულ დღის წესრიგს გვერდს უვლის და თავისი სათქმელი შემოაქვს, რომელმაც უნდა გაუძლოს მედია პროპაგანდას. ხელოვნება შეიძლება იქცეს პროპაგანდის ნაწილად მაგრამ ყოველთვის უნდა შეეძლოს მისგან თვის დაღწევა. ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ კარგი ხელოვანი ყოველთვის ახერხებს. ამიტომ ეს სიჩუმე, ჩემი დაკვირვების, ფიქრის და ძიების პერიოდი იყო, ყოველთვის იქნება ტაშის დამკვრელი და ადამიანი რომელიც გეტყვის, რომ მაგარი ხარ მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს.
